• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას ამბობს ცუდი სუნი პირის ღრუში თქვენს ჯანმრთელობაზე – გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რას ამბობს ცუდი სუნი პირის ღრუში თქვენს ჯანმრთელობაზე – გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პირიდან ცუდი სუნი ბევრ ადამიანს აწუხებს. ექიმი გიორგი ღოღობერიძე დეტალურად ხსნის, რა შეიძლება იწვევდეს პირიდან ცუდ სუნს და როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა:

პირიდან ცუდი სუნი ძალიან გავრცელებული ფენომენია. მას ჰალიტოზი ჰქვია და ის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს აღენიშნება.

თავად ადამიანმა, ვისაც ცუდი სუნი აქვს პირიდან, ამის შესახებ შეიძლება არც იცოდეს. რადგან ჩვენ პირის ღრუდან საკუთარ სუნს ვეჩვევით. 

ცუდი სუნი პირიდან შეიძლება იყოს დროებითი და მუდმივიც. თუ ალკოჰოლი დალიეთ, მეორე დღეს ცუდი სუნი გექნებათ, თუ ნიორი ან ხახვი ჭამეთ ძალიან ბევრი, ასევე თევზი, ხორცეული მიირთვით, ამ შემთხვევაში პირიდან ცუდი სუნი დროებითი მოვლენაა. მაგრამ, შემთხვევათა 25%-ში პრობლემა უკვე ხანგრძლივდება, რაც ხშირად ადამიანში დეპრესიისა და შფოთვის საბაბი ხდება. თუმცა, თუ მიზეზი იცით, ძალიან მარტივად მოაგვარებთ.

შემთხვევათა 80%-95%-ში პირიდან ცუდი სუნის ყველაზე ხშირი მიზეზი ენის ზურგია, განსაკუთრებით უკანა ნახევარი. იქ ნაკეცებია და გარდა ამისა, რომ კარგად არ ვენტილირდება ეს ადგილი, ენის ზურგზე ძალიან ბევრი ანაერობული ბაქტერიაა ანუ ის ბაქტერიები, რომელთაც ჟანგბადიანი გარემო არ უყვართ. იქ ბაქტერიები მრავლდებიან და აპკს წარმოქმნიან, რაც პირიდან ცუდ სუნს განაპირობებს. როდესაც ცილოვან საკვებს შეჭამთ, მათში არსებული გოგირდშემცველი ამინომჟავები მათ შლიან და გაძლევენ ძალიან ბევრ გოგირდის და აზოტის შემცველ მყრალ
ნაერთს.  გარდა ამისა, ენის ზურგზე ცხიმოვანი მჟავების არსებობაც შეიძლება იყოს მიზეზი.

თუ პირიდან ცუდი სუნი გაქვთ, ენაც უნდა იწმინდოთ. 

არსებობს სპეციალური სახეხები, რითაც ენის ზურგი ძალიან ყურადღებით უნდა გაწმინდოთ.

ენის გარდა, მეორე ადგილზე ღრძილების დაავადებებია. 

ყველას, ვისაც ღრძილების დაავადებები აქვს, პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს ცუდი სუნი პირიდან. ამიტომ, ამ პრობლემას უნდა მიხედოთ.  გარდა ამისა, ღრძილებს თამბაქო ძალიან ხშირად აზიანებს და ესეც გავრცელებული მიზეზია. ასევე, შეიძლება ენის ზურგი და ღრძილები წესრიგში იყოს, მაგრამ კარიესი გქონდეთ. როცა კარიესია და კარიესული ჯიბეები ყალიბდება, მასში საკვები რჩება, ბაქტერიები იწყებენ დალპობას და ისევ მყრალი სუნი მიიღება. გარდა ამისა, პრობლემაა, თუ კბილები გაკლიათ. რატომ აქვთ ხოლმე პირიდან ცუდი სუნი უფრო ხშირად მოხუცებს? იმიტომ, რომ მათ კბილები აკლიათ. თუ კბილები გაკლიათ, კბილთა შორის სივრცეები ჩნდება. ხეხვის დროს, თუ კარგად არ გაასუფთავეთ, საკვები იქ დარჩება, რაც ცუდ სუნს გამოიწვევს.  გარდა ამისა, პრობლემაა, თუ კბილებს შორის დიდი სივრცეებია. თუ თქვენ კბილებს შორის დიდი სივრცეები გაქვთ, სპეციალური ძაფებიც უნდა გამოიყენოთ, რომ საკვები ნარჩენებისგან გაწმინდოთ.

პირიდან ცუდი სუნის მიზეზი კიდევ შეიძლება პირის სიმშრალე იყოს.

