ჟენევაში მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერრი, რომელიც იქ მონაწილეობას იღებდა ირან-დასავლეთის მოლაპარაკებებში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადაფრინდა.
მას სამეფო სასახლეში ოფიციალური შეხვედრა მოუწყო აბუ დაბის მემკვიდრე უფლისწულმა მუჰამმედ ბინ ზაიდ ენ ნაჰიანმა და ძირითადი ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავების, სირიის კრიზისს და ჟენევის კონფერენციისათვის მზადებას, ირანის ბირთვული პროგრამას და სხვა აქტუალურ რეგიონალურ საკითხებს.
კერრიმ ახლო აღმოსავლური ტური გასულ ორშაბათს ეგვიპტეში მოგზაურობით დაიწყო და შემდეგ საუდის არაბეთს, ისრაელს და იორდანიას ეწვია, საიდანაც შემდეგ ჟენევაში ჩავიდა და იქიდან დაბრუნებულმა კვლავ გააგრძელა ახლო აღმოსავლური ტურნე.
გაერთიანებული არაბული საემირატოებიდან ჯერ მაროკოს, შემდეგ კი ალჟირს ეწვევა.
12.11.13