თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცნობილია, რომ ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში განქცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.