მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი NCDC-მ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა, თუმცა საკითხზე კონსენსუსი მიღწეული არ არის.
„ერთ-ერთი, რა შეზღუდვაც მოვითხოვეთ, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იყო, მოვითხოვეთ ასევე რესტორნებში დაშვება იმ ადამიანების, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, ან ნეგატიური ტესტები აქვთ.
ასევე ვისაუბრეთ ქორწილებზე, ვერ ეშვება ეს ხალხი ქორწილებს, ამიტომ იყო წინადადება, რომ იყოს 50-კაციანი ქორწილები, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება, ან ყველა გატესტილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კითხვაზე, რა პასუხი მიიღო მთავრობისგან, იმნაძე პასუხობს, რომ ერთი კვირა კიდევ დააკვირდებიან, თუ რა სიტუაცია იქნება.