• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემს კაფეს არ დავაწერ „რუსკი კარაბლ იდი…“ პუტინის მაგინებელ რუსს კი, სახლშიც ვაჭმევ საჭმელს“ – ასმათ ტყაბლაძე  

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ჩემს კაფეს არ დავაწერ „რუსკი კარაბლ იდი…“ პუტინის მაგინებელ რუსს კი, სახლშიც ვაჭმევ საჭმელს“ – ასმათ ტყაბლაძე  
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ასმათ ტყაბლაძე თავის კაფე-ბარში რუს და ბელორუს მოქალაქეებს მასპინძლობს და როგორც ამბობს, მათ ყოველთვის ესაუბრება, იგებს მათ განწყობას და “თავის სათქმელსაც” ეუბნება.

მსახიობი დასძენს, რომ არ მოსწონს როდესაც თბილისში რესტორნებს აბრას აკრავენ წარწერით – “რუსკი კარაბლ იდი ნა…უი”. ასევე არ იზიარებს თანამოქალაქეების პოზიციას, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ რუს მოქალაქეებს ბინას არ აქირავებენ, რესტორანში არ უშვებენ და ზურგს აქცევენ.

ასმათ ტყაბლაძე: – როგორც ჩანს, ბევრი ცუდად ხვდება, არ მასპინძლობენ რუსებს და ჩემს ბარში შემოსულებს რომ ვეკითხები, საიდან ხართ სტუმრებო-მეთქი, საცოდავი სახეებით მიყურებენ. ვერ ბედავენ სწორი პასუხის გაცემას.

შემოდიან ოჯახები, შვილებით. უფრო ხშირად ახალგაზრდები და მამაკაცები. ეტყობა, ეშინიათ, ომში არ გაიწვიონ.

მე უტვინო და უგულო ქალი არ ვარ. რუსს თავისი ეროვნული მინუსი აქვს, მაგრამ ერთ ქვაბში მთელი ერის კი არა, ერთი ოჯახის მოხარშვაც არ შეიძლება.

შემოვიდა კაცი შვილთან ერთად. საიდან ხარ-მეთქი, ვკითხე. რა ექნა, ძლივს, საცოდავად ამოღერღა, მოსკოვიდანო. მე სიამოვნებით ვესროდი ტყვიას პუტინს და მოვკლავდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ და ამის გაფიქრებას, ადრე ვერ წარმოვიდგენდი-მეთქი, ვუთხარი. ჩემს ნათქვამზე გაიხსნა და მიპასუხა:

პუტინმა საშინელ დღეში ჩაგვაგდო, რუსი ხალხი, მომხრეც და მოწინააღმდეგეც. რომელ ქვეყანაში უნდა წავიდეთ, რომ კარგად მიგვიღონ. არსად სასურველი “სტუმრები” არ ვიქნებით. მოსკოვი ცარიელდება და შიმშილი იწყებაო. თან გვეშინია, ჩვენს გამო, რახან ქვეყანა დავტოვეთ, ჩვენს ოჯახებს რამე ცუდი არ მოსწიონო.

არავინ არ იცის, სად იმალება პუტინიო, ამ კაცმა მითხრა. ჰიტლერზე უარესია. ერთი კაციც არ ჩანს მისი გარემოცვიდან, გამოვიდეს და გააგოროსო. მათი ეშინია და არც მათთან ჩნდებაო. სულ უფრო და უფრო დიდ პარანოიაშია გადასულიო. 

მე ჩვენს ქვეყანაზე ისეთი შეყვარებული რუსი მეგობრები მყავს, რომ რა გითხრათ. დღეს მათაც დატოვეს რუსეთი. ერთი ინდოეთში გაიქცა, ექიმია. ზოგი სად წავიდა, ზოგი – სად. ბარათებზე ფული დაებლოკა ყველას. სამსახურებს ეძებენ. ნორმალურად მოაზროვნე რუსები ტოვებენ ქვეყანას. რჩებიან პენსიონერები, რომლებიც აზრზე არ არიან, რა ხდება მათ ქვეყანაში, ან – პუტინის მომხრეები. 

არ უმასპინძლოო, რომ ამბობენ, ბავშვიანი ქალი რომ შემოვა ბარში, არ ვაჭამო? რა ჯიშიც არ უნდა იყოს. 

ექიმმა ყველას უნდა უმკურნალოს, რუს დაჭრილსაც და უკრაინელსაც. ღმერთი თვითონ განსჯის მტყუან-მართალს. შენ ხომ ფაშისტს ებრძვი და მშიერს რომ არ აჭამო და დაჭრილი არ გამოაკეთო, შენც ფაშისტი არ გამოდიხარ? ცხოველებს პატრონობს ადამიანი და ადამიანს ადამიანურად არ უნდა მოექცე? 

მე სწორად არ მიმაჩნია ბარ-რესტორნებს რომ აწერია – “რუსკი კარაბლ იდი ნა…ი.”  მე ამ ფრაზას არც არასდროს დავაწერ და არც არავის ვეტყვი. 

თუ რომელიმე რუსი გამიბედავს და მეტყვის, რომ პუტინი მართალია და სწორად იქცევა, მაშინ ჩემს ბარში ნუღარ შემოხვალ-მეთქი, ვეტყვი. მაგრამ როცა განიცდის იმას, რაც ხდება და მისი ქვეყნის პრეზიდენტს ამტყუნებს, იმას როგორ ვუთხრა, არ შემოხვიდე, საჭმელს არ გაჭმევ-მეთქი? პუტინის მაგინებელ რუსს სახლშიც ვაჭმევ საჭმელს და ჩემს ბარშიც. მშიერს არ გავუშვებ.

მე ასეთი ბებიის გაზრდილი ვარ. მას არც ერთი კლასის განათლება არ ჰქონდა. სოფელში სკოლა არ იყო და წერა-კითხვა თავისით ისწავლა. მაგრამ იყო ბრძენი ქალი. სულ გვარიგებდა, სახლში შემოსულ სტუმარს, რაც გაქვს, შესთავაზე. არაფრით მშიერი არ გაუშვაო. თუ რამე საჭმელს დამალავ, გაგიფუჭდებაო. ერთხელ დამალული ხიზილალა გამიფუჭდა და ბებიაჩემი გამახსენდა. თუ არაფერი გაქვს, წყალი მაინც დაალევინე სტუმარსო, გვეტყოდა. 

გერმანელ ფაშისტებს, მეორე მსოფლიო ომის დროს,  300 ათასი ქართველი შეეწირა და როცა ბიძაჩემი ქერში იბრძოდა, ბებია მშიერ გერმანელ ტყვეებს აჭმევდა. აი, ასეთი ქალის გაზრდილი ვარ, რომელიც ბუნებით იყო ადამიანი. 

Share4Tweet3

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

შპს “იბერია სითის” დირექტორი დაკავეს

შპს “იბერია სითის” დირექტორი დაკავეს

12 years ago
“ჩემს თითქმის ყველა ნამუშევარში მინდა, ყველას დავანახო ჩვენი ქვეყნის სითბო და სილამაზე” – ნონა გვიმრაძე

“ჩემს თითქმის ყველა ნამუშევარში მინდა, ყველას დავანახო ჩვენი ქვეყნის სითბო და სილამაზე” – ნონა გვიმრაძე

4 years ago
საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება

11 years ago
რა ხდება ამ წუთებში თსუ-ში? – ოპერატიული ინფორმაცია დაპირისპირების ადგილიდან

დაძაბული მარტი უნივერსიტეტში – არის თუ არა სიტუაციის გამწვავების საფრთხე?

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by