ნერწყვი იდეალური საშუალებაა, პირის ღრუმ საკუთარი თავი გაწმინდოს. თუ პირის ღრუში ნერწვი საკმარისი რაოდენობით არ არის, ძირითადად დილის საათებში იმიტომ, რომ მთელი ღამით პირღია გეძინათ და გამოგიშრათ, ესეც შეიძლება გახდეს ცუდი სუნის მიზეზი, რადგან, როცა პირი მშრალი გაქვთ, უამრავი ბაქტერია არსებობს. პირის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო იმით, რომ მთელი ღამით ხვრინავდით, ასევე იმითაც, რომ შეიძლება სვამთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ნერწყვის გამოყოფას აქვეითებს. ასეთებია: ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევები, ანტიალერგიული მედიკამენტები, მჟავიანობის დამაქვეითებლები, რომლებიც გასტრიტისა და წყლულის დროს გამოიყენება და სხვა. თუ მედიკამენტი პირის ღრუში ნერწყვის რაოდენობას გიმცირებთ, პოტენციურად გექნებათ ცუდი სუნი პირიდან.

თუ თქვენ მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხართ, მაგ დროს ქალებს შეიძლება პირიდან ცუდი სუნი ჰქონდეთ.

მიზეზი ჰორმონებით მოჭარბებაა. ასევე, პირის ღრუს ინფექციები, პირის ღრუში წყლულები. ყველაზე ხშირი მიზეზი პირის ღრუა, ამიტომ პრობლემას დროულად უნდა მიხედოთ.

პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება ასევე ცხვირის ღრუც იყოს. თუ გაწუხებთ ქრონიკული რინიტი, ან წიაღების ანთება გაქვთ, ამ შემთხვევაში შეიძლება პირიდან ცუდი სუნი გქონდეთ. შემთხვევათა 3%-ში ტონზილები, თუ ანთებულია, ბავშვებში პირიდან ცუდ სუნს იწვევენ.

ზოგჯერ საყლაპავის დაავადებებიც იწვევენ –პირიდან ცუდ სუნს.

ცუდი სუნის მიზეზი იშვიათად შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადებები, იმიტომ, რომ ბევრი ამიაკი გროვდება.

ასევე, თირკმლის დაავადებები, ბევრი შარდოვანა გროვდება, შეიძლება შაქრიანი დიაბეტიც იყოს, ამ შემთხვევაში ბევრი გოგირდშემცველი ნაერთი გროვდება. შემთხვევათა 0,5%-ში არსებობს ფსევდო-ჰალიტოზი. პაციენტს პირიდან ცუდი სუნი არ აქვს, მაგრამ მას ჰგონია, რომ აქვს. თუმცა, ეს უიშვიათესია.

როგორ მოვაგვაროთ პირიდან ცუდი სუნის პრობლემა?

პირველ რიგში, მიზეზი უნდა მოაგვაროთ. თუ კარიესი გაქვთ, მას მიხედოთ. თუ ღრძილების ანთება გაქვთ, იმკურნალოთ. თუ საყლაპავის დაავადებები გაქვთ, ის უნდა მოაწესრიგოთ. თუ ეს პრობლემები არ გაქვთ, მაშინ კბილების რეგულარული ხეხვა უნდა დაიწყოთ. კბილები მხოლოდ გარედან არ უნდა გაიხეხოთ, გახეხვა საჭიროა შიგნიდანაც. გარდა ამისა, სპეციალური ძაფები გჭირდებათ, რომლებიც კბილებს შორის არსებული სივრცეების გასაწმენდად გამოიყენება, იქ რომ საკვები არ დარჩეს. ასევე, ენის ზურგი უნდა გაიწმინდოთ, რისთვისაც სპეციალური ჯაგრისები არსებობს. თუ მოიხმართ თამბაქოს, მოწევა უნდა შეამციროთ. ალკოჰოლის მიღებაც უნდა შეამციროთ.

კვლევებმა აჩვენა, რომ დიეტის დაცვა პირიდან ცუდ სუნს ვერ ამცირებს. ამიტომ, შეგიძლიათ, მიირთვათ ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ. არც საღეჭი რეზინებია ეფექტური.

ბოლო კვლევებით, ყველაზე ეფექტური საშუალება პირის ღრუს სპეციალური სავლებებია, რომლებიც ანტიბაქტერიული მოქმედებისაა. არსებობს წყალბადის ზეჟანგის სავლებები, სპეციალური ქლორიდები, მაგრამ, ყველაზე ეფექტური და ხშირად დასახელებადი ლისტერინის სავლებებია. ოღონდ, თითოეულ მათგანს სწორი გამოყენება სჭირდება. პირადი ექიმი გეტყვით ზუსტ ინსტრუქციას.

ყოველთვის მიმართეთ სტომატოლოგს, თუ გინდათ, რომ პირის ღრუდან ცუდი სუნის პრობლემა მოაგვაროთ იმიტომ, რომ შემთხვევათა 90%-ში მიზეზი სწორედ პირის ღრუშია.

Share4Tweet3

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

მიხეილ გიორგაძე გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

10 years ago
სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება

7 years ago
პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

პროკურორი – ჯეკ შეფერდის გადასაწყვეტი იყო, დაჩქარებული წესით ექსტრადირების უფლებით ისარგებლებდა თუ არა, რაზეც მან უარი განაცხადა

8 years ago
“თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – გია დუდაშვილის ფოტო შოვიდან

“თოჯინა ერთადერთი რამ არის, რაც შვილისგან დარჩა…“ – გია დუდაშვილის ფოტო შოვიდან

3 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by