• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, მარტი 31, 2023
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

„კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სულაც არ არის სიმბოლური ფიგურა“ – ავთანდილ დემეტრაშვილი

2013/11/21
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
Reading Time: 1 min
1 0
1
SHARES
15
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა პრეზიდენტის უფლებამოსილებამ. თუ რა ცვლილებები განხორციელდა კონკრეტულად,  საკითხზე ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა კონსტიტუციონალისტ  ავთანდილ დემეტრაშვილს.

ბატონო ავთანდილ, მარგველაშვილის ინაგურაციის შემდეგ ამოქმედა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება. რა შეზღუდვებია ძირითად და რამდენად გამართლებულია აღნიშნული ცვლილებები?

 მიმაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები კანონზომიერია. ისტორიას რომ გადავხედოთ, 90-ანი წლებიდან მოყოლებული პრეზიდენის გადადგომის საკითხი წყდებოდა არაკონსტიტუციური გზით. იმისათვის, რომ ახლა ეს რისკები აგვეცილებინა, 2009 წელს ხელისუფლების ინიციატივით რეფორმის საკითხის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა.

რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, რეფორმა მმართველი კლასის ინტერესებზე იყო მორგებული, რადგან  მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით პრეზიდენტად არჩეული ვერ იქნებოდა. ხშირად ამბობდნენ, რომ ძირითადი უფლებამოსილებების გადასვლა მოხდებოდა პრემიერ-მინისტრზე, თუმცა ეს არ არის სწორი. უფლებამოსილებები უნდა გადადიოდეს არა პრემიერ-მინისტრზე, არამედ მთავრობაზე.

უნდა ავღნიშნო, რომ მართალია პრეზიდენტის უფლებამოვალეობები გარკვეულად შეიზღუდა, მაგრამ უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ მათი ახლებურად გააზრება მოხდა.

პრეზიდენტს კვლავ 53 უფლებამოსილება გააჩნია,  თუმცა მათი დანიშნულება განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე იყო. წინა რედაქციის დროს პრეზიდენტი თუ ერთპიროვნული მმართველი იყო და მხოლოდ სასამართლოზე არ ჰქონდა გავლენა, ახლა ეს ვითარებაც შეიცვალა. გიორგი მარგველაშვცილმა სწორად გააკეთა აქცენტი იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს და რისი შესაძლებლობები გააჩნია ახალ პრეზიდენტს. მან პირველ რიგში აღნიშნა ის, რომ  პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია. გარდა ამისა, ასევე გაამახვილა ყურადღება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე. პრეზიდენტს ამ საკითხშიც გააჩნია უფლება-მოვალეობები: იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (მაგრამ წინა რედაქციისაგან განსხვავებით, მას ევალება შეათანხმოს მთავრობასთან აღნიშნული ქმედებები). ეს ვითარება გამორიცხავს  ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად სახელმწიფო ინტერესების შელახვაც არ იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი დანიშნულების მიხედვით, იგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში არბიტრი იყო.  ახალი რედაქციით, ეს სხვადასხვა უფლებამოსილებებში აისახა, მაგალითად, კონკრეტული კანონპროექტის მამართ მას შეუძლია ვეტოს უფლება გამოიყენოს. დღევანდელ პოლიტიკურ კონფიგურაციაში, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტში თავისი უმრავლესობა ჰყავს, არ არის გამორიცხული, რომ  ვეტო ქმედითი იყოს.  ერთ-ერთი განხორციელებული ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმიანობაზე კონტროლის უფლება ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პრეზიდენტს უნარჩუნდება მხოლოდ ,,ფორმალური’’ ძალაუფლება, ხოლო რეალური გადადის მთავრობაზე და პარლამენტზე?

როგორც უკვე ავღნიშნე, პრეზიდენტი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი თითქოს დისტანციური ხდება. მაგრამ თუკი მას მიაჩნია, რომ კანონპროექტის განხილვა  არასწორად მიდის, მას შეუძლია თავის მომხრეებს უთხრას, რომ  ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ისინი მხარს დაუჭერენ. მას ასევე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, თუ მიიჩნევს, რომ კანონი რომელიც მიიღეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგომაში მოდის. მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტი ნაკლებად გავლენიანია, მაგრამ აქაც არ არის სიმბოლური ფიგურა.  მას შეუძლია დაესწროს მთავრობის სხდომას და ასევე უშიშროების საბჭოს წევრები მიიწვიოს. თუ მთავრობის დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, მას შეუძლია საერთო სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო თუ კონსტიტუციას – საკონსტიტუციოში.

მიმაჩნია, რომ მარგველაშვილს ექნება ამბიცია რეალურად იყოს პირველი პირი. ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო მომავალში, აქ განსხვავებული ვითარება შეინიშნებოდა: რეალურად პირველი პირი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

კონსტიტუციაში ცვლილებების მიხედვით, გუბერნატორი წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას. როგორც ვიცით, რამდენიმე გუბერნატორმა პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. როგორ მიგაჩნიათ, უკავშირდება თუ არა მათი ქმედება კონსტიტუციის ცვლილებებს? რა არის ამის მიზეზი?

რასაკვირველია, ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ გუბერნატორებს ისედაც მოუწევდათ თანამდებობის დატოვება. მათ იცოდნენ, რომ ახალი ხელისუფლება ყველა  გუბერნატორს შეცვლიდა.  ძველი რედაქციის მიხედვით, გუბერნატორებს პრეზიდენტი ნიშნავდა მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო განხორციელებული ცვლილებების მერე გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს.

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეალური მოქმედებები განსხვავდება   კონტიტუციის ტექსტისგან. თქვენი აზრით, რამდენად განხორციელდება პრაქტიკაში კონსტიტუციით განმტკიცებული ცვლილებები?

