• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას იხსენებს კაცი, რომელმაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 29 საათი იმუშავა

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რას იხსენებს კაცი, რომელმაც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში 29 საათი იმუშავა
41
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

38 წლის ლუკა ჩორგოლაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან ჩამონგრევიდან მოკლე ხანში გამოჩნდა და სამაშველო ოპერაციის ბოლომდე მაშველების გვერდით იბრძოდა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ლუკა მაშველი არ არის, არც საგანგებო წვრთნა აქვს გავლილი, იგი „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია, თუმცა მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ადამიანის ხმა გაიგონა, იგი 29 საათით მაშველად იქცა.

ლუკას ვთხოვეთ 8 ოქტომბერი გაეხსენებინა.

  • „ადამიანია ნანგრევებში“ – როგორ იქცა ლუკა მაშველად 

8 ოქტომბერს, სახლი რომ ჩამოინგრა, იმ წუთასვე დაგვიკავშირდა „ბათუმის წყალი“ და გვითხრა იქ გავჩენილიყავით. ჩვენი ტექნიკა პირველი მივიდა ნანგრევებთან, ყველა ჯგუფი იქ წავედით.

ამწესთან ვიდექი, მიმართულებას ვაძლევდი, როცა თქვეს, ადამიანია ნანგრევებში, წყალს ხომ ვერ მივაწვდითო.

ვხედავდი, რომ მივიდნენ, დაელაპარაკნენ და გამოვიდნენ, რადგან ზევით მუშაობდნენ მაშველები. ამიხსნეს, რომ ინსტრუქციას მიჰყვებოდნენ, არ შეიძლებოდა სხვაგვარად.

ვერ მოვითმინე, ორჯერ მივედი იმ ადგილას ნანგრევებში, საიდანაც ადამიანის ხმა ისმოდა, ვესაუბრებოდი. „ვერაფერს ვერ ვხედავ, სუნთქვა მიჭირსო“, – მეუბნებოდა.

ვეუბნებოდი, რომ გაძლიერებულიყო, გამოვიყვანდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მესამედ რომ მივედი, დავუძახე – ზვიო, როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად-მეთქი.

„გონებას ვკარგავ, უკვე აღარ შემიძლიაო“ – მითხრა.

„მე შენ გხედავ. არ კარგავ გონებას. გხედავ, გაჭედილი ხარ, თავი გაქვს სხვა მხარეს და ვერ ტრიალდები და ამიტომ ვერ მხედავ. ნუ გეშინია, მალე შემოვაღწევთ შენამდე – მეთქი“ – ვუთხარი.

„მხედავ, მართლა?“ – მითხრა.

ვერ ვხედავდი, მაგრამ ჩემი სიტყვები იყო საშუალება, ადამიანი არ დამეკარგა, მასთან კონტაქტი მქონოდა. ისე გავაკეთე, რომ შევინარჩუნე ეს კონტაქტი.

  • „ქვა ამოვჭერით და ზურგზე ხელით შევეხე“ 

უკვე საღამო იყო, მაშველები ამ დროს იბრძოდნენ ნანგრევებიდან ქალის გამოსაყვანად. ნელ-ნელა გადავწევთ და ისე შევალთ ზვიადისთანო, კაცთან, ვისი ხმაც ისმოდა ნანგრევებიდან.

„ბათუმის წყალში“ მიმუშავია მიწისქვეშ. მაშველებს ვთხოვე, ამოვჭრათ მჭრელებით და ქვემოდან შევძვრეთ ადამიანთან-მეთქი.

ამოჭრა ჩემი ინიციატივა იყო, სხვა გზა არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანს დავკარგავდით, ნელ-ნელა ფენების მოხსნით ნანგრევებიდან ვერ ჩავაღწევდით.

ამბობდნენ, რომ საშიში იყო. ვუთხარი, რომ არ მოვკლავდით. ვიცი, მიმუშავია, მაქვს გამოცდილება, მიწის ქვეშ ბევრჯერ ჩავსულვარ, ვიცი, როგორ შეიძლება იმუშაო. ვუყურებდი, როგორ ელაგა ქვები, გამორიცხული იყო რამე დამცემოდა, მით უმეტეს, რომ ზემოდან დამზღვევები იყვნენ.

დავიწყეთ გამოჭრა, ამოვჭერით, შევედით  და ზურგზე მოვკიდე ხელი. ადამიანმა რომ იგრძნო, შევეხეთ, მეორედ დაიბადა, ის უკვე გადარჩენილი იყო, გონება აღარ დაუკარგავს. მერე გავამაგრეთ ადგილი, ზემოდან ამოვჭერით და ამოვიყვანეთ.

საკუთარმა ჭერმა გადაარჩინა ეს ადამიანი. „სინკარი“ იყო, რომელიც ნახევარი საათი იჭრებოდა, ძლივს ამოვჭერით.

  • „ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა“ 

სანამ სამაშველო ოპერაცია მიდიოდა, ერთი წამითაც არ წავსულვარ, ერთი წამითაც არ მიძინია, მარტო ვჭამდი და წყალს ვსვამდი, ვიბრძოდი როგორც შემეძლო – ნიჩბით, ხელებით, ფრჩხილებით, ოღონდ იქ ჩავმძვრალიყავი, ოღონდ ის ხმა არ შემწყდარიყო.

