ka„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას დღეს, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატს წარუდგენს.
როგორც ”თბილისი თაიმსს” პარტიიდან აცნობეს, კანდიდატის დასახელება 20:00 საათზე, ამბროლაურში გაიმართება.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამცხე- ჯავახეთში.












