• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 12, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დრაკარი“ – სახელოსნო, რომელიც მოგონებებს მარადიულს ხდის

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„დრაკარი“ – სახელოსნო, რომელიც მოგონებებს მარადიულს ხდის
35
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დროის გასვლასთან, წარსულის უკან მოტოვებასთან ერთად, ჩვენში ძლიერდება ემოციები, დროის უკან დაბრუნების ნატვრა და სურვილი, რომ ვიგრძნოთ იგივე, რასაც მაშინ, წლების წინ ვგრძნობდით. „დრაკარი“ – ეს იმ სახელოსნოს სახელწოდებაა, რომელიც ზრუნავს, რომ ჩვენი მოგონებები უკვდავი იყოს. ლიკა წიქარიშვილი მეუღლესთან ერთად დიორამებს ქმნის. მას აქვს ისტორია, როგორ დაოწყო ყველაფერი – საკუთარ ამბავს ლიკა „თბილისი თაიმსს“ უზიარებს.

რამდენი ხანია, რაც არსებობს სახელოსნო „დრაკარი“?

ჩვენი მინიატურების სახელოსნო „დრაკარი“ უკვე სრული სამი წელია, რაც დაარსდა. მანამდე, ჩვენს საქმიანობას ჰობის სახე ჰქონდა. ზოგადად, დიორამა ხელოვნების მიმართულებაა და ის,როგორც ჰობი, ისეა გავრცელებული. ჩვენც დავიწყეთ, როგორც ჰობი, თუმცა, ჩვენ დიორამებს უფრო სხვა გამოყენება ვუპოვეთ და ადამიანების კონკრეტული მოგონებების და საყვარელი ადგილების გაცოცხლება დავიწყეთ დიორამაში, ეს ადრესატების მხრიდან ისეთ ემოციებს იწვევდა,  საბოლოოდ დავფიქრდით, რომ ამის საშუალება სხვა ადამიანებისთვისაც მიგვეცა, ბაზრის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა ქვეყანაში მსგავსი პროდუქტი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვეთვისებინა ეს ნიშა, გვეკეთებინა საყვარელი საქმე და ამავდროულად გვექცია ის შემოსავლის წყაროდაც. რაც ყველაზე მთავარია, მიგვეცა ადამიანებისთვის საშუალება,გაეცოცხლებინათ საკუთარი და მათი საყვარელი ადამიანების ძვირფასი მოგონებები.

კონკრეტულად, რას საქმიანობთ?

ჩვენ, ყველას გვაქვს ბმა რომელიმე საყვარელ ადგილთან, რომელთანაც უამრავი ძვირფასი მოგონება შეიძლება, გვაკავშირებდეს. ყველას გვაქვს სახლი სოფელში, რომელშიც ჩვენი ბავშვობის ყველა ზაფხული გავატარეთ და ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. შესაძლოა, სახლი,რომელშიც გავიზარდეთ, გავყიდეთ და ახლა ყოველ ღამე სიზამრში ვხედავთ, შესაძლოა, ძვირფასი იყოს ადგილი, სადაც სტუდენტობისას მეგობრებთან ერთად ჯოკერს ვთამაშობდით, შესაძლოა ყოველ საღამოს ერთი და იგივე კაფის ერთი და იგივე მაგიდასთან ვსხდებით და დიდი ფინჯნით გეახლებით ყავას. ყველა ამ ადგილს ერთმანეთთან აერთიანებს ჩვენი დამოკიდებულება ამ ადგილებისადმი, ჩვენი სიყვარული თუ მონატრება.

და რით ვიხსენებთ ამ ადგილებს? ფოტოებით, ვიდეოებით, შესაძლოა ჩანაწერებით, ჩანახატებით, მაგრამ არცერთი არ გვაძლევს იქ ყოფნის ემოციას, „დრაკარი“ სწორედ იმ ადგილას ყოფნის, თქვენი მოგონებების გაცოცხლების, წარსულში ცოტა ხნით დაბრუნების განცდას ქმნის ამ ადგილების მინიატურული ასლების საშუალებით.

ჩვენი საქმიანობა არ არის რაიმეს კეთების შაბლონური პროცესი, ეს არის შემოქმედება, რომელიც მთლიანად ჩვენსა და ჩვენს მომხმარებელს შორის ურთიერთობაზე დგას. ჩვენ მომხმარებელთან, ფაქტობრივად, ერთ გუნდს ვქმნით, სადაც ყველა დეტალს განვიხილავთ, ემოციებს ვიზიარებთ, ისტორიებს ვისმენთ და მხოლოდ ამ განსაკუთრებული ურთიერთობების შედეგია ის ემოციური ნამუშევრები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან შთამაგონებელი, ძვირფასია და გვიხარია, რომ ის ასეთივე ძვირფასია ჩვენი ადრესატებისთვისაც და მათგან საოცარი შეფასებები გვაქვს ხოლმე ყველა ჯერზე, რაც მეტ  სტიმულს გვაძლევს, რომ განვვითარდეთ, დავიხვეწოთ და სრულყოფისკენ წავიყვანოთ ჩვენი ნამუშევრები.

რისგან ამზადებთ მათ?

დიორამების მასალა ძალიან მრავალფეროვანია, თითოეული დეტალი აბსოლუტურად განსხვავებული მასალისგან შეიძლება,დამზადდეს. ძირითადი მასალაა ხე, პოლივინილქლორიდი, პენოპლასტი, დიორამის სპეციალური მასალები, საღებავები და ა.შ. ჩვენთან სამწუხაროდ არ იშოვება ყველანაირი მასალა და დიორამის სპეციალურ მასალებსა თუ ინსტრუმენტებს ვიწერთ მათი მწარმოებელი კომპანიების საიტებიდან. დიორამის სპეციალურიმასალების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მნიშვნელოვნად აადვილებს პროცესს,ასევე, იძლევა გაცილებით უფრო მაღალი რეალიზმის მიღწევის საშუალებას, რაც ჩვეულებრივი მასალებით ხშირად შესაძლებელი არ არის.

