• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თუნუქის ქილები საქართველოსთვის – საწარმო, რომელიც ფერმერებს პრობლემებს გადაუჭრის

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
თუნუქის ქილები საქართველოსთვის – საწარმო, რომელიც ფერმერებს პრობლემებს გადაუჭრის
113
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იდეა, რომელსაც საინტერესო ისტორია და სასარგებლო მიზნები აქვს – საქართველოში თუნუქის ქილების წარმოება გახლავთ საკითხი, რომელიც ფერმერებს არაერთ პრობლემას გადაუჭრის და მათი ყოველდღიურობა გაცილებით კომფორტული იქნება, როგორც “თბილისი თაიმსს” ზაზა ჭუმბურიძე უამბობს, ამ იდეის ხორცშესხმისთვის საჭირო იქნება როგორც სახელმწიფოს ხელშეწყობა, ისე – დონორი ორგანიზაციების ჩართვა. დეტალებზე ის თავად საუბრობს.


რა წარმოადგენს თქვენს მიზანს?
ჩემს მიზანს წარმოადგენს, საქართველოში შეიქმნას საწარმო, რომელიც აწარმოებს თუნუქის ქილებს, სხვადასხვა ფორმის, ზომის და მოცულობის. შემდგომ კი ამას მოყვეს მრავალი სახის საკონსერვო საწარმოების განვითარება, რომლებიც არასდროს ყოფილა საქართველოში, მაგრამ დიდი ხანია, არსებობს სხვა ქვეყნებში.
ფერმერების მუდმივი პრობლემა – „როგორმე მოვასწროთ და მალფუჭებადი პროდუქტი გავყიდოთ“ – გადაიჭრება მათი კონსერვაციით და შენახვის ვადა 2 კვირიდან 2-3 წელიწადამდე გაიზრდება. მათ, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ დახმარება როგორც სახელმწიფო, ისე – დონორი ორგანიზაციების მხრიდან (USAID, GIZ, Danish council )
 
საინტერესოა, საიდან გაჩნდა იდეა?
ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. თუ გახსოვთ, იყო პერიოდები, როდესაც კახეთში გლეხებს მუდმივად ექნებოდათ პრობლემები ატმის რეალიზაციის კუთხით, ვადაგასულ და გაფუჭებულ ხილს მდინარეებშიც კი ყრიდნენ. ბევრი ქართველი იყო შეწუხებული ამ პრობლემით, მეც – მათ შორის. რატომღაც, ამავე პერიოდში „შემომეჩეხა“ ერთი ძველი ბერძნული ფილმი, სადაც სიმღერა სრულდება ატმის ბაღებში და სადაც ამავე ბაღებში ღია ცეცხლზე მიმდინარეობდა ატმის კონსერვაციის პროცესი, თუნუქის ქილებში.
მაშინ ვიფიქრე, რატომ არ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ საქართველოში, გურჯაანში,  სადაც საკმაო რაოდენობის ატმის ბაღები გვაქვს?!  რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუნუქის ქილის იმპორტი, თუნდაც, ჩინეთიდან. მაგრამ წარმოიდგინეთ, ათიათასობით კილომეტრის დაშორებით მოგაქვთ ცარიელი ქილები, ანუ, პრაქტიკულად ჰაერს ეზიდებით. ეს არ არის გამართლებული ეკონომიურად. ზოგადად, შესაფუთი მასალა ყოველთვის პრობლემა იყო საქართველოში, მაგრამ ეს დარგი ნელ-ნელა ვითარდება. მაგალითს მოგიყვანთ: სანამ არ დაიწყო ღვინის ბოთლების წარმოება, ქვეყანაში მეღვინეობა ძალიან სუსტად იყო განვითარებული, დღეს კი ასობით მსხვილი და მიკრო მარანი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ისხმება საუკეთესო ღვინოები და გადის მსოფლიო ბაზრებზე. იმავე ბიძგს მისცემს „თუნუქის ქილა“ საკონსერვო წარმოებას.
 
ამჯერად, რა ეტაპზე ხართ?
ამჯერად, ვცდილობთ ამ იდეის პოპულარიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით, ვმუშაობთ ბიზნესგეგმაზე: კაპიტალური და საოპერაციო ხარჯების დადგენა-დაზუსტება, დანადგარების მომწოდებლების გამოვლენა (ორიენტაცია აღებულია იტალიურ დანადგარებზე). ასევე, ჩინეთიდან მასალის მომწოდებლის გამოვლენა (მოთუთოებული ფოლადის ხვეულები) შენობის პარამეტრების, პროექტირება-მშენებლობის ხარჯების დადგენა, ნიწის ნაკვეთის მოძიება (ვფიქრობთ, საწარმო უნდა განთავსდეს თბილისი-საგარეჯოს გზის მიმდებარედ). ასევე, ვმუშაობთ იურიდიულ საკითხებზე სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისათვის.
 
კონკრეტულად, როდის იგეგმება იდეის ხორცშესხმა?
საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 1 წელიწადში სავსებით შესაძლებელია წარმოების დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ინვესტირებაში ჩაერთოს ძალიან ბევრი ადამიანი და პროექტი გახდეს ნამდვილად „საერთო სახალხო“, ღია და გამჭვირვალე ფინანსურ-იურიდიული კუთხით. ყველა ეტაპი იქნება საჯარო და გამჭვირვალე.
 
სხვა პროდუქციის წარმოებასაც თუ გეგმავთ?
ჩვენი გეგმით, გვინდა, მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტი ვაწარმოოთ ყველა იმ შეფუთვის, რასაც „თუნუქის ქილა“ ესაჭიროება. პირველ ყოვლისა,  კვების პროდუქტების წარმოებისათვის, აქ საუბარია არა მარტო ხილის (ატამი, გარგარა), არამედ – ტომატის პასტის, ლობიოს, სიმინდის, ხორცის პროდუქტების (ე.წ. ტუშონკა), თევზის კონსერვების, არამედ, ასევე, ცალკეული ქიმიური მრეწველობის პროდუქციის შეფუთვაზეც (საღებავები, გამხსნელები და ა.შ), რაც ჩაანაცვლებს იმპორტს და გახდება საექსპორტო პროდუქცია.

Share45Tweet28

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

ილონ მასკი ცივილიზაციის ხსნას მარსის კოლონიზაციაში ხედავს

ილონ მასკი ცივილიზაციის ხსნას მარსის კოლონიზაციაში ხედავს

5 years ago
კულტურის სამინისტრომ სტიქიის გამო დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადადო

კულტურის სამინისტრომ სტიქიის გამო დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადადო

11 years ago
“სამი შვილი დარჩა…” – რა ხდება ცნობილი კაცზე, რომელიც ავტომობილით მტკვარში გადავარდა

“სამი შვილი დარჩა…” – რა ხდება ცნობილი კაცზე, რომელიც ავტომობილით მტკვარში გადავარდა

3 years ago
დათო ტურაშვილის წერილი ზვიად გამსახურდიას

დათო ტურაშვილის წერილი ზვიად გამსახურდიას

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by