• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ადამიანის უფლებათა აკადემია გაიხსნა

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნანუაშვილისახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა აკადემია გახსნა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ცნობადობის ამაღლება სახალხო დამცველის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს.

ახლად დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აკადემია სახალხო დამცველის სტრუქტურული ერთეულია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნისა კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას.

აკადემიის ფარგლებში საჯარო უწყებების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანამშრომლებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ერთკვირიანი კურსები ადამიანის უფლებების შესახებ. ტრენინგებს აღიარებული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გაუძღვებიან.

სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში პირველი ტრენინგი მასწავლებლებისთვის, გუდაურში იმართება. ტრენინგის თემაა ადამიანის უფლებების სწავლება და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი სკოლებში.

მასწავლებლები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების ამოცანები, გამოწვევები, ხერხები და მეთოდოლოგია; განათლების უფლება, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების გამოყენება სკოლაში; დისკრიმინაციის აკრძალვა სხვადასხვა საფუძვლებით, მასწავლებლები ასევე განიხილავენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს და წინასწარ დარიგებულ თემებზე გააკეთებენ პრეზენტაციებს. ტრენინგი ასევე შეეხება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს შრომით ურთიერთობებში, სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მიმართვის წესს და ა.შ.

ღონისძიებას თბილისსა და რეგიონებიდან (თელავი, გურჯაანი, მარნეული, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი, ქობულეთი, ფოთი, ბათუმი, ონი, თერჯოლა, ნიგვზიანი, წინწყარო, ჭელა, ამბროლაური, ვარძია, მოხე, სამთაწყარო) 25 მასწავლებელი ესწრება.

ტრენინგს უძღვებიან სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიოშვილი და ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული უფროსი ტრენერი, უნივერსიტეტის ლექტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტი ივანა როაგნა.

წლის ბოლომდე ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი 4 ტრენინგს გამართავს. მომდევნო წლიდან კი ინტენსიური ტრენინგების ჩატარებაა დაგეგმილი.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

კანადაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა🐕‍🦺

კანადაში დააჯარიმეს ქალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს ქმარს ძაღლის საბელით ასეირნებდა🐕‍🦺

5 years ago

მიხეილ სააკაშვილი მყინვარწვერის დასალაშქვრას გეგმავს

13 years ago

ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებები ილახება

12 years ago

“შეიძლება ხსენებული ნაბიჯებით საქმე გავირთულეთ კიდეც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელი იყო”

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by