საინტერესოა იდეის შესახებ – როგორია სახელოსნოს შექმნის ისტორია?

პირველი დიორამა დავამზადეთ მეგობრისთვის საჩუქრად. გვინდოდა, ეს საჩუქარი განსაკუთრებული და ძალიან კრეატიული ყოფილიყო და მოგვივიდა აზრად, რომ მისთვის ძალიან საყვარელი სოფლის სახლის მინიატურა გვეჩუქებინა. ეს იყო დიდი გამოწვევა ჩვენთვის, რადგან მანამდე მსგავსი რამ არ გვქონდა ნაცადი. ვუყურეთ რაღაც ვიდეოებს, ვნახეთ – რითი შეიძლებოდა და როგორ ამ ყველაფრის განხორციელება და ვცადეთ. მთელი ეს პროცესი ისეთი შთამაგონებელი, სასიამოვნო, ადრენალინით სავსე და ემოციური აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. შემდეგ კი თავად ადრესატის ემოციები აღმოჩნდა ძალიან გასაოცარი და ზუსტად ის ემოცია, რაც ნამუშევარში ჩავდეთ, ბუმერანგივით დაგვიბრუნდა უკან. შემდეგ კიდევ რამდენიმე მეგობრისთვის გავაკეთეთ იგივე და მივხვდით, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც გვინდა, გამოგვდის და რომლითაც ადამიანები შეგვიძლია, გავაბედნიეროთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სხვებისთვისაც მიგვეცა საშუალება, თავიანთი საყვარელი ადამიანებისთვის მსგავსად ემოციური საჩუქრი გაეკეთებინათ. სწორედ ამ დროს გავხსენით გვერდი ფეისბუქზე და დავიწყეთ დიორამების შეკვეთით დამზადება. შეკვეთების მრავალფეროვნების გამო და იმის გამო, რომ სულ გვიწევს რაღაც ახალი მოვიფიქროთ და ახალი გადაწყვეტები მოვძებნოთ, სწრაფად დავიხვეწეთ. ვცდილობთ ჩვენი ყოველი მომდევნო ნამუშევარი წინას ჯობდეს და ეს მაქსიმალურად დახვეწისა და სრულყოფის გზა მუდმივად გავაგრძელოთ. 

საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ მეც და მეუღლეც სრულად ამ საქმეზე გადმოვერთეთ, წამოვედით სამსახურიდან და გავხსენით სახელოსნო. შესაბამისად, უფრო მეტი შეკვეთის აღებისა და შესრულების საშუალება მოგვეცა. ასევე, შევასრულეთ კორპორატიული შეკვეთებიც და ამ მიმართულებით უფრო მეტ აქტიურობას ვგეგმავთ.

რა არის ის ძირითადი სირთულეები, რომლებსაც მუშაობის პროცესში აწყდებით?

ვინაიდან ბიზნესის სახე ამ იდეას  ჩვენ მივეცით საქართველოში და ზოგადად, მინიატურების მიმართულება არ არის ყველასთვის ცნობილი და  გასაგები, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა, რომ აგვეხსნა მომხმარებლისთვის, რა იდეას ვემსახურებოდით და რა სახის პროდუქტს ვთავაზობდით. ხშირად ჩვენს დადებულ ფოტოებს ჩვეულებრივი ოთახის ან სახლის ფოტოებად აღიქვამდნენ და არა – როგორც მინიატურად. სამუშაო პროცესის სირთულეა ის, რომ დიორამის სპეციალურ მასალებს აქ ვერსად იყიდი და აუცილებლად გამოწერა გვიწევს.

ვინაიდან ყოველი შეკვეთა ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველას თავისი გამოწვევები შეიძლება, ჰქონდეს, თუმცა, მუშაობის პროცესში ძირითადი გამოწვევა მუდმივი დროის დეფიციტია. ეს საქმე ძალიან შრომატევადია, მოითხოვს სკურპულოზურ მიდგომას, შესაბამისად, ამის ხარისხიანად კეთებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო.

საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ ვინაიდან თითოეულ ნამუშევარზე სამი ადამიანი საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავთ, შესაბამისად,დიორამის ფასი საკმაოდ მაღალი გამოდის მასზე დახარჯული დროის და შრომის პროპორციულად.სამწუხაროდ, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდება ხოლმე მომხმარებლისთვის, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ დიორამის ხარისხი, ამ იდეის უნიკალურობა, აბსოლუტურად მომხმარებელზე მორგებული კონცეფცია და თავად დიორამის მხატვრული ღირებულება და ექსკლუზიურობა ნამდვილად ამართლებს თავის ფასს.

fb-share-icon
Tweet
Share14Tweet9

ახალი ამბები

თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა – თურქეთის თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები

თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა – თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

11/11/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025
„სინკარი დაეცა…“ – თერჯოლაში მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა
ახალი ამბები

„სინკარი დაეცა…“ – თერჯოლაში მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა

11/09/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025
„მშვიდად განისვენე…“ – მეგობრები ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„მშვიდად განისვენე…“ – მეგობრები ავარიის დროს დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

11/08/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025

კალენდარი

November 2025
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« Oct    

სიახლეები

  • თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა – თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 11/11/2025
  • „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს 11/10/2025
  • „სინკარი დაეცა…“ – თერჯოლაში მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა 11/09/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In