• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ღოღობერიძე: „5 რჩევა იმუნიტეტის ასამაღლებლად“

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რჩევები
A A
გიორგი ღოღობერიძე: „5 რჩევა იმუნიტეტის ასამაღლებლად“
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რა მნიშვნელობა აქვს იმუნურ სისტემას ადამიანისნორმალური ფუნქციონირებისათვის და როგორგავაძლიეროთ იმუნიტეტი – აქტუალურ თემაზე„ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით ექიმი

გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

იმუნური სისტემა ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ის კარგად არ მუშაობს, ადამიანს უამრავი პრობლემა ექმნება. სიმსივნეების განვითარების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ იმუნური სისტემის დაქვეითებაა. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ იმუნური სისტემის გაძლიერება აფთიაქში რამდენიმე ვიტამინის ან მედიკამენტის ყიდვით შეიძლება, თუმცა რეალურად სპეციალურად იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატი ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა მე შემიძლია მოგცეთ 5 მარტივი რჩევა იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდეს.

1. სწორი კვება– მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა იმუნური სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაწლავური ფლორის გასაჯანსაღებლად ძალიან კარგი საშუალებაა იოგურტი და სხვა რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პრობიოტიკებს. პრობიოტიკები ადამიანის ორგანიზმის „მეგობარი“ ბაქტერიებია, რომელთა არსებობაც ორგანიზმში აუცილებელია. გარდა პრობიოტიკებისა, ბუნებრივია აუცილებელია ვიტამინები. ავიღოთ ვიტამინი B6 – იგი დიდი რაოდენობითაა ქათამში, ორაგულში, თინუსში, ბანანში, მწვანე ბოსტნეულში. მისი საშუალებით ლიმფოციტებში მიტოქონდრიები კარგად მუშაობს, შედეგად გვაქვს ენერგია. C ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლაში.იგი დიდი რაოდენობითაა ისპანახში, პომიდორში და ციტრუსებში. C ვიტამინის მსგავსად, E ვიტამინიც ანტიოქსიდანტია. იგი დიდი ოდენობითაა ნუშში, მიწის თხილის კარაქში და მზესუმზირაში. E ვიტამინი ანთების ადვილად რეგულირებაში გვეხმარება. სჯობს ვიტამინები მივიღოთ საკვებიდან, ვიდრე ტაბლეტებიდან. ხილის წვენი ნაკლებად გამოიყენეთ, ამას თვითონ ხილის მიღება სჯობს, რადგან წვენი ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტისაკენ მიდრეკილს გვხდის.

2. ვარჯიში -ფიზიკური აქტივობა კუნთებს მუდმივად ავარჯიშებს, შედეგად მუდმივად მოძრაობს ლიმფა, სითხე, რომელშიც შედის ლიმფოციტები.ლიმფის მუდმივი მოძრაობა პათოგენებს გადაადგილებას ისეთ ადგილებში, სადაც მათ იმუნური სისტემა და ლიმფოციტები ებრძვიან. დღეში ნახევარი საათი აქტიური ფიზიკური მოძრაობა რეგულარულად სრულიად საკმარისია.

 3 ჰიდრატაცია – საკმარისი სითხეების მიღება აუცილებელია, დღეში 2-2,5 ლიტრი სითხე უნდა მივიღოთ. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ლიმფა 96% სითხეს შეიცავს. მას სჭირდება სითხის მიღება იმისათვის, რომ კარგად იმოძრაოს. სითხე უნდა იყოს უშაქრო. გარდა ლიმფისა, სითხეები ლორწოვან გარსებს სჭირდება, რომლებიც ებრძვიან შესაბამის არეალში შეჭრილ ბაქტერიებს. გამომშრალი გარსები თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ინფექციებისგან ვეღარ გვიცავს.

4.ძილი – ძილი აუცილებელია. ის უნდა იყოს ხარისხიანი და ზრდასრული ადამიანისათვის მინიმუმ 7 საათის ხანგრძლივობის, მოზარდებში 8-9 საათიც. ოთახში უნდა იყოს სიბნელე, არ უნდა იყოს ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი ან რაიმე სხვა. ოთახში უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა, სიგრილე და კარგი ვენტილაცია. ბუნებრივია, უნდა იყოს სიჩუმე, რათა ადამიანმა ხარისხიანად დაძინება შეძლოს.

5.სტრესის შემცირება – სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის სიჭარბე ორგანიზმში არაერთ ცვლილებას იწვევს. კორტიზოლი დექსამეტაზონის ანალოგია, ის იმუნურ სისტემას თრგუნავს და და ლიმფოციტების კვდომას იწვევს. ამიტომ ეცადეთ შეიმციროთ სტრესი, გაერთოთ, ისეირნოთ მეგობრებთან ერთად, დაკავდეთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობით.

დამატებითი რჩევის სახით შემიძლია გირჩიოთ დანამატებზე უარის თქმა. თუ ლაბორატორიული კვლევებით არ დაგიდგინდათ, რომ D ვიტამინი, თუთია ან სხვა რაიმე ნივთიერება გაკლიათ, მათი ტაბლეტების სახით მიღება საჭირო არ არის. როგორც აღვნიშნე, ვიტამინების მიღება საკვებიდან სჯობს.

Share3Tweet2

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები”

12 years ago
კალიმბა – ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ჯერ „ახალი ხილია“

კალიმბა – ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ჯერ „ახალი ხილია“

5 years ago
უმიზეზო პანიკა თუ რეალური საშიშროება? – ღორის გრიპი და საქართველო

უმიზეზო პანიკა თუ რეალური საშიშროება? – ღორის გრიპი და საქართველო

11 years ago
რა სურვილებს ჩაუთქვამენ ბორჯომში სერაფიმის ლოდთან?

რა სურვილებს ჩაუთქვამენ ბორჯომში სერაფიმის ლოდთან?

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by