• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას პარლამენტის ქუთაისში ყოფნა“ – იაგო კაჭკაჭიშვილ

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტის ადგილ-მდებარეობის განსაზღვრას შეეხებოდა, აღნიშნულმა კანონ-პროექტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, მისი ხელმეორედ განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე გადაიდო, პარალელურად თბილისის პარლამენტის შენობაში რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ”თბილისი თაიმსმა” მოვლენის შეფასება და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების გამოვლენა ექსპერტ იაგო კაჭკაჭიშვილს სთხოვა, ექსპერტი სააგენტოსთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებებსა და ხელისუფლების გადაბარების საკითხებსაც შეეხო.

 ბატონო იაგო, როგორ აფასებთ პარლამენტის ქუთაისში გადატანის ფაქტს, თქვენი აზრით ეს დასავლეთ საქართველოს განვითარების მიზნით მოხდა თუ ეს ცვლილება იმდროისთვის თბილისში არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით განხორციელდა? რა იმალება ამ გადაწყვეტილების უკან?

პარლამენტი ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს მთავრობის მუშაობაზე, ამიტომ თუ მთავრობა იქნებოდა თბილისში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ეს კოორდინაციას გაართულებდა, შესაბამისად მონიტორინგი შესუსტდებოდა, შესაძლოა ეს ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პარლამენტი გადაიტანეს ქუთაისში, ცალსახა პასუხი არ არსებობს იმაზე დადებითია თუ არა პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, მოვლენას აქვს როგორც პლიუსები ასევე მინუსები. როდესაც მისი ქუთაისში დატოვების ან თბილისში დაბრუნების საკითხს განვიხილავთ ფაქიზად უნდა ავწონოთ როგორც პლიუსები ასევე მინუსები, პარლამენტის ქუთაისში მდებარეობის ყველაზე დიდი მინუსი არის მთავრობაზე კოორდინაციის შესუსტება და ასევე ის რომ ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას პარლამენტის ქუთაისში ყოფნა, პარლამენტის უზარმაზარი აპარატის ცხოვრებისა და გზის ხარჯებს ბიუჯეტი ისტუმრებს, ეკონომიკურად ძალიან არარენტაბელურია ქუთაისში პარლამენტის შენახვა,  არ ვუარყოფ იმ ფაქტს რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა იმდროინდელი დაძაბული ვითარების განსამუხტად მომხდარიყო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად იყო საპროტესტო გამოსვლები თუ აქციები, ამიტომაც ვეთანხმები იმ აზრს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ვითარების გასანეიტრალებლად მოხდა.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს,რომ ახალი პარლამენტის შენობის აშენება ქუთაისში საკმაოდ ძვირი დაჯდა და მას სამწუხაროდ,სხვერპლიც მოყვა. საკანონმებლო ორგანოს უკან, თბილისში დაბრუნება კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს, როგორ ფიქრობთ ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა მიზანშეწონილია ამ ეტაპზე?

თუ პარლამენტი თბილისში გადმოვა საჭირო იქნება ერთჯერადი ხარჯების გაწევა, პარლამენტის თბილისის შენობაში რამდენადაც მე ვიცი აღდგენითი სამუშაოები უკვე  მიმდინარეობს და ამისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, უნდა დაითვალოს რა ჯობია პარლამენტის ქუთაისში შენახვა, რომელიც ეკონომიკურად დასუსტებულ ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება თუ პარლამენტის ძველი შენობის აღდგენისთვის გაწეული ერთჯერადი თანხები და ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება. საერთოდ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პარლამენტი დედაქალაქში მდებარეობს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

 როგორც წინა მთავრობა აცხადებდა პარლამენტის ქუთაისში გადატანას უნდა გაეუმჯობესებინა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური გარემო. თქვენი აზრით მოხერხდა დასახული მიზნის განხორციელება? პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში მოხდება ქუთაისის განვითარების შფერხება როგორც ამას საპარლამენტო უმცირესობა და ქუთაისის მოსახლეობა აცხადებს?

ქუთაისი წლების განმავლობაში ჩაკეტილი და უფუნქციო ქალაქი იყო და პარლამენტმა ის გარკვეულწილად გამოაცოცხლა, ქუთაისმა გარკვეული ფუნქცია, მნიშვნელობა შეიძინა თუმცა პარლამენტი თუ თბილისში გადმოვიდა შეიძლევა ის სხვა ორგანომ ჩაანაცვლოს ან ქუთაისმა სხვა ფუნქცია შეიძინოს, შესაძლებელია ქუთაისს დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქცია, შესაძლებელია ასევე ის გახდეს ხელოვნების ცენტრი, გასაგებია, რომ ქუთაისის მოსახლეობამ საკუთარი მცირე ბიზნესი აწყობა შეძლო, ფართების გაქირავება და კვების ობიექტების გახსნა შეძლო, ეს რა თქმა უნდა ქუთაისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, გარდა ამისა გარკვეული მორალური ღირებულებაც შეიძინა ქუთაისმა და გასაგებია, რომ რიგითი ქუთაისელისთვის საამაყოა, რომ ის არის საპარლამენტო ქალაქის მკვიდრი, პარლამენტის თბილისში გადმოტანის შემთხვევაში თუ ქუთაისი ყველამ დაივიწყა ეს  რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ამიტომაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი სხვა სტატუსმა ან ფუნქციამ უნდა ჩაანაცვლოს

 როგორ აფასებთ იმ აქტს რომ ქუთაისის საპარლამენტო შენობა ოფიციალურად პარლამენტს არ ეკუთვნის და იქ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, შენობა რეალურად დაუსრულებელია და უკვე მიდის მსჯელობა მისი თბილისში დაბრუნების შესახებ, ბატონო იაგო პოპულისტურ გათვლებთან ან პოლიტიკური ლიდერების ახირებებთან ხომ არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

ამ ნაბიჯს პოპულისტურს, რაღაც ქულების ჩაწერის მიზნით განხორციელებულს ნამდვილად ვერ დავარქმევ, თუმცა ცალკეულ ლიდერებს გარკვეული მისწრაფება ნამდვილად ჩანს ამ საკითხის მიმართ. უბრალოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა,  რომ პარლამენტის გადატანა უნდა მომხდარიყო სხვა ქალაქში, არც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მომხდარა და არც ექსპერტთა მოსაზრება მოუსმენია არავის ამ გადაწყვეტილების შესახებ.

 საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტის ადგილ-სამყოფელის განსაზღვრას ეხებოდა, კანონის მისაღებად საკმარისი ხმის რაოდენობა ვერ მოგროვდა და კანონ-პროექტის ხელმეორედ განხილვა საგაზაფხულო სესიაზე  იგეგმება, თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს, შეძლებენ  კანონ-პროექტის ინიციატორები საჭირო ხმის მიღებას? და თუ შეძლებენ მაშინ რა ბედი ელის ქუთაისის პარლამენტის შენობას?

მივესალმები იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება და  ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი პროცედურების დაცვით, საგაზაფხულო სესიაზე კანონ-პროექტის მისაღებად უკვე  ხმების 3/4-ია საჭირო, ასე რომ ვფიქრობ კანონ-პროექტის ინიციატორებს საწირო ხმების მოგროვება გაუწირდებათ. თუ ხმების მოგროვება შეძლეს უცნობია რა ბედი ელის პარლამენტის შენობას მაგრამ მე მივესალმებოდი, რომ მას რაიმე კულტურული დატვირთვა შეეძინა მომავალში.

 როგორ აფასებთ პრემიერის კანდიდატურას? თქვენი აზრით რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის გადაწყვეტილებების მიღებისას და უნდა ველოდოთ თუ არა სამთავრობო ცვლილებებს?

გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ღარიბაშვილის წინაშე დგას, ეს ძალიან რთული ამოცანაა, რისი შესრულებაც ღარიბაშვილს, ვფიქრობ, გაუჭირდება მაგრამ შეუძლებელი არ არის და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი,მას თუ რაიმე გაუკეთებია პოლიტიკურ ასპარეზზე, საჯარო სივრცეში მხოლოდ ივანიშვილის დახმარებით, ასე რომ რთული იქნება მისთვის იყოს დამოუკიდებელი მაგრამ შეუძლებელი არ არის. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს,ჩვენთვის უკვე ცნობილია რამდენიმე საკადრო ცვლილება, მოგეხსენებათ შეიცვალა კბილაშვილი, ის გადადგა მაგრამ ეს გადადგომა შეთანხმებული იყო როგორც ივანიშვილთან ასევე ღარიბაშვილთანაც,ამ წასვლას ხელოვნურად მიეცა გადადგომის ფორმა.  ჩემი მოსაზრებით მინისტრთა ძირითადი კორპუსი უცვლელი დარჩება.

 თქვენი აზრით რა ბედი ეწევა სააკაშვილს, დარჩება თუ არა ის პოლიტიკაში? როგორ ხედავთ სააკაშვილის როლს მომავალში ქართულ პოლიტიკაში?

როგორც თვითონ აცხადებს, ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარიმართება მოვლენები, მნიშვნელოვანია რა საქმეებს გამომაზეურებს პროკურატურა, შესაძლებელია სააკაშვილის დაკითხვაც გახდეს საჭირო, თუ აღმოჩნა , რომ სააკაშვილის საქმიანობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გადაცდომებს შეიცავდა, ის პოლიტიკაში ადგილს ვეღარ დაიმკვიდრებს და მას პოლიტიკაში დარჩენა გაუჭირდება, მნიშვნელოვანია ისიც  თუ რა მოუვა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგ, მოიმატებს თუ პირიქით ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წონა,ეს პირდაპირ დამოკიდებულია კოალიცია ”ქართული ოცნების” საქმიანობაზე, რაც უფრო წარმატებული იქნება დღევანდელი ხელისუფლება მით უფრო ნაკლები შანსი ექნება ნაციონალურ მოძრაობას გაამყაროს საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, სააკაშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში მიბმულია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგთან და პოლიტიკურ გავლენასთან. ბოლო არჩევნებმა აჩვენა რომ საზოგადოების ნაწილისთვის  ნაციონალური მოძრაობა არ არის ძლიერი ოპოზიციური ძალა და საზოგადოება მოითხოვს სრულიად ახალი ოპოზიციური ფლანგის შექმნას, არიან ადამიანები ვინც ”ქართული ოცნების” საქმიანობით არ არიან კმაყოფილები და არც ”ნაციონალურ მოძრაობას” ენდობიან ამიტომაც საჭიროა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა.

12.11.13

ნინა პირტახია

Tags: „ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას პარლამენტის ქუთაისში ყოფნა“ - იაგო კაჭკაჭიშვილ
ShareTweet

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

“ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედაჩემი მისი დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა” – რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა?

“ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედაჩემი მისი დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა” – რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა?

2 years ago
საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქსტატი – ბიზნესსექტორში 31 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო ხელფასი კი, 90 ლარით გაიზარდა

7 years ago
შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას – ეკატერინე ტიკარაძე

შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას – ეკატერინე ტიკარაძე

6 years ago
მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ყაზახეთში საწვავის ძველი  ფასი აღადგინეს

მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ყაზახეთში საწვავის ძველი ფასი აღადგინეს

5 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by