• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა – პაპუაშვილი

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა – პაპუაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ევროკავშირის წევრი და პარნტიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა.

უკვე ერთ წელზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. რუსეთის მიერ უკრაინის სასტიკმა და უკანონო დაპყრობამ უსაფრთხოების მასშტაბური გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. უკრაინისადმი სოლიდარობისთვის ჩვენი ერთიანი პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.

ამ ომმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობისა და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებაში. მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი, ბატონი რუსლან სტეფანჩუკი მონაწილეობას იღებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველომ გამოსცადა რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან ასიათასობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება.

სამწუხაროდ, მაშინ, ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება.

საბედნიეროდ, დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ, ასევე, ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ჩვენ ამას დღემდე ვაკეთებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის უკანონო სამხედრო დანაყოფებების არსებობის მიუხედავად.

საქართველო შესაძლო სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის წინაშე დგას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის დაცული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით. თუმცა, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო აქტიურად იყენებს თავის ერთ ხმას საერთაშორისო არენაზე.

დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა.

საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებულ იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს.

საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, არა მხოლოდ მიმღებია ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების, არამედ მას თავადაც დიდი წვლილი შეაქვს ევროპის მიზნების განხორციელებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მისიებში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

დღესდღეობით საქართველო ვაჭრობის ე.წ. „შუა კორიდორის“ კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც შესაძლოა, გახდეს ევროპული ოჯახებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი.

მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და უფრო ძლიერი და მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა.

პატივცემულო კოლეგებო,

ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე. იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი.”

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

11 years ago

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებისა და წახალისების წესის განხილვა დაიწყო

11 years ago
რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ – ჩხაიძე

რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ – ჩხაიძე

5 years ago
გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას ბულგარეთის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღე მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა ბულგარელ კოლეგას ბულგარეთის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღე მიულოცა

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by