ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება.
„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აღმაფრთოვანებელი ახალგაზრდა ფეხბურთელია. „ლაციოს“ წინააღმდეგ მის თამაშს ვუყურე და ის შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა“, – აღნიშნა გარი ლინეკერმა.