„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ 173 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ქალაქის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ათი ავტობუსი უკვე უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადების თანახმად, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანის დროს ადგილზე მყოფი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.