არ ვფიქრობდი იმაზე, რომ თავში დამეცემოდა რამე, ოღონდ ის გამომეყვანა, მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა.

არანაირი გამოცდილება არ მქონია სამაშველო საქმეში. უბრალოდ რაღაც ძალა მომეცა, იმ წამში მაშველიც ვიყავი და ყველაფერი. სულ სხვა ადამიანად გადავიქეცი, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რამე დამეცემოდა და რამე დამემართებოდა. ოღონდ ცოცხალი დამენახა ის ადამიანები, ვისი ხმაც მესმოდა.

თავიდან მაშველები არ მიშვებდნენ, თავზე არაფერი მეფარა. ვყვიროდი, რას მელაპარაკებით, რომელ დაზიანებაზე. დაინახეს, რომ ვერ მაჩერებდნენ, რაც შემეძლო ვაკეთებდი და ბოლოს უფროსმა თქვა, დაახურეთ თავზეო.

ქალის ხმაც გვესმოდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამე დაემართებოდა. გველაპარაკებოდა, გვეძახდა –  ჩემს შვილებს ხომ უშველითო. კიო – ვეუბნებოდით. ვერ წარმოვიდგენდი მის სიკვდილს.

როგორი რაღაცაა იცით? იქ ვყვიროდი, რომ ყველა გადარჩებოდა, ადამიანს, რომელსაც ცოლ-შვილი დაეღუპა, ვუთხარი, რომ მისი ცოლი ცოცხალი იყო და ბავშვებსაც ვნახავდით.  ყველაზე დიდი ტკივილია ეს ჩემთვის. დავპირდი ადამიანს და ვერ შევასრულე.

  • მაშველებთან ერთად 

მინდოდა ყველა გადარჩენილიყო, მაგრამ რომ ვუყურებდი ლოდებს, იმასაც ვხვდებოდი, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო.

მაშველებს რომ ვუყურებდი როგორ იბრძოდნენ, როგორ განიცდიდნენ… ყველაზე მწარეა, რომ გინდა გადაარჩინო ადამიანი, მაგრამ ვერ ახერხებ. მაშველები უნდა გაჰყოლოდნენ ინსტრუქციას, რომ ცოცხალი ადამიანი არ დაეზარალებინათ.

როცა გარდაცვლილი ამოგყავს, ესაა ყველაზე დიდი შოკი. ყველა ვტიროდით, არ შეგვეძლო არაფრის თქმა.

ყველა მაშველი ცრემლიანი იყო, ეს იყო ძალიან დიდი შოკი, იბრძოდნენ, მაგრამ…

  • „ორი ღამე ვერ დავიძინე, სათამაშოებთან ვიყავი, კედელთან“

მეორე დღეს მივედი ისევ იქ. სათამაშოები დაკიდეს კედელზე, ყვავილები მოიტანეს. იქ ვიყავი ღამის 4 საათამდე, ვალაგებდი.

არავისთვის მითქვამს, მაგრამ ორი ღამე ვერ დავიძინე სახლში. ხმა მესმოდა ნგრევის, ადამიანების. ემოციური ვარ ძალიან, შოკში ვიყავი, მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია. ჩემით გამოვიყვანე ჩემი თავი.

უფრო მშვიდად ვიყავი იქ, სადაც ბავშვების სათამაშოებია, ვალაგებდი, სანთლები დავანთე. იქ ჩემი სული მშვიდდება.

  • „ყველა საშინელება სოხუმში ვნახე, ბავშვობაში“ 

სოხუმელი ვარ წარმოშობით. ყველაფერი გავიარე, ჯერ კიდევ ბავშვმა. III-IV კლასში ვიყავი ომის დროს.

მინახავს გარდაცვლილები, ტყვიები. ყველაფერი საშინელება, რაც ყოფილა სოხუმში, მაქვს ნანახი. თითქოს კინოში, ისე იყო. შენს თვალწინ ფეთქდება ყველაფერი და ამ ყველაფერს ესწრები.

ვფიქრობ, მაშინ გავძლიერდი.

2008-ში, ომის დროს, ერთი წამი შიში არ მქონია, უკვე ნანახი მქონდა ეს ყველაფერი.

არავის ვუსურვებ იმის გამოცდას, რაც მე გავიარე. ჩემთვის ბედნიერება ის იქნება, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ, მეტი არაფერი დაგვრჩება.

რაც მიმიღია გაკვეთილი ამ ყველაფრიდან ისაა, რომ უნდა იბრძოდე ადამიანისთვის.

  • „დღეს ზვიადი ვნახე“

თქვენთან შეხვედრამდე ერთი საათით ადრე ვიყავი კლინიკაში და ვნახე ის ადამიანი. მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული მირონი მქონდა და მივუტანე.

ისე ჩავეხუტე, სულ დამავიწყდა, რომ ჯერ არ შეიძლება. ცოცხალია. ლაპარაკობს, კარგად არის. ეს არის მთავარი. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდები.

Share16Tweet10

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართავს

12 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

ილია მეორე – სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის

7 years ago

საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს

11 years ago
რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!

რა საკულტო ძეგლებს ინახავს რაბათის ციხე?!

9 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by