• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მშობლებთან მიიჩქაროდი და შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც მთვრალი დაგეჯახა” – ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„მშობლებთან მიიჩქაროდი და შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც მთვრალი დაგეჯახა” – ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ავარიის შედეგად დაშავებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გიორგი კაპანაძეს ავტომობილი ორი კვირის წინ დაეჯახა და ამ დრომდე კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იყო. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

20 წლის ბიჭის შესახებ სულისშემძვრელ გამოსათხოვარ წერილს სამხედრო ფოტოგრაფი, ზაირა მიქატაძე ავრცელებს:

„მეცხრე კლასი რომ დაამთავრე, და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, ლეპტოპი გაჩუქეს, თავდახრილი უსმენდი შენს მამიკოს, შენს წარმატებაზე რომ გველაპარაკებოდა.

ჩვენი სამსახურის კალენდრისთვის ნახატი მოგვიტანე – ჯარისკაცი გმირის მემორიალთან. მამაშენის შვილი დასახატად სხვა თემას ვერც აირჩევდი. მაშინ 15 წლის იყავი. თვალს და ხელს შუა გაიზარდე, თვალს ვეღარ გაწვდენდით. სტუდენტი გახდი, ოზურგეთიდან თბილისში გადმოხვედი. გული სულ მშობლიური კუთხისკენ მიგიწევდა. ახლაც მშობლებთან მიიჩქაროდი.

რას იფიქრებდი, შენთვის, ქუჩაში მდგარს, ვიღაც გათხლეშილი თუ შემოგასკდებოდა. ორი კვირა იბრძოლე, გიო. ჯოჯოხეთური ორი კვირა გამოგვატარე. ექიმებიდან მოსულებს თვალებში შემოგვციცინებდნენ ნანა და თემური. რა გვეთქვა, როგორ გვეთქვა, როგორ შეგვერბილებინა მათი ნათქვამი, თანაც თავსაც რომ მოვრეოდით… დიდი წნეხი გამოვიარეთ, შვილო, და ვკვდები, ახლა, აგერ და შორიდან დაგტირი.

ჩემო უჭკვიანესო ბიჭო, როგორ გვეიმედებოდი შენი მამიკოს მეგობრებს და თანამებრძოლებს. ბოლოს ჯაბას დაკრძალვაზე ვიყავით ერთად. მიუსამძიმრე არჩილ ხოფერია აჩიკოს, მამაშენის თანამებრძოლს. რამდენიმე თვე და შენც წახვედი. ნეტავ, პატარა ბრალი მაინც მიგიძღვოდეს შენს სიკვდილში.

ალბათ, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწარი, საიდან შემოვარდა შენი ცოდვის დამდები. სიმთვრალის გამო გაგწირა. სიმაძღრის გამო გაგიმეტა. შენ თვითონ კი მთელი დღის მშიერი ყოფილხარ თურმე. ლუკმის ჭამაც ვერ მოასწარი.
გვიყვარხარ, გიო. ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო მოუსვენარო ბიჭო.

ჩქარია, ჩქარიო, ხშირად მომისმენია შენებისგან. ამ ქვეყნიდან გასვლაც გეჩქარებოდა, ალბათ. 20 წელი, სიცოცხლის მხოლოდ 20 წელი და უთვალავი – მარადისობაში.

პირადად მე, სიკვდილის არ მჯერა, მაგრამ, მონატრებაც ხომ არსებობს, შვილო. როგორ გაუძლოს დედაშენმა აწი გასავლელ უშენო, ბნელ დღეებსა და წლებს…უფლის კალთას ებარებოდე, ჩვენო ვაჟკაცო “,- წერს ზაირა მიქატაძე

ShareTweet

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი თურქეთში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან არ განიხილება

13 years ago

არგენტინის პრეზიდენტს ქალა-ტვინის ოპერაცია გაუკეთეს

13 years ago
ბიძინა ივანიშვილი: “ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი გარემო, რომ გააკეთოს არჩევნები”

“ჩემი ჟურნალისტობა არავის არ მოუნდა” – ბიძინა ივანიშვილი

10 years ago
ეკა კვესიტაძემ მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ დაწერა – რას პასუხობს „პირველი არხის“ ტელეწამყვანი

ეკა კვესიტაძემ მაკა ცინცაძის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ დაწერა – რას პასუხობს „პირველი არხის“ ტელეწამყვანი

2 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by