საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.
როგორც “თბილისი თაიმსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.
08.01.15