• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
კობახიძე, თალაკვაძე, სერგეენკო – ვინ სახელდება ტიკარაძის შემცვლელად და ვინ თქვა უარი ჯანდაცვის მინისტრობაზე
595
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში ბრიფინგი მოულოდნელად ჩაინიშნა. სპიკერი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იყო, რომელმაც საუბარი მადლობით და ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწევებზე საუბრით დაიწყო. ცხადი გახდა, რომ მინისტრი გადადგომის შესახებ აკეთებდა განცხადებას. 

ჯანდაცვის მინისტრს მისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია. ის თანამდებობაზე წლის ბოლომდე  დარჩება, შემდეგ კი როგორც თავად განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს საქმიანობას.

პანდემიის რთულ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლამ ვერსიები გააჩინა.

სამთავრობო გუნდი ამბობს, რომ იყო აზრთა გაცვლა და მსჯელობა, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება დაიწყო, ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის გამო.

მოდელი, რომლის მიხედვითაც „მწვანე პასპორტების“ მიღებაა საქართველოში შესაძლებელი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ტიკარაძე ეწინააღმდეგებოდა.

ასევე ყველას გვახსოვს, ბოლო საკოორდინაციო საბჭო, როდესაც მედიასთან კომენტარი არავინ გააკეთა და მორიგი გადაწყვეტილებები საზოგადოებას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

სკანდალური საკოორდინაციო საბჭოს მესამე დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით.

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შემდეგ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განიხილება მის შემცვლელად.

ტიკარაძის შემცვლელად ასევე სახელდება მისი მოადგილე თამარ გაბუნია. თუმცა მან გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და  განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. 

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შეთავაზება მიიღო დავით სერგეენკომ, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი არჩილ თალაკვაძეს ჩააბარონ.

თუმცა მან „ფორმულას“ აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ არ აპირებს დაიკავოს ეს თანამდებობა, რადგან საკმაოდ ასაკოვანია.

ჯანდაცვის მინისტრის სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელდებიან პროფესორი გიორგი ფხაკაძე და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეც, რომელიც ასევე არის სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მედიის სხვადასხვა გამოკითხვაში, თუ ვის ისურვებდნენ ჯანდაცვის მინისტრად, გიორგი ფხაკაძის სახელი აქტიურად სახელდება.

ისინი ამ ეტაპზე ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების აქციების მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტიც, მიხეილ სააკაშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა.

Share238Tweet149

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი

8 years ago
თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება

5 years ago
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

10 years ago
პატრიარქთან დეკანოზის ოჯახის სტუმრობას მეუფე იაკობი კრძალავს – თორნიკე მამალაძე

პატრიარქთან დეკანოზის ოჯახის სტუმრობას მეუფე იაკობი კრძალავს – თორნიკე მამალაძე

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by