• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნათია თურნავა – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ენერგომოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, საზოგადოება
A A
გიორგი შენგელია: ანაკლია-განმუხურის სანაპიროს რეაბილიტაციას 5 მილიონი ხმარდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათი თურნავამ განაცხადა გარდაბანში, თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აღნიშნული სადგური ორჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები.

„დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი, მასშტაბური ობიექტი, ეს არის „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230 მგვტ-იანი თბოსადგური. ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური, რომელიც არის თითქმის ორჯერ უფრო ეფექტიანი, ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. ეს თბოსადგური არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენი მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტი ენერგომომარაგებით. ენერგეტიკული რეფორმა, ენერგეტიკის სფერო არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმისა და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, 2019 წელს აღნიშნული რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.

„ჩვენ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავრი მიმართულება არის, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. სწორედ ასეთი, ახალი გენერაციის ობიექტი გახლავთ ეს თბოსადგური, რომელიც ჩვენ დღეს გავხსენით და შეგვყავს ექსპლუატაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განახლებადი ენერგიის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან რამდენიმე მასშტაბური პროექტი იწყება ან შედის ექსპლუატაციაში.

„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ახალი თბოსადგურების მშენებლობის მნიშვნელობა, რადგან ეს არის საბაზისო ენერგიის წყარო, ეს არის სადგური, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოხმარების 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, ეს არის ჩვენი ე.წ. რეზერვი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია, თვეში თბილისის საშუალო მოხმარების 70 პროცენტის დაფარვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მან პროექტის განხორციელებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ჩვენს სახელმწიფო კომპანიას, ვისი დაფინანსებითაც და მენეჯმენტითაც განხორციელდა ეს პროექტი. ძალიან დიდი მადლობა თვითონ ახალი თბოსადგურის გუნდს, ყველა რიგით მუშას, ინჟინერს, მენეჯმენტს, ვინც ამაში იყო ჩართული და მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ჩინელ კონტრაქტორებს, „ჩაინა თიაჩენ ინჯერინგ კორპორეიშენს“, ვინც ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩაგვაბარა ეს ობიექტი“, – განაცხადა ცერემონიაზე ეკონომიკის მინისტრმა.

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი ეფექტიანობითა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by