წუხელ მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულთან, უშგულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანქანა მოცურდა და ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მოგვიანებით, მან ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის ძაღლის ფოტოც გამოაქვეყნა.