• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ძალიან ბევრს ვუყურებ ხატვის შემდგომ ჩემს ნამუშევარს, კრიტიკული ვარ“ – ესმა ტყებუჩავა
 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ძალიან ბევრს ვუყურებ ხატვის შემდგომ ჩემს ნამუშევარს, კრიტიკული ვარ“ – ესმა ტყებუჩავა 
25
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესოსა და ფერადს თავადვე ვხდით. საკუთარი გემოვნებიდან, ხასიათიდან და მისწრაფებებიდან გამომდინარე, ვგეგმავთ საათებს და ვცდილობთ, ყოველი წუთი იყოს ნაყოფიერი. რაც უფრო მრავალმხრივია ჩვენი ინტერესი, მით უფრო სასიამოვნოა მთელი ჩვენი დღე.


ესმა ტყებუჩავა ხელოვნების არაერთი მიმართულებითაა დაინტერესებული. მისი მუსიკალური ისტორია 6 წლის ასაკიდან იწყება, ჩვენი ყურადღება კი მისმა სამხატვრო უნარებმა დაიმსახურა. ესმა „თბილისი თაიმსს“ საკუთარი ბიოგრაფიიდან მცირე ნაწილს უამბობს.


მუსიკალურ გარემოში გავიზარდე, 6 წლიდან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, 16 წლამდე, მახსოვს დაუსრულებელი კონცერტები, გათენებული ღამეები ფორტეპიანოსთან, ორკესტრის ხმა. შემდეგ იყო სამხატვრო აკადემია, მეტის გაგების სურვილი, ასე შევიძინე  ხელოვნებათმცოდნეობა/რესტავრაცია/მხატვრობა. ამ პროფესიებმა შემავსო და მამოგზაურა საოცარ სამყაროში, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა.


 
ძალიან საინტერესო ნამუშევრები გაქვთ – მათ რისგან ქმნით?


ნამუშევრების ხატვაში თავისუფალი ვარ, ვხატავ ტილოზე, ცარცის ქაღალდზე, ტილოს ქაღალდზე  ზეთის საღებავებით. საძერწი მასალა კი ფუნჯების გარდა ნებისმიერი რამ, რაც კი საინტერესო ფორმის მიღებაში დამეხმარება.
 
მხატვრობაში რა მიმართულებებით ხართ დაინტერესებული?


სამწუხაროდ, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მხატვრობა ჩემი დროის დიდ მონაკვეთს ვერ მოიცავს, მყავს ორი შვილი, სამსახური, მეუღლე, ამიტომაც, ვხატავ პერიოდულად. მაგრამ მაქვს პერიოდები, როდესაც, დროის უქონლობის მიუხედავად, იმდენად დიდია ხატვის სურვილი, რომ ვხატავ შეუჩერებლად. რამდენიმე დღე ვფიქრობ წინასწარ ნამუშევარზე, ფერზე, ფორმაზე, შემდგომ კი ერთი ამოსუნთვით, სწრაფი მონასმებით ვასრულებ ხატვას. დაბრუნება არ მიყვარს, ვიყურები ყოველთვის წინ და ველოდები რაღაც ახალს.
 
რა არის ის დეტალი, რაც თქვენს ყველა ნახატს ახასიათებს?


ჩემი ნამუშევრების დამახასიათებელი დეტალი ფერთა გამაა,¾ მობრუნებული წაგრძელებული ფიგურები, ფერი აუცილებლად პასტელურია, თბილი. ფერი რიგ შემთხვევებში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ფორმა. და .. სიყვარული, ყველა ნამუშევარში დიდი სიყვარულია, ძალიან ბევრს ვუყურებ ხატვის შემდგომ ჩემს ნამუშევარს,. კრიტიკული ვარ, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ნახატზე ზემოდან  გადამიხატავს და სულ სხვა რამ შემიქმნია.  
 
მათ შეკვეთითაც ამზადებთ თუ მხოლოდ საკუთარი გემოვნებით?


ვხატავ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ვიმყოფები – იმ განყობით, რა განწყობაზეც ვარ ან მინდა, რომ ვიყო.
 
გარდა ამისა, ხელოვნების სხვა მიმართულებებით თუ ხართ დაინტერესებული?


ჩემი დღის დიდი ნაწილი ამ ეტაპზე წიგნის რესტავრაციას უჭირავს, ეს ჩემთვის იგივე ხელოვნებაა. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ სამსახურში, ვჯდები და ვიწყებ მაგალითად 1709 წლის ,,სახარები“-ს რესტავრაციას, წიგნის – რომელიც საქართველოში 1709 წელს, ვახტანგ მეექვსის მიერ მოწყობილ პირველ სტამბაში  დაიბეჭდა.  რესტავრაციას/კონსერვაციას ვუტარებ ჩემს გუნდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასეს ნიმუშებს, რომლებიც ქართული ბეჭდური ხელოვნების უმაღლეს საფეხურზე დგას.  
საბოლოოდ კი მგონია, რომ ადამიანს ბევრი რამის კეთება შეუძლია, რადგან  ინტერდისციპლინარული პერსონაა. მთავარია, მოვინდომოთ და მოვუსმინოთ საკუთარ თავს. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ვარესტავრირებ თუ სამეცნიერო ნაშრომს ვწერ, ვუკრავ თუ ვხატავ, მეუღლესთან/ბავშვებთან ერთად ვატარებ დროს, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა.
 
 

Share10Tweet6

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

გამოკითხულთა 62%-ი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათზე გავლენას არ მოახდენს

13 years ago
თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

7 years ago
“არსებობენ სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები… ძირითადად მათ ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა“ – რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე?

“არსებობენ სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები… ძირითადად მათ ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა“ – რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე?

2 years ago
საქართველოში დამზადებული ეთერზეთებით ევროპაში კოსმეტიკასა და ფარმაცევტულ ნაწარმს დაამზადებენ

საქართველოში დამზადებული ეთერზეთებით ევროპაში კოსმეტიკასა და ფარმაცევტულ ნაწარმს დაამზადებენ

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by