• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბადაგფრუტი“ – ტრადიციული კახური ნუგბარი ადგილზე მოყვანილი პროდუქტით

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ბადაგფრუტი“ – ტრადიციული კახური ნუგბარი ადგილზე მოყვანილი პროდუქტით
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადგილობრივი, ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტკბილეული ყოველთვის სასურველია როგორც კონკრეტული, ასევე – სხვა ქვეყნების მოსახლეობისთვის. იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ინტერესი და გაიზარდოს მოთხოვნა, ნაწარმი უნდა იყოს ჯანსაღი, ხარისხიანი. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს იმ წარმატებას, რომელსაც „ბადაგფრუტმა“ მიაღწია. ის ჯერ მხოლოდ ორი წელია, არსებობს. თუმცა, ასორტიმენტისა და ნამდვილი გემოს წყალობით, მისი შეძენის სურვილი ბევრს აქვს, არამხოლოდ საქართველოში. „თბილისი თაიმსს“ მაიკო ნარიაშვილი ესაუბრა.


რამდენი წელია, რაც „ბადაგფრუტი“ არსებობს?


ორი წელია, რაც „ბადაგფრუტი“ არსებობს. მანამდე, ერთი წელი საკუთარი სახელით  დავიწყე, მომხმარებლებისათვის შემეთავაზებინა საკუთარი, ხარისხიანი და ქართულ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია.


საინტერესოა, რა ისტორია აქვს თქვენს საქმიანობას?


ჩემი ჩურჩხელების წარმოების დაწყება შემთხვევითობა იყო. მეგობარს გაზაფხულზე დასჭირდა საზღვარგარეთ ჩურჩხელების წაღება და მთხოვა, სოფელში სანდოდ რომ შეგვეძინა, ვერ ვიშოვეთო. მქონდა შენახაული ბადაგი და კაკალი, დროც იყო საკმარისი, რომ დამემზადებინა და ასეც მოვიქეცით. როდესაც იქ დააგემოვნეს, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემ მიერ ნაუცბათევად მომზადებულმა ჩურჩხელებმა და სწორედ ეს გახდა ინსპირაციის საფუძველი – დამეწყო ჩემი პატარა საქმე. გამოვიყენე ბებიების მიერ ნასწავლი, ბადაგის მოდუღების ძველებური მეთოდი, ჩემზე მოვირგე, მცირე კორექტირება შევიტანე და გაამართლა.


რით მზადდება თქვენი ნაწარმი?


ჩვენი პროდუქტი ჩვენ მიერ მოყვანილი პროდუქტით მზადდება – ჩვენ მიერ მოდუღებულ ბადაგს ვიყენებთ, ჩვენ მიერ მოკრეფილ თხილეულს და ქართულ ფქვილს.
რაც შეეხება თათარის ბურთების თათარელებს – მისი საავტორო უფლებები მე მეკუთვნის, თათარის და ყველის დამეგობრების იდეაც ჩემია. ბევრი თათარა მრჩებოდა და გარშემო აღარავის უნდოდა მირთმევა, ამიტომ, გაჩნდა თათარელების იდეა.


ხშირად გაქვთ სიახლეები?


ახლახან მოვიფიქრე – თათარის ტყლაპში გადამეხვია  ხაჭოს გულსართი, ჩემებურად შეზავებული და გაამართლა, საოცრად გემრიელი ტკბილეული მივიღეთ. სპეციალობით ბიოლოგი ვარ, კვების პროდუქტების განხრით ექსპერტი და ჩემი დაგროვებული ცოდნა ამ მიმართულებით, წარმოებაში ძალიან მეხმარება – ზუსტად ვიცი მათი შენახვის პირობები და დრო.


 
ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია, დააგემოვნოს სხვადასხვა ფესტივალზე, რომელიც საქართველოში იმართება. ასევე, გვაქვს გასვლები საზღვარგარეთ, სადაც ვატარებთ მასტერკლასებს თათარის მომზადებაზე, ჩურჩხელის ამოვლებაზე, ვაცნობთ მისი წარმოშობის ისტორიას.
პანდემია რომ დაიწყო, მე იმ წელს მივიღე მონაწილეობა გლობალური ტრენერების აკადემიის კონკურსში, სადაც გატანილი მქონდა კახური ჩურჩხელის დამზადების პროცესის, მისი ისტორიის, შემადგენლობის, სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია და ამ კონკურსზე, სადაც 140 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, ავიღე ვერცხლის მედალი.

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ქრთამის აღების ფაქტზე “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

20-ლარიანი კუპიურების გაყალბების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10 years ago
უკრაინა უკვე 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

უკრაინა უკვე 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

5 years ago

EBRD-ი „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს

11 years ago
თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა საბანკო სექტორს დედაქალაქის „მწვანე პროექტებში“ ჩართვისკენ მოუწოდა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by