• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ და როგორია მისი გავრცელება მსოფლიოში?

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ და როგორია მისი გავრცელება მსოფლიოში?
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კორონავირუსის მორიგი ახალი შტამის გამოჩენით შეშფოთებას ვერ მალავენ. COVID-19-ის აღნიშნული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დრომდე მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ პროვინციაში გამოვლინდა. თუმცა უკვე ანალოგიური ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, ისრაელსა და ბელგიაში. ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, გარდაუვალია. რა ვიცით „ომიკრონის“ შესახებ და რამდენად საშიშია ის?- ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

რა ხდება?

ამ ეტაპზე „ომიკრონით“ ინფიცირების 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და მათი უმეტესობა – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია გაუტენგში. ამავდროულად, ახალი შტამის ერთეული შემთხვევა მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გამოვლინდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჰონგ-კონგში „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტები პირდაპირ არიან დაკავშირებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოფრენილ უკვე დაავადებულ პირებთან. სამხრეთაფრიკელი მეცნიერები თავიანთ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დიდი ალბათობით უკვე ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. 

დიდმა ბრიტანეთმა აფრიკის ექვს ქვეყანასთან ფრენები უკვე გააუქმა. ესენი არიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ნამიბია, ლესოთო, ზიმბაბვე და ესვატინი. აფრიკის უმეტესი ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. ახალ საშიშროებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანმომ ახალ შტამს ბერძნული ანბანის მე-15  ასოს სახელი -„ომიკრონი“ მიანიჭა. მას თავდაპირველად მოიხსენიებდნენ, როგორც B.1.1.529-ს. 

მეცნიერთა შეფასებით, „ომიკრონის“ მუტაციის რაოდენობა შემზარავია. სპეციალისტთა განმარტებით, კორონავირუსის არც ერთი წინა შტამის მუტაცია ასეთი ინტენსიური არ ყოფილა. ახლა ყველაზე მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება „ომიკრონი“ გავრცელდეს? 

რა არის ცნობილი „ომიკრონის“ შესახებ?

მეცნიერთა აზრით, ის  ყველა თავისი წინამორბედისგან ძალიან განსხვავდება. “ამ ვარიანტმა ყველანი გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი გააკეთა და დაახლოებით 50 მუტაცია გაიარა”, – განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტულიო დე ოლივეირამ. 50 მუტაციიდან დაახლოებით 30-მა ეგრეთ წოდებულ სპაიკ-ცილაზე იმოქმედა. სწორედ ეს უკანასკნელია ვირუსის ზედაპირზე არსებული ეკლის მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც მას მზის კორონას ფორმას აძლევს და რომლითაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში აღწევს. 

ეს არის ახალი ვარიანტის ყველაზე შემაშფოთებელი თვისება, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ ეკლის მსგავსი წარმონაქმნების განეიტრალებაზე მუშაობს, – ამბობენ მეცნიერები. მათი განმარტებით, ვირუსის სხვა ნაწილი, რომელიც ორგანიზმთან კონტაქტში შედის მას შემდეგ, რაც სპაიკ-ცილა უჯრედისკენ მიმავალ გზას  გაუხსნის, „ომიკრონის“ შემთხვევაში 10-ჯერ შეიცვალა. შედარებისთვის, „დელტა შტამში“ ვირუსის ამ სეგმენტმა მხოლოდ ორი მუტაცია განიცადა. მკვლევართა აზრით, მუტაციების დონე შეიძლება პროვოცირებული ყოფილიყო დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ერთი პაციენტის ორგანიზმში, რომელმაც ვირუსის გადალახვა ვერ შეძლო.

რით შეიძლება განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდეს „ომიკრონი“?

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, ინტენსიური მუტაცია შეიძლება ადამიანებისთვის სულაც არ აღმოჩნდეს. სპეციალისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც ვუჰანში გამოვლენილი და პანდემიის გამომწვევი პირვანდელი ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. 

ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები B.1.1.529-ის იმავე „ომიკრონის“ წინააღმდეგ შეიძლება საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდეს. კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია შეუძლებელს ხდის ადამიანის ორგანიზმში არსებული ანტისხეულების მიერ ვირუსის ისე მარტივად ამოცნობას, როგორც ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა. ამავდროულად, N501Y-ის სახელით ცნობილი მუტაცია ვირუსს უფრო ინფექციურს ხდის და ყოველი ახალი ტრანსფორმაციის შემდეგ, გავრცელების მასშტაბები იზრდება. 

სწორედ ვირუსის გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები არის ის, რისიც ახლა მეცნიერებს ყველაზე მეტად ეშინიათ. გარდა ამისა, „ომიკრონის“ სახელით ცნობილმა ახალმა ვარიანტმა, როგორც ჩანს, ისწავლა, როგორ აუაროს გვერდი ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთ მექანიზმს, რომელიც ბოლო დრომდე ვირუსს საკმაოდ ადვილად ცნობდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია.

ასევე უცნობია, რამდენად უფრო ადვილი ან მძიმე  მიმდინარეობა ახასიათებს „ომიკრონს“, თუნდაც „დელტა შტამთან“ შედარებით.  სანამ ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს, ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები  გააძლიერონ და B.1.1.529-ის, იმავე „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ სტატისტიკა რეგულარულად მიაწოდონ.

Share2Tweet2

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

დღეს, სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება თომა მოციქულის სიწმინდეს ემთხვიოს

დღეს, სიონში მრევლს შესაძლებლობა ექნება თომა მოციქულის სიწმინდეს ემთხვიოს

6 years ago
დღეს ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს ქართული ძიუდოს ისტორიის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ძველი კიმონოს“ პრეზენტაცია გაიმართება

8 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11 years ago
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აღიქმება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პარტიად“

გია ნოდია: საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატს შანსები არ აქვს

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by