• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ნუცა ბუზალაძე დამთავრდა! ვინ მოგცა შენ უფლება, ცოცხალი ადამიანი “დამთავრებულად” გამოაცხადო?… ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც… ” – გიორგი კეკელიძე

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ნუცა ბუზალაძე დამთავრდა! ვინ მოგცა შენ უფლება, ცოცხალი ადამიანი “დამთავრებულად” გამოაცხადო?… ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც… ” – გიორგი კეკელიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რუსეთში სიმრერის შესრულების გამო საყვედურს უცხადებს და თანადგომასაც უცხადებს და იმედოვნებს, რომ მომღერალი ამ შეცდომით ისწავლის.

“წუხელ ღამით და ახლაც, გამთენიისას,  მოუსვენრად ვფიქრობდი. ვფიქრობდი მე, ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთური წელი გამოივიარე და დღემდე ვებრძვი სიტყვებისგან დამჩნეულ საშინელ კვალს. სხვა საკითხია – სამართლიანს თუ უსამართლოს, სხვა საკითხია ისიც – ამგვარი მასშტაბური იყო ის ამბავი თუ გაცილებით ვიწრო. მეტი ქომაგი მყავდა თუ ნაკლები. ადამიანი ხომ აღქმების არსებაა და დარდი მიზეზით არ იზომება. მით უფრო, რომ ეს დღეები რთული გამოდგა – მაქვს ხოლმე მსგავსი ჩაშვებები, ფსკერს მოვინახულებ და ისევ ამოვყვინთავ – ეგ არ არის ახლა მთავარი. 

ჰოდა, დავსვი კითხვები და ვუპასუხე.

სამართლიანი იყო საზოგადოების აღფოთება? –  სრულიად. 

უნდა ყოფილიყო ასეთი მწვავე? – დიახ! 

სხვანაირად ყველა ამგვარი ამბავი,

ნელნელა, ნორმად შემოგვეპარება ოკუპირებულ, ბევრჯერ გათელილ და სისხლნანთხევ ქვეყანაში, ისედაც სასარგებლო იდიოტებით და მეხუთე კოლონით ,,განებივრებულში”.  ოკუპანტს კი სხვა არაფერი უნდა, ეს არის მისი მთავარი სამუშაო – შემოგვაგუოს წაგლეჯილი ტერიტორიები, გამოდევნილი მოქალაქეები, დახოცილი გმირები ლოზუნგებით:   ,,ხელოვნება და პოლიტიკა”,  ,,სპორტი და პოლიტიკა” სხვადასხვაა”. გავა დრო და ახალ თაობას ასე განცდა გაუბაცდება. ასე, რომ: არ შეიძლება ახლა მოსკოვში ჩასვლა და იქ სიმღერა. არ შეიძლება, რადგან ეს ხმა აუცილებლად მისწვდება ანწუხელიძის ოჯახის სამუდამოდ ღიად დარჩენილ ფანჯრებს.

იძულებითი იყო ბოდიში? – ცხადია. თუმცა თავისი არსით, ყველა ბოდიში იძულებითია – ან გარემოება გკარნახობს ან სინდისი. არავის მოუგონია მისი მოტივაციის ამომცნობი დეტექტორი. შესაბამისად, ბოდიში უნდა მიიღო. ადეკვატური იყო ბოდიშის ფორმა?  ცხადია, არა. დრო, კონტექსტი და გარემოება არის აღსაქმელი. ჯობდა, ეს ,,მეგობრის დაბადების დღე” საერთოდ არ ეხსენებიათ

 – უხერხულია იმ ქალაქში რამის საჯაროდ ზეიმი, საიდანაც გაცემული ბრძანებებით, ყოველდღე უდანაშუალო ბავშვებს ხოცავენ.

ასე რომ, რაც გუშინ მოხდა და ითქვა – აუცილებელი იყო – თუნდაც სხვა მსგავსი დღეების ასარიდებლად.

და ის, რაც დღეს უნდა ითქვას:

მე ვიცი ჩვენი საზოგადოების საშინელი თვისება – იყოს საოცრად აღგზნებული და ერთიანი ჩაქოლვისას – თუმცა ეს მხოლოდ ჩვენებური საქმე არ გახლავთ – ადამიანებს გვჩვევია ზოგადად. ისიც ვიცი, რომ ამ ტალახის მსროლელთა შორის, ბევრი უბრალოდ ჩასაფრებული და მომლოდინე, ბევრიც ასმაგი სტანდარტით აღსავსე, ზოგიც კიდევ,  წესითა და რიგით, ამგვარი ლანძღვისას უუფლებო იყო – მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ვერც მანდ განსაზღვრავ ლიმიტს. როცა რამე შეგეშლება, ვერ მოითხოვ, მაინცდამაინც სელექციურად გაკრიტიკებდნენ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც მისი კარიერა დაიწუნა. გამოგიტყდებით, ჩემი მუსიკალური გემოვნება იმ მიმართულებას და შესრულების მანერას დიდად არ სცნობს, რომელსაც ნუცა წარმოადგენს. თუმცა, ეს არაფრით ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალია საკუთარ ჟანრში და რომ მისი წარმატება უმნიშვნელო იყო. სრულიად პირიქით.

