• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას ითხოვენ სამშენებლო მკომპანიები – 2014 წელს კომპანიები არც ერთი ახალი პროექტის დაწყებას არ გეგმავენ

13 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
რას ითხოვენ სამშენებლო მკომპანიები – 2014 წელს კომპანიები არც ერთი ახალი პროექტის დაწყებას არ გეგმავენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აზრი, რომ  ბოლო წლებში სამშენებლო სექტორში კრიზისია და ბანკები მათზე სესხის გაცემისგან თავს იკავებენ ხშირად გვსმენია. ”თბილისი თაიმსი”  სამშენებლო კომპანიების ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა და მორიგი ბლიც გამოკითხვით შეეცადა სამშენებლო ბიზნესში არსებული სიტუაცია დაედგინა.

გამოიკითხა 7  სამშენებლო კომპანია: აქსისი;  არსი; ოლიმპიური ვარსკვლავი; რედიქსი; ტიფლის დეველოპმენტი;  სასკო და კიდ არქიტექტურა.

გამოკითხული შვიდივე კომპანია ადასტურებს სამშენებლო კომპანიაში არსებულ კრიზისს, ხუთ კომპანიაში აცხადებენ, რომ კრიზისი მათ საქმიანობაზეც აისახა, სამმა  კომპანიამ  2013 წელი ფინანსური მოგებით დაასრულა, ხოლო ოთხისთვის ეს წელი წამგებიანი იყო. გამოკითხული ხუთი კომპანია ფინანსური კრიზისის გამო საახალწლო აქციებსა და ფასდაკლებებს არ გეგმავს. გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს:

სამშენებლო კომპანია აქსისში აცხადებენ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული სამშენებლო ბიზნესში კრიზისია, რაც კომპანიაზე მძიმედ აისახა, თუმცა ბოლო პერიოდში აქსისი ნელნელა მდგომარეობიდან გამოდის. 2013 წელს გამომდონარე კრიზისიდან  კომპანიას ახალი პროექტი არ წამოუწყია, ძირითადად დაკავებული იყო წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულებით, არც მომავალ წელს გეგმავს ახალი პროექტების წამოწყებას, ეს წელიც ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას დაეთმობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის მიმდინარე წელი მომგებიანი არ  ყოფილა, ბოლო ერთი წელია გარემო ბიზნესის კეთების კუთხით გაუმჯობესდა  და ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ამ მოვლენას ხელისუფლების ცვლილებასთან არ აკავშირებენ. აქსისში წინასაახალწლოდ იგეგმება ფასდაკლებები, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად რომელ პროექტს შეეხება.

დეველოპერულ კომოანია არსში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში 2008 წლიდან პრობლემაა, კრიზისი კომპანიაზეც აისახა, თუმცა ნელნელა მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგას.  2013 წელს კომპანია არსმა მხოლოდ ორი პროექტი დაასრულა – სახლი ვაკის პარკთან და განაახლა  ”ქარვასლა”. მომავალი წლისთვისაც ორი პროექტის განხორციელება იგეგმება. 2013 წელი არსისთვის მომგებიანი არ ყოფილა, კომპანია ჯერ კიდევ 2008 წლიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას ცდილობს. კომპნიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა. არსი საახალწლოდ აქციებსა და ფასდაკლებებს არ გეგმავს, რადგანაც კომპანიაში ფინანსური პრობლემებია.

ოლიმპიური ვარსკვლავი  სამშენებლო სექტორში კრიზისის ფაქტს ადასტურებს, მათი განცხადებით კრიზისი კომპანიაზეც აისახა. პროქტების განხორციელების თვალსაზრისით 2013 წელი ოლიმპიური ვარსკვლავისთვის  ნაყოფიერი არ ყოფილა, კომპანიაში ვერც 2014 წლის გეგმებზე ვერ საუბრობენ, საბანკო პრობლემები დიდ პრობლემას უქმნის მათ მუშაობას. 2013 წელი ოლიმპიურმა ვარსკვლავმა ფინანსური წაგებით დაასრულა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით უმნიშვნელოდ შეიცვალა. ხელისუფლების მხრიდან ხელისშეშლა არ არის თუმცა საბანკო კრიზისის დაძლევაში, დაპირების მიუხედავად, მათ არავინ ეხმარება. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო აქციებს ვერ გეგმავს.

