მომღერალი გიორგი ბუშელაშვილი აქვეყნებს მამუკა ონაშვილის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ თეთრი ფერის ძაღლი, 40 დღის შემდეგაც ისევ იქ არის.
მომღერლის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. მისი მეგობრები და ახლობლები მის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებენ და კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მწუხარებას ცნობილი ქართველი მომღერლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.