• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საეკლესიო რეფორმამ ბაპტისტური ეკლესია ორად გაყო”

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
“საეკლესიო რეფორმამ ბაპტისტური ეკლესია ორად გაყო”
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობა, უკვე წლებია, ორად არის გაყოფილი. როგორც საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წინამძღოლმა „თბილისი თაიმსს“ განუცხადა გაყოფის მიზეზი საეკლესიო რეფორმა გახდა, რომელიც მალხაზ სონღულაშვილის წინამძღოლობისას გატარდა და მისი მიზანი ბაპტისტური ეკლესიის  ქართულ კულტურასთან დაახლოება იყო.  ლიტურგიული ცვლილებები, როგორიცაა  ანაფორის, სანთლის და საეპისკოპოსო  ინსიგნიების შემოტანა ეკლესიაში მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, თუმცა ისინი დღემდე  კარგ  ურთიერთობებს ინარჩუნებენ   და იმედს იტოვებენ, რომ სამომავლოდ კვლავგაერთიანდებიან.

ბაბტისტური ეკლესია

ვრცლად გაყოფის მიზეზებსა და საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიებისკავშირის საქამიანობის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ხუცესი გია კანდელაკი ესაუბრა.

გვიამბეთ საქართველოში არსებულ ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობის შესახებ? როგორ დაიწყო გავრცელება და ვინ ედგა სათავეში მას?

– პირველი ბაპტისტური ეკლესია თბილისში გერმანული წარმოშობის ლიტველმა მისიონერმა მარტინ კალვაიტმა 1867 წლის 20 აგვისტოს დააარსა. მან მდინარე მტკვარში რამდენიმე ყოფილი მოლოკანი მონათლა, რომელთა შორის, შემდგომი აქტიური სამისიონერო საქმიანობით ნიკიტა ვორონინი და ვასილ პავლოვი გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელმა ბაპტიზმი მთელ რუსეთის იმპერიაში გაავრცელა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწეობას იწყებს პირველი ქართველი ბაპტისტი ქრისტიანი ილია კანდელაკი, რომელმაც 1918 წლის მარტში დაუდო სათავე ქართულენოვან მსახურებას. 1927 წელს იგი აქტიური სამისიონერო მსახურების გამო, ჩეკას დავალებით  მოკლეს თელავის რაიონში.

ბაპტისტები თავიდანვე გამოირჩეოდნენ სახარების გავრცელების საქმეში და ქვეყნის მოსახლეობაში აქტიურად ეწეოდნენ ევანგელიზაციას, რამდენადაც მათ საბჭოთა ხელისუფლება აძლევდა ამის საშუალებას. ბაპტისტური ეკლესია ასევე მოწადინებული იყო ახლო მეგობრული ურთიერთობები ჰქონოდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში 75 ბაპტისტური ეკლესია ფუნქციონირებდა, რომელიც 5000 მონათლულ წევრს ითვლიდა. ამ პერიოდში საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების კავშირს სათავეში  ედგა  ხუცესი გურამ ქუმელაშვილი, შემდგომ წლებში, კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს მალხაზ სონღულაშვილი.

საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს ერთი მეტად გამორჩეული ფაქტი, კერძოდ კი გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ბაპტისტური და მართლმადიდებელი ეკლესიების ახლო ურთიერთობა. ბაპტისტური ეკლესიის იმჟამინდელი წინამძღოლი გიორგი ბოლღაშვილი, პატრიარქ ილია II-ის მიწვევით სამშაბათობით სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებდა, ხოლო კვირაობით ბაპტისტური ეკლესიის გუნდი გალობდა. ურთიერთობები ამ ორ ეკლესიას შორის 90-იანი წლების დასაწყისიდან გართულდა, როდესაც ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა საქართველოში.

ბატონო გია,  ქართული საზოგადოება კარგად იცნობს იმ ბაპტისტურ რელიგიურ მიმდინარეობას,  რომლის ეპისკოპოსიც მალხაზ სონღულაშვილია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი ბაპტისტური კავშირი უკვე წლებია მათგან დამოუკიდებლად არსებობს. რა გახდა გაყოფის მიზეზი?

– მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის წინამძღოლობისას ეკლესიაში რეფორმები გატარდა, რომლის მიზანი ეკლესიის ადგილობრივ კულტურასთან დაახლოება იყო. ინკულტურაციის პროცესი მტკივნეული გამოდგა რიგი ეკლესიებისთვის. ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლიტურგიული ცვლილებები, როგორიცაა ანაფორის, სანთლის და საეპისკოპოსო ინსიგნიების შემოტანა ეკლესიაში.

დაახლოებით 16 წლის წინ ბაპტისტური ეკლესია ორ ნაწილად გაიყო. ეს გაყოფა არ მომხდარა დრამატული დაპირისპირებით. ორივე ფრთის წინამძღოლები დღემდე ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ერთობაში ვაშენებდით ღვთის სასუფეველს.

მოგვიყევით საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების  კავშირის შესახებ? რა არის თქვენი სწავლება?  რა საქმიანობას ეწევით გარდა საეკლესიო მსახურებისა?

– საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების  კავშირი შედგება 30-მდე ადგილობრივი ავტონომიური ეკლესიისგან. ძირითადი ეკლესიები თავმოყრილია კახეთის რეგიონში: ყვარელში, გურჯაანში, თელავში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში. ასევე გვაქვს ეკლესიები ბოლნისსა და გორში. ბიბლიის, როგორც „აბსოლიტურ ჭეშმარიტების“  აღიარება ის ფუნდამენტალური საკითხია, რომლითაც გამოირჩევა კლასიკური ბაპტიზმი. ჩვენი სწავლებაც, დოგმატიკაც სწორედ წმინდა წელიდან გამომდინარეობს. საეკლესიო მსახურების გარდა ეკლესიები დაკავებულნი არიან სოციალური მსახურებით, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ განურჩევლად მათი ეროვნებისა, სოციალური თუ რელიგიური კუთვნილებისა. კერძოდ, ჩვენს კავშირში 2008 წლიდან მოქმედებს უფასო სასადილო, სოციალურად დაუცველ ადამიანთა დასახმარებლად. გვაქვს დიაკონისელთა სამსახური, რომელიც ზრუნავს მძიმე პაციენტების მოვლაზე სახლის პირობებში. ჩვენი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, ზამთრის თვეების განმავლობაში გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით საკვებით და შეშით, ვაწყობთ ბავშვთა საზაფხულო ბანაკებს და ა.შ. ჩვენ  არ ვახდენთ ადამიანებზე ზეწოლას, ადამიანებს ცვლის წმიდა წერილი და პირადი ურთიერთობა უფალ იესო ქრისტესთან. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის სულიერი აღმავლობისთვის და იმის გაცნობიერებისთვის, რომ ხსნა რიტუალების დაცვაში კი არა, არამედ ღმერთთან ინდივიდუალურ ურთიერთობაშია.

 სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

იაპონიაში ტირილის გაკვეთილები ტარდება

8 years ago
თქვენი მოქალაქე არ ვიყავი, ანაკლიის პორტის მშენებლობის შუა პროცესში ანგარიშები რომ დამიხურეთ?-ხაზარაძე

თქვენი მოქალაქე არ ვიყავი, ანაკლიის პორტის მშენებლობის შუა პროცესში ანგარიშები რომ დამიხურეთ?-ხაზარაძე

3 years ago

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 years ago
თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაინტერესდა

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by