• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN – კვლევის მიხედვით, ეკრანთან ჯდომის დრო ბავშვებში, ტვინის განვითარების დონეზე მოქმედებს

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
CNN – კვლევის მიხედვით, ეკრანთან ჯდომის დრო ბავშვებში, ტვინის განვითარების დონეზე მოქმედებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო წლებში 5 წლამდე ასაკის ბავშვების ეკრანებთან ჯდომის დრო საკმაოდ გახანგრძლივდა. ექსპერტები ღელავებ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ტელეფონების, ტაბლეტებისა და სმარტფონების გამოყენებას ბავშვის ტვინის განვითარებაზე ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან წლებში.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 3-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვების ტვინების სკანირება განახორციელეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ეკრანებთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტხანს ისხდნენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად განვითარებული ჰქონდათ. ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მეტყველების, წიგნიერებისა და შემეცნებითი უნარების გასავითარებლად.

“ესაა პირველი კვლევა, რომელიც ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში”, -აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი ჯონ ჰიუტონი, რომელიც ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელია.

„ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტვინი ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ვითარდება. ამ დროს ტვინი ძალიან პლასტიკურია, ყველაფერის ისრუტავს და აყალიბებს ძლიერ კავშირebs, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება,“- განმარტავს ჰიუტონი.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ხშირი ყურება კავშირშია ბავშვების მხრიდან ნაკლები ყურადღების გამოხატვასა და საღად აზროვნებაში. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ არსებობს კავშირი ეკრანთან ჭარბად გატარებულ დროსა და მეტყველების სწავლის დაგვიანებას, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აფერხებს მშობელსა და შვილს შორის კონტაქტს.

„ცნობილია ის ფაქტი, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანთან დიდ დროს ატარებენ, ისეთ ოჯახებში ცხოვრობენ, სადაც ეკრანთან მშობლებიც დიდ დროს ატარებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ეკრანთან ხუთ საათს ატარებენ, ეკრანებთან თითქმის ორჯერ მეტხანს არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის დრო ფაქტობრივად არ რჩებათ,“- განმარტავს ჰიუტონი.

ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.

ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. ჰიუტონის თქმით, კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი გაჯეტებთან დროის დიდი ნაწილის გატარებას 1 წლის ასაკიდან იწყებს:

„ჩვენს მიერ ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ბავშვი გაჯეტების გამოყენებას 2-3 თვის ასაკიდან იწყებს”.

კვლევის ფარგლებში ბავშვებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. კვლევაში ჯამში 47 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, მათგან 27 გოგო და 20 — ბიჭი იყო.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს შემეცნებითი ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს სხვა აუცილებელ ქცევებთან შეფარდებით.

როგორც აღვნიშნეთ, სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან დღის განმავლობაში რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს დროს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებადა აქვთ განვითარებული.

“წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ნივთიერება არის სადენები, როგორიც აქვს ტელეფონს, და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს უკავშირდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება”, — განმარტავს ჰიუტონი.

მისივე თქმით, თეთრი ნოვთიერების განვითარების დაბალი დონე ტვინის ფუნქციონირებას ანელებს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები

არსებობს მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი აქტივობები, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. ეს აქტივობებია :კითხვა, სიმღერა, ემოციური კავშირი, გასეირნება ან თუნდაც დროის დათმობა იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად იცინოს.

ექსპერტები გვირჩევენ, შემდეგი გაიდლაინები შევასრულოთ:

18 თვემდე ასაკის ბავშვებს ეკრანებთან ნუ დავსვამთ. ბავშვი ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მიეჩვიოს. გაჯეტები ძიძები არ არიან!კვლევამ აჩვენა, რომ იმ ოთახში ტელევიზორის ქონაც კი, სადაც ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ, მათ თამაშშსა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს უშლის.

როდესაც ბავშვი 2 წლის ხდება, შესაძლოა, ბავშვებს გარკვეული საბავშვო ვიდეოები შევთავაზოთ, რომელიც სიტყვების და წინადადებების სწავლაში დაეხმარებათ, თუმცა ეკრანებთან ისინი აუცილებლად მშობლების თანდასწრებით უნდა დასხდნენ, რომლებიც შვილებს სიახლის ათვისებაში უნდა დაეხმარონ.

რაც შეეხება 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათთვის ხარისხიანი სატელევიზიო შოუების ნახვა სასარგებლოც არის. კარგ სატელევიზიო შოუს ბავშვის შემეცნებითი უნარის განვითარება შეუძლია, ემარება მას აალი სიტყვების ათვისებასა და სოციალურ განვითარებაში.

თუმცა, „ამერიკის პედიატრთა აკადემია“ მშობლებს აფრთხილებს, რომ სატელევიზიო შოუებისა და საგანმანათლებლო აპლიკაციების უმეტესობა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ შედგენილი არაა, ამიტომ ისინი უფრო დიდ ზიანს აყენებენ ბავშვებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვთ.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

mom.ge

ShareTweet

ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026
„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

08/08/2026
დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

08/07/2026
„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე
ახალი ამბები

„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

08/06/2026
დედას, რომელიც შვილის გადარჩენის მცდელობისას, დინებამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ
ახალი ამბები

დედას, რომელიც შვილის გადარჩენის მცდელობისას, დინებამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ

08/06/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

რომელ ვიტამინს საჭიროებთ – რისკები და საზაფხულო რჩევები

რომელ ვიტამინს საჭიროებთ – რისკები და საზაფხულო რჩევები

7 years ago
შსს-მ ქვემო ქართლში ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

8 years ago

საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს

10 years ago
ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარი გადაეცა

ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარი გადაეცა

10 years ago

ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

მარტვილში,გუშინ 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა. სასწრაფო დახმარების...

მეტის ნახვაDetails
„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

08/08/2026
დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

08/07/2026
„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

08/06/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს 08/08/2026
  • „სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ 08/08/2026
  • დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს 08/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by