• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“რუსეთის განცხადების შემდეგ, ბაქოც არ ირჩევს ინიციატივას, გააგრძელოს აქტიური წინსვლა მთიანი ყარაბაღის სიღრმეში” – ცოტნიაშვილი

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“რუსეთის განცხადების შემდეგ, ბაქოც არ ირჩევს ინიციატივას, გააგრძელოს აქტიური წინსვლა მთიანი ყარაბაღის სიღრმეში” – ცოტნიაშვილი
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გავლენა მოახდინა კავკასიის რეგიონზეც. ვფიქრობ, აზერბაიჯანის ნაბიჯი,  ასე თავისუფლად შესულიყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, განპირობებულია იმით, რომ გარკვეული სამხედრო კონტინგენტი მთიანი ყარაბაღიდანაც გადაისროლა რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად – რადგან საკმარისი არ აღმოაჩნდა  უკრანაში შეჭრისთვის მობილიზებული რესურსი. უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი ნაბიჯი შესაძლოა, შეთანხმებული იყოს თურქეთთანაც და რუსეთის გარკვეულ წრეებთან. ეს არის ვარაუდი და ვფიქრობ, მას აქვს არსებობის უფლება”, – ამის შესახებ პროფესორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.

ცოტნიაშვილმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი შეაფასა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყარაბაღში აზერბაიჯანმა ერთი სოფელი დაიკავა.

“ბუნებრივია, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთის ჯარს უკრაინასთან ომში. ჩვენ ვნახეთ, რომ, პრაქტიკულად, ის რესურსი, რომელიც მობილიზებული იყო ევროპის უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე ომის წარმოებისთვის, საკმარისი არ აღმოჩნდა და რუსეთი გახდა იძულებული, ჯარების მობილიზება მოეხდინა ისეთი პრობლემური რეგიონებიდან, როგორიც არის აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მთიანი ყარაბაღი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ამ ეტაპზე, რუსეთს არ შეუძლია, საკუთარი სიტყვა თქვას ამ რეგიონებშიც კი. ჩვენ ვხედავთ, რომ, ამ პროცესებიც შემდგომ, რუსეთმა ოფიციალურად მოსთხოვა აზერბაიჯანს, შეაჩეროს სამხედრო ნაწილების წინ წაწევა სამშვიდობო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაზე. თუმცა, აზერბაიჯანის მხრიდან, ამ ეტაპზე, მყისიერი რეაგირება არ ჩანს. 

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ასეთი შესვლა, მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ისტორიული მისიის ნაწილი გახლავთ. თითოეული გოჯი მიწა მათ ძალიან ძვირი უღირთ. ამ ეტაპზე, გაკონტროლებულია ერთი სოფელი და მათ მიზნად აქვთ სხვა სიმაღლეების დაუფლებაც. თუმცა, რუსეთის განცხადების შემდეგ წინსვლა არ შეინიშნება. პროცესები შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი გართულებების მომხრე მოსკოვი არ არის. შესაბამისად, ბაქოც არ ირჩევს დიდ ინიციატივას, რომ გააგრძელოს აქტიური წინსვლა მთიანი ყარაბაღის სიღრმეებში”, – განმარტა ზაზა ცოტნიაშვილმა.

Share4Tweet3

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს

8 years ago

შსს-მ ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

11 years ago
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

8 months ago
„ამ კომისიას იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ არ მისკდებოდეს გული ჩემი ოჯახის სადმე დასასვენებლად გაშვებისას, რაღაც არ მიუვარდეთ და იქით არ დამაბრალოს ხელისუფლებამ რატომ გაუშვიო“ – ალეკო ელისაშვილი

„ამ კომისიას იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ არ მისკდებოდეს გული ჩემი ოჯახის სადმე დასასვენებლად გაშვებისას, რაღაც არ მიუვარდეთ და იქით არ დამაბრალოს ხელისუფლებამ რატომ გაუშვიო“ – ალეკო ელისაშვილი

3 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by