• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მინიატურა” – გამომცემლობა, რომელიც ცნობილი წიგნების უმცირეს ვერსიებს ქმნის 

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“მინიატურა” – გამომცემლობა, რომელიც ცნობილი წიგნების უმცირეს ვერსიებს ქმნის 
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბავშვობაში ყველას გვიოცნებია და დაგვისახავს გეგმები, რომლებიც  საბოლოოდ, ან შეგვისრულებია ან, უბრალოდ, სულ ცოტახანში დაგვვიწყებია კიდეც. ზოგიერთი მიზანი კი დროთა განმავლობაში სულ უფრო საინტერესო გამხდარა, ის კი – რაც მიუღწეველი გვეგონა, განხორციელებულა. ქეთევან ლაზარაშვილი გამომცემლობა “მინიატურას” დამფუძნებელი და დირექტორია. მიზანი, რომელიც მან სისრულეში მოიყვანა, სწორედაც რომ მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამ ფაქტს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც შესაძლოა, ბევრისთვის ინსპირაციის წყაროც კი აღმოჩნდეს. ქეთევანი “თბილისი თაიმსს” უყვება, რამ განაპირობა მისი ინტერესი მინიატურული წიგნების შექმნასთან დაკავშირებით, რა იყო პირველი ნამუშევარი და რა შედეგს მიაღწია მან.



 
თავდაპირველად, გვიამბეთ – როგორ გაჩნდა მინიატურული წიგნების შექმნის იდეა?


მინიატურული წიგნების შექმნის იდეა გაჩნდა წიგნების სიყვარულის  და ღრმა ბავშვობაში წიგნის თაროზე აღმოჩენილი მინიატურული წიგნით გამოწვეული ემოციის შედეგად, რომლის ზომა ამ გადასახედიდან არც ისე პატარა იყო – 10/ 8 სმ -ზე, მაგრამ ჩემთვის იმ დროისთვის ყველაზე პატარა წიგნი, რაც კი მინახავს. ეს შთაბეჭდილება იმდენად ღრმა იყო, რომ მოსვენება არ მომცა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე, რაც ვერც წარჩინებულმა სტუდენტობამ და ვერც სამეცნიერო საქმიანობამ ვერ გადაწონა. ეს იყო ის ოცნება, რომელიც შეუძლებელი იყო – ახდენილიყო,  გამუდმებით მეფიქრებოდა და მაწუხებდა, რაც საბოლოოდ ამიხდა , მაგრამ  ძნელი ასასრულებელი აღმოჩნდა, რადგან სახელმძღვანელო არ არსებობდა. საბოლოოდ, დავკეცე ქაღალდი და შევკერე, გამოვიდა, მაგრამ, როგორ დაგვესვა ტექსტი, დაგვეცვა გვერდების არე და არ ყოფილიყო არავითარი განსხვავება დიდ და პატარა წიგნს შორის, ზომის გარდა, ეს ძნელი აღმოჩნდა. ამასაც რამდენიმე თვე მოვანდომეთ და, საბოლოოდ, ჩემმა მეუღლემ შეძლო კომპიუტერში სრულფასოვანი მინიატურული წიგნის შექმნა, თავადვე მოიფიქრა წყობის და კერვის საკუთარი მეთოდი. გვეგონა – გავედით ფინალში, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე ურთულესი ეტაპი გველოდა, წიგნის სწორად დაჭრის, რაც ხელით ურთულესია, მაგარ ყდაში ჩასმის და შეკერვის, რომლის გადალახვასაც მოყვა შეფუთვაზე ფიქრი. ყოველი დაძლეული ეტაპი აჩენდა მომდევნო, უფრო რთულად შესასრულებელ ეტაპს, მაგრამ თავის დანებება არც გვიფიქრია, რადგან რამდენიმე ურთულესი წელი, რომელიც ამ საქმეს შევალიეთ, გვენანებოდა დასაკარგად.


 
როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ამ ნაბიჯს?


საოცარი გამოხმაურება მოყვა ჩვენს პირველ გამოცემას, ეს იყო „თბილისის დაბადება“, 4/4 სმ-ზე, რომელიც 2006 წელს გამოვეცით. ყველაზე დიდი, შეუფასებელი და წარმოუდგენლად დიდი წარმატება კი იყო  ხელშეუხებელ ფონდში ჩვენი წიგნების დაცვა, რომელიც განთავსებულია საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს არის, დიდ პატივსა და აღიარებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა.  დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ და ვქმნით ქართული, ხელნაკეთი მინიატურული წიგნის ისტორიას.


 
დღემდე, რა რაოდენობის წიგნი გაქვთ გამოცემული და რა უახლოესი გეგმა გაქვთ?


დღემდე გამოცემული გვაქვს 50-მდე დასახელების წიგნი. მათ შორის ყველაზე პოპულარულია, რაც მოსალოდნელიც იყო, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. გვაქვს რამდენიმე ზომის გამოცემა, 5/7, 4/5, 3.7/3.5 და ყველაზე პატარა 2.6/2.2, რომელიც მალე გამოვა. ასევე, დიდი მოწონებით სარგებლობს თვლებით შემკული მინიატურული გამოცემები „ვეფხისტყაოსანი“, „სახარება“ და „ბიბლია“, რომელიც გაჩნდა ერთი წლის წინ, შესანიშნავ დიზაინერთან, ნატალია კლდიაშვილთან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად. 


 
ხელოვანი, ნატალია კლდიაშვილი მინიატურული “ვეფხისტყაოსნის” დიზაინზე გვესაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ეს ნამუშევარი შედგება ვერცხლისგან, მოოქროვილი-მოვერცხლილი დეტალებისა და ბუნებრივი ქვებისგან, რომელთა უმეტესობა ნაწარმოებშია ნახსენები.


“პირველი კოლექცია იყო ხმის ვიზუალუზაცია, რაც დავიწყე ნიუ იორკში. ეს იყო საოცარი სამუშაო, რის მერეც მომინდა სიტყვის ვიზუალუზაციის შექმნა და “ვეფხისტყაოსანზე” საოცარს ვერაფერს გავაკეთებდი. დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევა ჩემთვის. ინსპირაციაც ეგ იყო – ამ კოსმიური წერილის ფერებად გადმოცემა. არცერთი ეგზემპლარი არ მეორდება და ყოველ ჯერზე ერთმანეთზე უკეთესი გამოდის”.
 

ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება

სალომე ზურაბიშვილი – არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას

7 years ago
წლინახევრის სესე სიცოცხლისთვის იბრძვის, მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე სიცოცხლისთვის იბრძვის, მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

7 years ago
სამ რეგიონში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

სამ რეგიონში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

11 years ago

იშხნის ტაძრის აღდგენა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

13 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by