ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბოლო დღეები მკვეთრად გაზრდილ კოვიდსტატისტიკას და საკუთარ პროგნოზს წარმოგვიდგენს:
„ცივილიზებული საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!
ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი!..
პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებს სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!
გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!“