რედიქსში აცხადებენ, რომ ზოგადად ქვეყანაში სამშენებლო კრიზისია თუმცა მათზე ეს ფაქტი არ აისახა, 2013 წელს რედიქსმა საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელა: კლუბი 71, სასტუმრო კაბადონი, A კლასის საცხოვრებელი სახლი, „ჰიუტონ პალასი“ და ა.შ. 2014 წელს ახალი პროექტები არ იგეგმება, ძირითადად უკვე დაწყებული მშენებლობების დასრულებას გეგმავენ. 2013 წელი რედიქსმა ფინანსური მოგებით დაასრულა, კომპანიაში აცხადებენ რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა. საახალწლო აქციები კი გეგმაში არ აქვთ.

ტიფლის დეველოპმენტში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში არსებული სამშენებლო კრიზისი მათ კომპანიაზე ნაკლებად აისახა და ისინი საქმიანობას ჩვეულებრივად განაგრძობენ. 2013 წელი ამ კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო,  წამოიწყეს ისეთი პროექტები როგორიცაა: „ტიფლის ბიზნეს ტაუერი“, „გლდანი პალასი“, „სახლი მტკვარზე“ და ა. შ.  მომავალი წლისთვის კი ძირითადად წინა წლებსი წამოწყებული პროექტების დასრულება იგეგმება. ტიფლის დეველოპმენტმა წელი მოგებით დაასრულა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ხელისუფლების ხელში ბიზნესგარემო ძირეულად არ შეცვლილა, საახალწლოდ კი რამდენიმე აქციას გეგმავენ, საახალწლო ფასდაკლებები უკვე ძალაშია 31 დეკემბრამდე.

სასკო- კომპანიაში აცხადებენ რომ სამშენებლო კრიზისმა დაღი დაასვა კომპანიის საქმიანობას, კომპანიას საბანკო პრობლემები აქვს, ამიტომაც ახალი პროექტები არც წინა წელს დაუგეგმავს და არც 2014 წლისთვის გეგმავს, ძირითადად წინა წლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ცდილობს. ბოლო 5 წელი კომპანიისთვის ფინანსურად წამგებიანი იყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ  ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით ჯერჯერობით არ შეცვლილა, თუმცა მოლოდინები აქვთ, რომ ხელისუფლება დაეხმარებათ კრიზისიდან გამოსვლაში. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე სასკო საახალწლო აქციებს არ გეგმავს.

კიდ არქიტექტურაში აცხადებენ, რომ  რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის 50%-ი სამშენებლო ბიზნესზე მოდიოდა, დღეს კი ამ სექტორში უზარმაზარი კრიზისია, რაც აისახა კიდ არქიტექტურაზეც, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ”თბილისი თაიმსთან” საუბარში განაცხადა, რომ ბანკების მხრიდან მაღალმა საპროცენტი განაკვეთმა, ინვესტორების გადინებამ კომპანია ჩაძირვის პირას მიიყვანა, კომპანიას 2013 წელს პროექტები არ განუხოხრციელებია, 2014 წლისთვის კი უამრავი გეგმა აქვთ თუმცა ინვესტორის მოლოდინში არიან, ბანკები კი მათზე სესხს არ გასცემენ და თანადაფინანსებას ითხოვენ. კომპანიას უწევს თანამშრომლების შემცირება, ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარი რჩება, მოთხოვნა კი დიდია მაგრამ თანხა არა აქვთ, რომ პროექტები განახორციელონ. დირექტორისვე განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში გარემო ბიზნესის კეთების კუთხით არ შეცვლილა, თუმცა მოლოდინი აქვთ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ელოდებიან. ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო აქციებს არ გეგმავს.

გასულ წლებში სამშენებლო სექტორის ლიდერი – ”ცენტრ პოინტ ჯგუფი”  დღეს დაყადაღებულია, მისი ვალდებულებები კი კომპანია ”დექსუსმა” გადაიბარა, აღნიშნული კომპანიის წამომადგენლებმა  ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

25.12.13

ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს –  24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს – 24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

2 years ago
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10 years ago
პაატა იმნაძე, ფარებისა და ნიღბების სწორად გამოყენების წესების შესახებ

პაატა იმნაძე – ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება და ამუშავდება, მაგრამ ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება

6 years ago
მთავრობამ  პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

მთავრობამ პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

11 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by