• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ განასხვაოთ ტესტის გარეშე” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ განასხვაოთ ტესტის გარეშე” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
24
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, როგორ შეიძლება გავარჩიოთ ერთმნეთისგან კორონავირუსი და გაციება და რა უნდა გავითვალისწინოთ სახლში მკურნალობისას:

– როგორც კოვიდს, ასევე გაციებას შეიძლება საერთო ნიშნები ჰქონდეს, რადგან ორივე ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს და ორივე შეიძლება გამოვლინდეს სიცხით, თან ახლდეს ხველა, შემაწუხებელი ყელის ტკივილი, დაღლილობა, სურდო, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. ბავშვების შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოხატული გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კლინიკურად კოვიდისა და გაციების განსხვავება ძალიან რთულია. თუ ყნოსვისა და გემოს დაქვეითება გაქვთ ან თითის დაბოლოებები გაგიწითლდათ, უფრო დიდი ალბათობითი, კოვიდი გექნებათ. თუმცა, ტესტის გარეშე ამ ორი ინფექციის ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელია. ტესტიც უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი გქონდათ. ტესტი კონტაქტიდან 3-5 დღეში უნდა გაკეთდეს. თუ მეორე-მესამე დღეს გაიკეთებთ, შეიძლება პასუხი უარყოფითი მოვიდეს. ამიტომაც, ზოგადად, სასურველია, რომ კორონავირუსის ტესტი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 3-5 დღეში გაკეთდეს. შეიძლება ზოგჯერ მთელი კვირა გავიდეს და ტესტი უარყოფითი იყოს, კვირის ბოლოს კი დადებითი.

ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ტესტის გარეშე. ეს არის დრო. მნიშვნელოვანია, რა დროში გამოგივლინდებათ ნიშნები. თუ ადამიანი გაციებულია და მასთან გქონდათ კომუნიკაცია, გაციება დაგეწყებათ კონტაქტიდან 1-2 დღეში, რადგანაც, როგორც წესი, გაციება კონტაქტიდან 1-2 დღეში ვლინდება. ძალიან იშვიათია, რომ 3-4 დღეში

გამოვლინდეს. მაგრამ, თუ ჩვენ გვქონდა კონტაქტი და გასულია საშუალოდ 5 დღე, ამის შემდეგ რომ დაიწყება სიმპტომები, დიდი ალბათობით, კორონავირუსია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ კოვიდი შეიძლება მეორე დღესაც გამოვლინდეს. დროის ჩარჩო ორიენტაციაში გვეხმარება, მაგრამ ის ზუსტი არ არის. ყველაზე ზუსტი მაინც ტესტის ჩატარებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტესტი კონტაქტიდან მე-3-მე-5 დღეს გაკეთდეს და არა უფრო ადრე.

ჩემი რჩევაა, კორონავირუსი იქნება თუ გაციება, თუ საქმე ეხება 65-წელს ზემოთ პირებს, ასთმიან ადამიანს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, მათ, ვისაც აქვთ გულის დაავადებები, გამოხატულია ჭარბწონიანობა ან ფეხმძიმედაა, უფრო მეტი ყურდღებით მოვეკიდოთ, რადგან მათ გართულების შედარებით მეტი რისკი აქვთ. თუ პაციენტს შეაწუხებს ქოშინი, ექნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან, თავბრუსხვევის სერიოზული განცდა, კრუნჩხვები ან შარდს არ გამოყოფს, თუ აქვს სიცხე, აულადგა და მერე ისევ თავიდან დაუბრუნდა, ამ შემთხვევებში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რაც შეეხება მკურნალობას, გაციებასაც და კოვიდსაც მკურნალობის ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს სახლის პირობებში. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია, პაციენტს ვაძლევთ სიცხის დამწევს. სიცხის დამწევად არავითარ შემთხვევაში არ ვიყენებთ ასპირინს. განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში. ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი. ციტრამონიც შეიცავს ასპირინს და ბავშვებში მისი მიცემა არ შეიძლება. სიცხის სამართავად მხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული. ეს არის იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე დღეში 3-4-ჯერ მიიღება და დოზებს შორის ინტერვალი 4-6 საათი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებულები ხართ, რომ გრიპი გაქვთ და იცით, რომ მძიმე ფორმით გივლინდებათ, აუცილებელია, პირველ 48 საათში მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტები. მერე მათი ეფექტურობა ძალიან დაბალია. ძალიან ბევრი ადამიანი გაციებისა და კოვიდის დროს ლიმონიან ჩაის სვამს. კარგ რჩევას მოგცემთ: ლიმონს ჩაიში რომ ჩააწვეთებთ, ბევრი სარგებელი აღარ რჩება, იმიტომ, რომ ჩაის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ლიმონი კი C ვიტამინს შეიცავს, რომელიც სითბომგრძნობიარე ვიტამინია და 30 გრადუსზე უკვე იშლება. ამიტომ, თუ თქვენ გინდათ, რომ ადამიანს მართლა დაეხმაროთ, ჯობს, ლიმონიანი ჩაის ნაცვლად, უბრალოდ ჩაი შესთავაზოთ და ამის შემდეგ ცალკე გაუკეთოთ ლიმონიანი წყალი და მასში თაფლი გახსნათ. ოღონდ, წყალი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ თბილი, გრილი. ამ შემთხვევაში C ვიტამინი აღარ დაიშლება.

თუ ადამიანი გაციებულია, როგორც წესი, დაავადება ძალიან მალე, 1-2 დღეში დაიწყება და მაქსიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება. იშვიათად, ერთი კვირა გაგრძელდეს. თუ ეს კოვიდია, ამ შემთხვევაში დაავადება შეიძლება 10 დღეც გაგრძელდეს.

თუ დაავადება დაგვეწყო და 10 დღე გავიდა, კოვიდის შემთხვევაში იზოლაცია აღარ გვჭირდება.

Share10Tweet6

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

10 years ago
ქართული ლიმონათი ჩინეთში გაიყიდება

ქართული ლიმონათი ჩინეთში გაიყიდება

8 years ago
მამინაცვლის მამა, რომელიც 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გაათავისუფლეს

მამინაცვლის მამა, რომელიც 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გაათავისუფლეს

3 years ago
15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება

15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by