მაგრამ მთავარი, რის გამოც დღეს გაწუხებთ კაცი, ვისაც  გუშინ მკაცრი სიტყვები არ დაუშურებია, არის სხვა. და ეს სხვა, გულგრილად ნასროლი ფრაზაა: ნუცა ბუზალაძე დამთავრდა!

ვინ მოგცა შენ უფლება, მეორე ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ,,დამთავრებულად” გამოაცხადო? საიდან მიინიჭე ეს გამანადგურებელი ძალა? მაშ, სად გაქრა, ადამიანად ყოფნის მთავარი უპირატესობა და მისტერია – ფერისცვალების აქტი. შეცვლის, შეცდომის გამოსწორების, გადალახვის, ახლის ქმნის, მონანიების, თავიდან დაბადების. სად გაქრა ადამიანთა მიერ მოგონილი უმთავრესი საყრდენი ყოფიერების – მეტანოია? რატომ აღარ უტოვებ შემცდარს გზას და ყველა სავალს გამალებით უხერგავ, რაც უნდა ყალბად გეჩვენებოდეს მისი ბოდიში ან გაწყობდეს, რომ ყალბი იყოს?  რა სამართალია ის სამართალი, რომელიც არც ვადას სცნობს დანაშაულის თუ შეცდომის გამოსყიდვის, არც სურვილს ატარებს ამისას? 

თანაც ეგეცაა – იქ მყოფთაგანს, ბოდიში, სხვას არავის მოუხდია. ზოგი საერთოდ აქეთ შემოგვედავა ლამის.

მე ამგვარი სამართლისგან შორს ვდგები. ამგვარი სამართალი ვერ ააშენებს მომავლის საზოგადოებას. ჩემი მომავალი არა განადგურების, არამედ ახსნის და გარდაქმნის, შეცვლის და ახალი გზებისაა – ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები, მაგრამ ეს სიმკაცრე უნდა გულისხმობდეს მეორე, გაწვდილ ხელს – ადამიანის ორმოდან ამოსაყვანად. ეს არის ჩემი გზა.

ასე, რომ Nutsa Buzaladze , მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც – თქვენ უსათუოდ იმღერებთ ხვალაც, ოღონდ უკვე გეცოდინებათ საკუთარი შეცდომის შესახებ, აღარ გაიმეორებთ და ვიცი, სხვასაც მოუწოდებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი სისხლიანი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს  გრძელ და უსამართლო ომში, რომ დევნილები დაბრუნდებიან, რომ გმირებს დიდება და დიდება უკრაინას! და რაც მთავარია – საქართველოს!

p.s. და თუ არ ნანობს და არ შეიცვლება – ამას დრო გვაჩვენებს. ბევრი მუსიკოსი და მომღერალია, ვინც 2008 წლის შემდეგ, რუსეთში კონცერტებს აწყობდა, ძალიან ბევრი – კარგიც და ცუდიც. გაგიკვირდებათ, ისეთები და კონტექსტიც გაგიკვირდებათ, სად და როგორ. არ ვაპირებ მათ ჩამოთვლას – ,,NAME AND SHAME,, – არ არის ჩემი სპორტის კატეგორია. მით უფრო, რომ დღეს ისინი სწორ პოზიციას იჭერენ და საჯაროდაც გამოდიან – რა იძულებით და მიზეზით – მე ეგ არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს. სწორედ ეს არის ამ წერილის პათოსი და ასევე სათქმელია ამ საუკუნის შავი ჭირის, ,,გაუქმების კულტურის” წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეხსენება იმის, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის და ეს”, – წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

11 years ago
“ვემ­ზა­დე­ბით, რო­დის მოვა ის დრო და წამი, რო­დე­საც მო­ე­დან­ზე გა­ვალთ და ჩვენს მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ..” – ხვიჩა კვარაცხელია

“ვემ­ზა­დე­ბით, რო­დის მოვა ის დრო და წამი, რო­დე­საც მო­ე­დან­ზე გა­ვალთ და ჩვენს მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ..” – ხვიჩა კვარაცხელია

3 years ago
ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

6 years ago

კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by