• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან და უპოვრებს დაურიგებენ

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან და უპოვრებს დაურიგებენ
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ  საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. ამისთვის მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით ვადაგასული სურსათის გადაცემა არ დაიბეგროს, რა მიმართულებითაც კანონმდებლობა შეიცვლება.

,,აგრარულ საკითხთა  კომიტეტი  აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს სურსათის მარაგების სწორი მართვა და განაწილება. სურსათის ბანკის შექმნა არის მისი ერთ-ერთი კომპონენტი. ჯერჯერობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ უნდა დალაგდეს იმგვარად, რომ სუპერმარკეტების და სარესტორნო მიმართულების კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი და სურვილი, ამ ინიციატივაში სწორად ჩაერთონ.  გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად, გავაკეთეთ კვლევა, რას გულისხმობს  სიახლე და რა რაოდენობის სურსათი რჩება მოხმარების მიღმა, რომელიც  მართვას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საკვები  ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. გარდა ამისა, იგი ბიზნესისთვისაც საინტერესო უნდა  იყოს.  საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ჩანაწერი, რომ საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით გადაცემაც ჩვეულებრივ იბეგრებოდა. შესაბამისად,  კანონმდებლობის დონეზე მოხდება ცვლილება. გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და მოსახლეობასაც გავუზარდოთ წვდომა სურსათზე, რასაც ეს ინიციატივა ემსახურება“, – აცხადებს ხატია წილოსანი.

მისი ინფორმაციით, სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამასთან ის წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით.

სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 20 ქვეყანაში მცხოვრებ 35 მილიონამდე ადამიანს მომდევნო თვეების განმავლობაში შიმშილის საფრთხე ემუქრება. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად სპეციალისტები კორონავირუსის პანდემიას, კლიმატის ცვლილებასა და შეიარაღებულ კონფლიქტებს ასახელებენ.

ამის პარალელურად კი, როგორც ცნობილია, ყოველწლიურად 1,3  მილიარდი ტონა საკვები იყრება და იკარგება მსოფლიოში, რაც დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს გამოკვებავდა.

რაც შეეხება საქართველოს, სურსათზე ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. 622 266 ადამიანი სახელმწიფოს დახმარების იმედადაა. გაეროს არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ ათასობით ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, ბავშვები. ოფიციალური მონაცემით, ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 700 ათასი ტონა მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე ხვდება, საიდანაც  40% სწორედ ორგანული ნარჩენია, რომლის უდიდესი ნაწილი საკვებია.

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In