• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ოდესმე მიგიღიათ წერილი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?” – Imagine Dragonს-ის სოლისტის, დენ რეინოლდსის ოთხი შვილი, რამდენიმე განქორწინება და სიყვარულის ლამაზი, მაგრამ სევდიანი ისტორია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ოდესმე მიგიღიათ წერილი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?” – Imagine Dragonს-ის სოლისტის, დენ რეინოლდსის ოთხი შვილი, რამდენიმე განქორწინება და სიყვარულის ლამაზი, მაგრამ სევდიანი ისტორია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ჩვენი მუსიკის მთავარი მესიჯი ძალიან მარტივია. ამ სცენაზე ვდგავარ, შემიძლია იმის კეთება, რაც მიყვარს და აქ ვარ, რადგან ადამიანები მეხმარებოდნენ. თუ თავს მარტო გრძნობ, თუ დეპრესიაში ხარ, თუ გგონია, რომ ცხოვრება არ გიღირს, გთხოვ, ეგ ფიქრები შენთვის არ დაიტოვო და დაელაპარაკე, მეგობრებს, ოჯახს და თუ შესაძლებლობა გაქვს, თერაპევტს.

შენს ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი. შენს ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი. გთხოვ, ჩვენთან დარჩი. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გპირდები, რომ მარტო აღარ ხარ. შეიძლება დეპრესია დაბრუნდეს. ის ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია. დეპრესიას ყოველთვის ვებრძვი. ხანდახან უმიზეზოდ უარესდება და ბრუნდება, ყოველთვის ახსნა არ აქვს. ის უბრალოდ არსებობს. მაგრამ დარჩი ჩემთან ერთად ცოცხალი, რადგან ერთმანეთი გვჭირდება. სულ ესაა. ასეთი მარტივია. დარჩი ჩვენთან” – ეს სიტყვები 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცნობილი ჯგუფის, Imagine Dragons-ის სოლისტმა, დენ რეინოლდსმა წარმოთქვა. ჯგუფს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და გამონაკლისი, როგორც აღმოჩნდა, არც ქართველი მსმენელი აღმოჩნდა – გადაჭედილი ტრიბუნებიდან მუსიკოსებთან ერთად ათასობით ადამიანი მღეროდა და ეს საღამო მათთვის დაუვიწყარ მოგნებად იქცა.

ჯგუფის სოლისტმა, დენ რეიონლდსმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ დეპრესია და რთული მომენტები, მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა, დღემდე მისი ცხოვრების ნაწილია. დენმა ისიც თქვა, რომ ამ რთული პერიოდების გადატანაში მას ადამიანები ეხმარებიან და, ალბათ, პირველი, ვისი იმედიც მას აქვს, მისი ოჯახია.

დენ რეინოლდს სიყვარულის ლამაზი, თუმცა სევდიანი ისტორია აქვს. მან ყოფილ მეუღლესთან, ასევე მუსიკოს აჯა ვოლკმანთან ურთიერთობისას არაერთი დაბრკოლება გაიარა, წყვილი რამდენჯერმე დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მალევე ხვდებოდნენ, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება უჭირდათ.

დენი და აჯა ერთმანეთს ლას ვეგასში, კონცერტზე შეხვდნენ: “მე ვფიქრობდი, რომ ეს ბიჭი ძალიან საყვარელია, მაგრამ იმ დროს ნამდვილად არ მსურდა სერიოზული ურთიერთობა” – ამბობდა ვოლკმანი Las Vegas Weekly-სთან ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, მათ შეხვედრიდან ერთი წლის თავზე,2011 წელს იქორწინეს, რადგან ორივე დარწმუნებული იყო, რომ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ყოფნა სურდათ.

წყვილს 2012 წელს პირველი შვილი, გოგონა, სახელად აროუ შეეძინა. 5 წლის შემდეგ კი ტყუპების, ჯიას და კოკოს მშობლები გახდნენ.

