• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლადო პაპავა: „2014 წელს მოხდება ადმინისტრაციული და სახელფასო რეფორმა უნივერსიტეტში“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
ლადო პაპავა: „2014 წელს მოხდება ადმინისტრაციული და სახელფასო რეფორმა უნივერსიტეტში“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

როგორც პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ 100 დღის განმავლობაში ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა გარკვეული ინიციატივები და ტენდენციები უკვე გამოიკვეთა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვფიქრობ, არის ის, რომ პირველად საქართველოში სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი გაიზიარებს მსოფლიო წამყვანი უნივერისტეტების გამოცდილებას და 2014 წლიდან ამოქმედდება პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დაპირება. კონკურსის მეშვეობით შერჩეულ 12 დოქტორს პოსტდოქტორანტურაში დასაქმების, სამეცნიერო კვლევაში ჩართვის საშუალება მიეცემა”, – განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის მიზნით ყოველი წლის აპრილში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი სამეცნიერო ფორუმი გაიმართება, რომლებიც პროფესორებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან ერთად სამივე საფეხურების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოტქორანტურა) სტუდენტებსაც მისცემს საკუთარი შესაძლებობის გამოვლენის საშუალებას. როგორც პაპავამ აღნიშნა, საუკეთესო მოსმენების ავტორებს შესაბამისი სერტიფიკატი და პრემია გადაეცემათ. პაპავას თქმით, 2014 წლის აპრილში პირველად გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიაც, რომელიც ქართველოლოგიაში შეტანილი სამეცნიერო წვილილისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა.

ამასთან, როგორც პაპავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა ისიც, რომ საუკეთესო პედაგოგებისთვის პრემია დაწესდა, რომელსაც ბაკალავრიატის სტუდენტები დაასახელებენ, ხოლო რექტორის სტიპენდიით დაჯილდოვდება ყოველ სემესტრში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი.

“გასული 100 დღის განმავლობაში ახალი შემადგენლობით მუშაობა განაახლა რექტორტის მრჩეველთა საბჭომ. სარედაქციო საგამომცემლო საბჭო განახლებული შემადგენლობით იზრუნებს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებასა და სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფაზე, დაიწყო თანამედროვე სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესი, სასწავლო ლიტერატურის თარგმნისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 300 000 ლარზე მეტი გამოიყოფა. 100-დღიან პერიოდში კი უკვე შეძენილია 521 დასახლების 1 305 სახელმძღვანელო, მუშავდება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ციფრულ მატარებლებზე გადატანის პროექტიც”, – განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ლაბორატორიების განახლებაზე და ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მულტიმედია ცენტრი, რომელიც ჟურნალისტიკის და სხვა მიმართულების სტუდენტებს შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. აღიჭურვა ფიზიკის ახალი ლაბორატორია, თსუ-ს მონაწილეობით იქნება ქართული შრიფტების ლაბორატორიებიც.

როგორც თსუ-ს რექტორი აღნიშნავს, გასული 100 დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ცვლილებები შეეხო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების და კონკურსის გასაჩივრების წესებს, ანუ კონკურსანტებს შეეძლებათ ისარგებლონ აპელაციის მარტივი მექანიზმით.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ადმინისტრაციული და სახელფასო რეფორმა უნივერსიტეტში, რომლის გატარებაც 2014 წელს იგეგმება. მომავალ წელს ასევე ფუქნციონირებას დაიწყებს კარიერული ცენტრი, რომლის მთავარი ფუნქცია ბიზნესის თსუ-სთან დაახლოება, კერძოდ, სტუდენტების ბიზნესში ჩართულობის გაზრდა იქნება. ასევე მე აქტიურად ვაგრძელებ თანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებთან. ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მივმართე, მათ შორის დოქტორანტურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსების შესახებ, გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებების სრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თსუ-სთან ინტეგრირებული კვლევითი ინსტიტუტების შენობების შენარჩუნების აუცილობლობასთან დაკავშირებით. ასევე ვითარდება უნივერისტეტის თანამშრომლობა არასამთავრობო ბიზნესსექტორთან”, – განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივაცაა ის, რომ შესაძლოა უნივერსიტეტდამთავრებულ პირს მიენიჭოს მასწავლებლის კვალიფიკაცია.
“ადრე ეს იყო, თუმცა დღეს აღარ არის. ვითხოვთ იმას, რომ მოგვეცეს საშუალება, უნივერსიტეტს თუ აქვს სურვილი კრედიტებში გაითვალისწინოს პედაგოგიური საგნები, ანუ თუ სტუდენტი დაამთავრებს უმაღლეს და იქნება ფიზიკოსი, ამავდროულად, შეეძლოს ფიზიკის მასწავლებლობა”, – განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, უნივერისტეტის ისტორიის წარმოსაჩენად დაიგეგმა რამდენიმე პროექტიც, კერძოდ, უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში მიმდინარეობს სახელობითი აუდიტორიების და ძეგლების აღდგენა. ასევე უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტის პანთეონში ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი თანამოაზრის იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენება მოხდება.
2014 წლის შემოდგომაზე თსუ იოსებ ყიფშიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღნიშნავს.

27.11.13

Tags: ლადო პაპავა: „2014 წელს მოხდება ადმინისტრაციული და სახელფასო რეფორმა უნივერსიტეტში“
Share2Tweet1

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

სკოლებში რელიგიების სწავლების შესახებ დღეს მსჯელობა გაიმართება

სკოლებში რელიგიების სწავლების შესახებ დღეს მსჯელობა გაიმართება

8 years ago

სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

10 years ago
გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტებს ხვდება

12 years ago
ევროინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს ნდობის აღდგენის უმნიშვნეოვანეს ინსტრუმენტს- დავით ზალკალიანი

ევროინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს ნდობის აღდგენის უმნიშვნეოვანეს ინსტრუმენტს- დავით ზალკალიანი

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by