რასაკვირველია კონსტიტუცია არ არის ერთადერთი საფუძველი, რომლითაც  სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობები განისაზღვრება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორია ძალთა განლაგება პარლამენტში. მაგალითად, სხვა პარტიის წარმომადგენელი რომ გამხდარიყო პრეზიდენტი სხვა სიტუაცია გვექნებოდა, მაგრამ მარგველაშვილის შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში დომინანტური ფიგურა  კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება.  ორივე პირველი პირია, ერთი – აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხოლო მეორე სახელმწიფო მეთაურია.

ივანიშვილი არც მალავს, რომ მეგობრული დამოკიდებულება აქვს მარგველაშვილის მიმართ და თუ მას რჩევა დასჭირდება, ივანიშვილი მზადაა რჩევა მისცეს. მე მიმაჩნია, რომ მარგველაშვილს ნაკლებად, მაგრამ ღარიბაშვილს კი დასჭირდება რჩევები, ვინაიდან მას  სახელმწიფოებრივ საქმიანობაში დიდი გამოცდილება არ აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ სამივე განშტოების ლიდერთა შორის თანასწორობა, ბალანსი დამყარდეს. არ გამოვრიცხავ, რომ გაძლიერდეს პარლამენტის კონტროლი მთავრობისადმი, გაძლიერდეს არა რეპრესიის, არამედ თანამშრომლობის მხრივ, ვინაიდან ერთი პოლიტიკური სპექტრია.

ხელისუფლების დანაწილება სამ კომპონენტს მოიცავს, განშტოებები განცალკავებული უნდა იყოს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ გაწონასწორება, შეკავების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა განშტოებას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ წინა პლანზე პრემიერ-მინისტრი და  პრეზიდენტი ,,წამოიწევს’’. მე ვერ ვიტყოდი, რომ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიმე მათგანს ჰქონდეს აშკარა უპირატესობა, ფორმალურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად ვილნიუსში დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი იქნება, ეს არც არის გასაკვრვი, იგი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს. ავღნიშნავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ  იყო შემთვევები, როდესაც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებეს, რაც შესაძლოა ნაჩქარევი იყო.

თქვენი აზრით, რა მოვლენებმა გამოიწვიეს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა?

უნდა ავღნიშნოთ, მმართველი პოლიტიკური კლასი არ გამორიცხავდა, რომ შემდეგი პირი  შეიძლება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი აღარ ყოფილიყო და ამან გამოიწვია ცვლილებების განხორციელება. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ხელისუფლებასთან შეხვედრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ხომ არ განმეორდებოდა  ,,პუტინი-მედვედევის’’ კომბინაცია. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას პრემიერ-მინისტრობა არ უნდოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, არამედ იგი სხვა თანამდებობას დაიკავებს, რომელიც ნაკლებად გავლენიანი იქნება განშტოებებზე.

კონსტიტუციის გადასინჯვის მეორე მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ვენეციის კონვენციის კრიტიკა არსებული ვითარების მიმართ. ისინი აშკარად გამოხატავდნენ, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაჭერად, მეტი დემოკრატია გვმართებს, ეს კი პირდაპირ კონსტიტუციას უკავშირდება. ჩემი აზრით, ძირითადი ნაკლი, რაც ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ ჰქონდა განსაკუთრებით პირველ წლებში, ეს იყო ხალხთან კომუნიკაციის არარსებობა, რამაც ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ განაწყო მოსახლეობა.

საშინაო და საგარეო მოთხოვნებმა გამოიწვიეს რეფორმის საჭიროება. მთავარი იყო იმის განსაზღვეა: რა მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო ცვლილებები. ძირითადი პრობლება იყო პრეზიედენტის პრობლემა, მას ისეთი უფლებამოსილებები გააჩნდა, რომელიც ვეღარ უზრუნველყობდა სახელმწიფოს საქმინაობას. ამიტომ გადაწყდა უფლებამოსილებების გადავანაწილა განშტოებებს შორის.

21.11.13

მარინა ფიდუაშვილი

fb-share-icon
Tweet
Tags: „კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სულაც არ არის სიმბოლური ფიგურა“ - ავთანდილ დემეტრაშვილი
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ბირთვული ომის რიტორიკა მატულობს, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა – ღარიბაშვილი
ახალი ამბები

ბირთვული ომის რიტორიკა მატულობს, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა – ღარიბაშვილი

2023/03/24
“რა საზარელი დღეა” – ანდრია სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა
ახალი ამბები

“რა საზარელი დღეა” – ანდრია სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა

2023/03/24
მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი კაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შახტაში ჩააგდეს
ახალი ამბები

მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი კაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შახტაში ჩააგდეს

2023/03/22
თანამედროვე ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი
ახალი ამბები

თანამედროვე ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი

2023/03/20
უმძიმესი ავარია კახეთში – ქალი ადგილზე დაიღუპა, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ახალი ამბები

უმძიმესი ავარია კახეთში – ქალი ადგილზე დაიღუპა, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

2023/03/20
„ძვირფასო „ფეისბუქ“ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების გამო თქვენი უფროსები პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ“ – ნინო ლომჯარია
ახალი ამბები

„ძვირფასო „ფეისბუქ“ მეგობრებო, ჩემი პოსტების მოწონების გამო თქვენი უფროსები პრობლემებს თუ შეგიქმნიან, მომწერეთ“ – ნინო ლომჯარია

2023/03/20

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« თებ    

სიახლეები

  • ბირთვული ომის რიტორიკა მატულობს, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა – ღარიბაშვილი 2023/03/24
  • “რა საზარელი დღეა” – ანდრია სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა 2023/03/24
  • მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი კაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შახტაში ჩააგდეს 2023/03/22

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In