2018 წლის აპრილში წყვილმა განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ. “შვიდი ლამაზი წლის შემდეგ, ჩემი და აჯას ქორწინება დასრულდა”, – დაწერა რეინოლდსმა ტვიტერზე. „ჩვენი შვილები კვლავაც არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ გავაგრძელებთ მათ აღზრდას მთელი ჩვენი სიყვარულით. გთხოვთ, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას ამ რთულ დროს, რადგან ჩვენ კვლავ ვუდგებით ამ საქმეს, როგორც ოჯახი” – წერდა მუსიკოსი, თუმცა მათი დაშორება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2018 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ცდილობდნენ ურთიერთობის აღდგენას.

2019 წლისთვის წყვილი ისევ ერთად იყო. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ გავაგრძელოთ თანაცხოვრება… ეს შესვენება საჭირო იყო და ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ოჯახი. პრობლემები ყველას აქვს, ქორწინება არ არის სრულყოფილი, ურთიერთობები არ არის სრულყოფილი, არც ჩემი სხეულია სრულყოფილი, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, დეპრესია და შფოთვაც მაქვს… ჩვენ, ყველა, ადამიანები ვართ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა” -ამბობდა დენი.

ამ შერიგებას წინ ემოციური ამბავი უძღოდა. მას შემდეგ, რაც წყვილი დაშორდა, 7 თვე ისე გავიდა, რომ მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. მოულოდნელად კი დენმა მეუღლისგან მიიღო წერილი, სადაც აჯა წერდა, რომ ის უყვარდა. დენი ამბობდა, რომ ამ წერილმა მისი ცხოვრება შეცვალა.

“მიყვარხარ და არ არის საჭირო, რომ ჩემი საკუთრება იყო, რათა მიყვარდე. ჩვენ გვჭირდება მეორე შანსი” – ეწერა წერილში.

როგორც “Imagine Dragons” -ის სოლისტი ამბობდა, მან ამ წერილის მიღების შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი ჰიტი, Follow you წერა. სიმღერის გამოქვეყნებისას კი მას ასეთი ტექსტი დაურთო: “ოდესმე მიგიღიათ წერილი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?”

მორიგი შერიგების შემდეგ, 2019 წელს დენ რეინოლდსსა და აჯა ვოლკმანს მეოთხე შვილი, ვალენტინი შეეძინათ. ამავე წლის დეკემბერში, დენმა აჯას მეორედ სთხოვა ცოლობა პასუხად თანხმობა მიიღო, თუმცა ამ ურთიერთობის დასასრული ნამდვილად არ ჰგავს ზღაპარს – ისინი 2022 წელს ისევ დაშორდნენ: „სევდიანად ვამბობ, რომ მრავალი ლამაზი წლის შემდეგ, მე და აჯა დავშორდით” – წერდა დენი ტვიტერზე. აჯამ ამჯერად ოფიციალურად შეიტანა განცხადება განქორწინების თაობაზე. როგორც ტაბლოიდები წერდნენ, რეინოლდსმა იმავე წელს დაიწყო ახალი ურთიერთობა მინკა კელისთან, რომელთან ერთადაც ის 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა.

36 წლის მუსიკოსი შესანიშნავი მამაა, ის ახლა კარიერის ზენიტშია და წარმატებით აგრძელებს მსოფლიოს გარშემო ტურნეს. როგორც თავად აღნიშნა, მოიხიბლა ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობითა და საკვებით, თავად კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ ათასობით მსმენელს დაუვიწყარი საღამო უსახსოვრა.

ShareTweet

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026

საინტერესო

დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

10 years ago
სპეცოპერაცია იტალიაში –  დაკავებულია მაფიოზური კლანის 82 წევრი

სპეცოპერაცია იტალიაში – დაკავებულია მაფიოზური კლანის 82 წევრი

3 years ago
ექსპერტები და არასამთავრობოები ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ

ექსპერტები და არასამთავრობოები ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ

11 years ago
გიგი უგულავა ბოდიშს იხდის

გიგი უგულავა ბოდიშს იხდის

12 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by