სამძებრო სამუშაოები შოვში, სტიქიის ზომაში გრძელდება. სტიქიის შედეგად დაღუპული 31 ადამიანიდან ყველა იდენტიფიცირებულია. 2 დაკარგულს კვლავ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს.
სტიქიის ეპიცენტრი სრულად არის შესწავლილი. დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.