სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონი გახდა.
წივწივაძემ კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისციპლინაში ყველას აჯობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ალექსანდრემ ანალოგიურ დისციპლინაში ოქროს მედალი გასულ წელსაც მოიგო და ამდენად, ტიტულის შენარჩუნება შეძლო.