• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„კეკრი“ – კომპანია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ლანჩ-ბოქსებს ადგილზე მიწოდებით

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„კეკრი“ – კომპანია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ლანჩ-ბოქსებს ადგილზე მიწოდებით
37
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იმის გამო, რომ სამყარო ყოველდღიურობის გამარტივებისა და გახალისებისკენ მიისწრაფვის, თანაც ისე, რომ ხარისხი შენარჩუნდეს, პროდუქციის მომწოდებლები ფიქრობენ იმაზე, თუ რა და როგორ შესთავაზონ მომხმარებლებს. „კეკრი“ ონლაინ რესტორანია, რომელიც ადგილზე გაყიდვებს არ აწარმოებს. ის საზოგადოებას სთავაზობს ლანჩ-ბოქსებს სასურველ მისამართზე მიტანით. კომპანია დაარსდა 2022 წლის მაისში. უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ „კეკრის“ დამფუძნებელი, ხათუნა გოლეთიანი ესაუბრა.
 


რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებელს ვთავაზობთ ლანჩ-ბოქსებს ადგილზე მიწოდებით – ეს გახლავთ დიდი ბოქსები, რომლებიც გათვალილია 4-6 პერსონაზე და ინდივიდუალური ბოქსები, რომლებიც გათვლილია ერთ ადამიანზე. თითოეულ დიდ ბოქსში შედის 6 დასახელების პროდუქტი/ხემსი და 3 დასახელების სოუსი, ხოლო ინდივიდუალურ ბოქსებში – ერთი დასახელების პროდუქტი/ხემსი და ერთი დასახელების სოუსი.
ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ ასაწყობ ლანჩ-ბოქსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მენიუდან თავად ირჩევენ, რომელი 6 სახეობის ხემსი და 3 სახეობის სოუსი მოათავსონ მათთვის სასურველ ბოქსში. ბოქსები შედგება მშრალი საკვებისგან და მოსახეხრებელია მისართმევად ყოველგვარი თეფშის და ჩანგლის გარეშე. ისინი გაფორმებულია ისე ლამაზად, რომ პირდაპირ შეიძლება, მოთავსდეს სუფრაზე და არ საჭიროებს დამატებით სერვირებას.
ამჟამად, მენიუში გვაქვს 18 დასახელების პროდუქტი და 8 დასახელების სოუსი, თუმცა, უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ რამდენიმე სახეობის დამატებას, რათა უფრო მრავალფეროვანი მენიუ შევთავაზოთ მომხმარებელს. დიდი ბოქსები მოსახერხებელია ნებისმიერი ტიპის შეკრებებისთვის, ეს იქნება ტრენინგი, დაბადების დღე თუ სხვა ნებისმიერი სახის წვეულება. მინი/ინდივიდუალური ბოქსები კი განკუთვნილია ოფისში ან სახლში ლანჩისთვის.  წვეულებებისათვის შესაძლებელია წინასწარ შეკვეთა.
მომხმარებელი პროდუქტს უკვეთავს „დელივერი“ აპლიკაციების მეშვეობით, შესაბამისად, მიწოდებასაც უზრუნველყოფს პარტნიორი დელივერი კომპანია. ასევე, შეკვეთებს ვიღებთ „ფეისბუქ“ ან „ინსტაგრამ“ მესენჯერით და ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილზე მიტანას ან თავად მომხმარებელს მიაქვს ობიექტიდან. კომპანიის მიზანია, იყოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტის მწარმოებელი და სნექ/ლანჩ ბოქსების მიმწოდებელი კომპანია საქართველოს მასშტაბით.  
 

რატომ გადაწყვიტეთ, საქმიანობა ამ მიმართულებით წამოგეწყოთ?
პანდემიამ, ისევე, როგორც რესტორნებს, მომხმარებლებს ნათლად დაანახა  საკვების მიწოდების სერვისის უპირატესობა, რამაც გაზარდა მოთხოვნა საკვების მიწოდების სერვისზე. საკვების მიწოდების სერვისს რამდენიმე უპირატესობა აქვს – სწრაფი და მოსახერხებელია, რითაც იზოგება მომხმარებლის დრო, ენერგია და ფული.
ზოგადად, ბოქსების მიწოდების სერვისი ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. მსგავს სერვისზე მოთხოვნა მზარდია საქართველოშიც. საქართველოში (კერძოდ, თბილისში) უკვე რამდენიმე კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს დესერტების (ტკბილეულის) ბოქსებს, რომლებიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. სწორედ ამან გვაფიქრებინა, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი ტიპის საკვები პროდუქტების ბოქსების შექმნა.  
საკვები პროდუქტების მიწოდებაზე მოთხოვნის ზრდა და დესერტების ბოქსების პოპულარობა გახდა „კეკრის” შექმნის ინსპირაცია.
 
რამდენად ხშირად გაქვთ სიახლეები?
„კეკრი“ ჯერ სულ რაღაც 5 თვის შექმნილია და უკვე შევთავაზეთ მომხმარებლებს რამდენიმე სიახლე. ჯერ გვქონდა მხოლოდ დიდი ლანჩ-ბოქსები, შემდეგ დავამატეთ მინი/ინდივიდუალური ბოქსები და შემდეგ – ასაწყობი ბოქსები. ასე რომ, საკმაოდ ხშირად შეგვაქვს სიახლეები როგორც მენიუში, ასევე, მიწოდების ფორმებში. შესაბამისად, მომხმარებლებს სიახლეებს ვთავაზობთ დაახლოებით 2 თვეში ერთხელ.
 
ამ ეტაპზე, რა უახლოესი გეგმები გაქვთ?
ძალიან მალე, კომპანიებს და მათ თანამშრომლებს შევთავაზებთ კორპორატიულ ბოქსებს, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ. თანამშრომელი გადაიხდის ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს და ყოველდღე სამუშაო ადგილას მიიღებს სხვადასხვა ლანჩ-ბოქსს, წინასწარ შეთანხმებული ყოველკვირეული მენიუს შესაბამისად.
ასევე, ვგეგმავთ ტკბილეულის ბოქსების დამატებასაც.
დიდი მოთხოვნაა მსგავსი ტიპის სერვისზე ქუთაისიდან და ბათუმიდან, ამიტომ, მომავალში ვეცდებით, ამ რეგიონებშიც შევქმნათ ფილიალები და არ დავწყვიტოთ გული ქუთაისელებს და ბათუმლებს.
 

Share15Tweet9

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ახალი ამბები

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026
საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
ახალი ამბები

საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

11/12/2026
“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება
ახალი ამბები

“მკაცრად დაისჯება!” – დანა უაითი უსმანისა და მერაბის ინციდეტს ეხმაურება

11/12/2026

საინტერესო

“ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის სიკვდილი… ბოტები შემომესივნენ, თუმ­ცა ნიკომ მათი ამოც­ნო­ბის მე­ქა­ნიზ­მიც აგ­ვიხ­სნა” – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

“ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის სიკვდილი… ბოტები შემომესივნენ, თუმ­ცა ნიკომ მათი ამოც­ნო­ბის მე­ქა­ნიზ­მიც აგ­ვიხ­სნა” – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

3 years ago
ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება”

ვახტანგ ბუცხრიკიძე: “ბანკი „კონსტანტას“ შესვლის პროცესი „თიბისის“ ბრენდის ქვეშ 2015 წლის ინავარში დაიწყება და თებერვლისთვის დასრულდება”

12 years ago

ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

9 years ago
“მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა გახლავთ პირველ რიგში საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია”

“მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა გახლავთ პირველ რიგში საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია”

12 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by