თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს სურს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნას და ქვეყანა მშვიდობის მისაღწევად ბევრს მუშაობს.
“ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებდით ყირიმის ანექსიას 2014 წელს. მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა ყირიმის ანექსიაზე, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით”,-თქვა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას კომუნიკაცია აქვს როგორც რუს, ისე უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.
გასულ კვირას, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ.