• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იდეა, რომელიც 10 წლის ასაკში გაჩნდა – კრეატიული და შემეცნებითი სათამაშოები

4 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
იდეა, რომელიც 10 წლის ასაკში გაჩნდა – კრეატიული და შემეცნებითი სათამაშოები
32
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ხე კადუ“ – ეს გახლავთ ისტორია, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ელენე კუჭუხიძე ახლა 13 წლისაა. თუმცა, როდესაც სათამაშოების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, 10 წლის იყო. მას გაუჩნდა იდეა, ეწარმოებინა ჯანსაღი, გასართობი, განსხვავებული და ბავშვებისთვის საინტერესო ნივთები. ჯერ იყო პირველი სათამაშო, დღეს კი ელენე მუდმივად ფიქრობს, რა შექმნას ისეთი, რაც მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს.
„თბილისი თაიმსს“ დეტალებზე ელენე თავად ესაუბრა.


როდის დაიწყო „ხე კადუს“ ისტორია?
სათამაშოების შექმნის იდეა 2019 წელს, 10 წლის ასაკში გამიჩნდა, როდესაც მეგობრებთან ერთად ვმსჯელობდით და ვიხსენებდით, თუ რომელმა სათამაშომ მოახდინა ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, შეგვაყვარა და დაგვამახსოვრა თავი.
გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი სათამაშო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა პატარას ცხოვრებაში, განავითარებდა სხვადასხვა დადებით უნარ-ჩვევას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თამაშის მერეც გააგრძელებდა სარგებლობის მოტანას, რაც ჩემთვის ძალიან მშიშვნელოვანი იყო, რადგან არ მიყვარს უსარგებლოდ დატოვებული, გადაყრილი ან მიტოვებული სათამაშოები.


რა იყო შენი პირველი სათამაშო?
პირველი სათამაშო იყო „ჩიტის სახლი“, რომელსაც საფუძვლად ედო იდეა – პატარას დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ შეძლებოდა ჩიტის სახლის კონსტრუქციის აგება, თავისი გემოვნებით გაფორმება, ამისთვის ყველაფერზე ვიზრუნე და სასაჩუქრე ნაკრებში მოვათავსე: არყის ხის 9 დეტალი, საღებავები, ფუნჯები, პალიტრა, ჩიტის საჭმელი. ჩემი მიზანია, რაც შეიძლებმა ბევრმა პატარამ „ხე კადუსთან“ ერთად შექმნას თავისი საკუთარი  – ჩიტის სახლი და იზრუნოს ჩიტებზე.


საინტერესოა, როგორ შეიქმნა ლოგო და რას უკავშირდება სახელწოდება – „ხე კადუ“?
სახელი – „ხე კადუ“ და ლოგო ისევ მეგობრებთან ერთად მოვიფიქრე. მინდოდა – სახელი ბავშვური და ბუნებასთან ასოცირებული ყოფილიყო. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა. აღსანიშნავია, რომ „ხე კადუს“ ლოგოს, აგრეთვე, ყველა სათამაშოს გრაფიკული დიზაინი შექმნილია თაკო ზუკაკიშვილის მიერ.
„ხე კადუს“ შექმნის დღიდან თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ მოხატულ ჩიტის სახლებს ვაგროვებ. უკვე 20 მხატვრის მიერ მოხატული ჩიტის სახლი მაქვს ჩემს კოლექციაში. ერთ დღეს ვაპირებ, გამოფენა მოვაწყო.


რით გამოირჩევა შენი სათამაშოები?
„ჩიტის სახლს“ მალევე მოჰყვა სათამაშოები: „ჩემი საყვარელი წიგნის თარო“ და „მოდელები“. სათამაშოებს ერთი იდეა აერთიანებთ – პატარები თავისით ქმნიან ნივთებს, რომლებიც თამაშის შემდეგაც „აგრძელებენ სიცოცხლეს“. 


რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სიახლეების შეთავაზება ბავშვებისთვის?
სულ ახლახან დავასრულე მუშაობა ახალ სათამაშოზე – „ახალი თბილისი“. სათამაშო, ძველი თბილისის კოლორიტული სახლების შთაგონებით შეიქმნა (შეიქმნა 12 სახლის ფასადი). სასაჩუქრე ნაკრებს მოყვება: 3 სახლის ფასადი, საღებავები, ფუნჯები, პალიტრა, რომლის საშუალებით შესაძლებელია, შენი გემოვნებით შექმნა „შენი თბილისი“, სახლები ერთმანეთს ემაგრება და ერთიანობაში ქუჩას ემსგავსება. „ახალი თბილისს“ შეიძლება, ჰქონდეს როგორც დეკორაციული დატვირთვა, აგრეთვე, კომფორტული რეკვიზიტია სხვადასხვა თამაშის დროს, მაგალითად, მანქანების გადაადგილება ახალი თბილისის ჭიშკრებში, თოჯინების სახლის ფუნქციით გამოყენება და სხვა.
ძალიან მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი შექმნილი სათამაშოები მოსწონთ, რომ ერთობიან და დაუვიწყარ შრთაბეჭდილებებს იღებენ პატარები.
მე არ ვწყვეტ ახალ სათამაშოებზე ფიქრს და მათ შექმნაზე მუშაობას.
 

Share13Tweet8

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა
ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი
ახალი ამბები

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

05/22/2026

საინტერესო

“თიბისი ბანკი” ბანკ “რესპუბლიკას” ყიდულობს

“თიბისი ბანკი” ბანკ “რესპუბლიკას” ყიდულობს

10 years ago
როგორ მოქმედებს პანდემია საოჯახო მეღვინეობაზე – მეღვინის შეფასება

როგორ მოქმედებს პანდემია საოჯახო მეღვინეობაზე – მეღვინის შეფასება

6 years ago
სუფთად ევროპისკენ – დასუფთავების მასშტაბური აქცია

სუფთად ევროპისკენ – დასუფთავების მასშტაბური აქცია

9 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ორი თანამშრომელი დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by