“მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, მიხიელ სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად”.
თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.