• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, July 7, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ენისა და კულტურის საკითხები ქართულ–თურქულ ურთიერთობებში“ – თურქეთელი ქართველების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება

13 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
„ენისა და კულტურის საკითხები ქართულ–თურქულ ურთიერთობებში“ – თურქეთელი ქართველების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული კულტურა იმდენად დიდი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ არ არის ის ფაქტი ახალი, რომ დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და იქ განაგრძობს თავის არსებობას.

ისტორიული რეალობის გამო ამ მხრივ ბევრი რამ უფრო მარტივია, რადგან ჩვენს უახლოეს მეზობელ ქვეყნებში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომელთაც ნებით თუ უნებლიეთ ჩაიტანეს ქართული კულტურა და უკვე საუკუნეებია ამ კულტურას ემსახურებიან, შეძლებისდაგვარად იცავენ და ავითარებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თურქეთელი ქართველობა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე თურქეთში ცხოვრობენ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყოველ მხრივ ცდილობენ შეინარჩუნონ ის, რაც მათ განასხვავებს მსოფლიოს ყველა ერისგან. მათ შენარჩუნებული აქვთ თვითმყოფადობა და უნარი განსჭვრიტონ მომავალი და ამ მომავლისკენ სვლაში წინ წამოსწიონ თავიანთი ეროვნული კულტურა და ის ფასეულობა რაც მათ პიროვნებას აღამაღლებს.

სწორედ ამ დიადი მიზნებით თურქეთში ხშირად ეწყობა მრავალი ღონისძიება ამ კულტურის შენარჩუნების, გაცვლის, გაცნობის და გადაცემის მიზნით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონფერენცია თემაზე ,,ენისა და კულტურის საკითხები ქართულ-თურქულ ურთიერთობებში“, რომლის შესახებაც ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი, ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი გაგვესაუბრა.

iროდის და რა მიზნით გაიმართა კონფერენცია „ენისა და კულტურის საკითხები ქართულ–თურქულ ურთიერთობებში“?

2013 წლის 8 დეკემბერს სტამბოლში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ენისა და კულტურის საკითხები ქართულ–თურქულ ურთიერთობებში“. კონფერენციის ორგანიზატორი  იყო – სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელი კი ბატონი ფეჰმი უზალი (უსტიაშვილი). კონფერენცია ჩატარდა ანატოლიის ფოლკლორის  საზოგადოებაში, რომლის მასპინძელიც გახლდათ – დიდემ ჯოშკუნი.

კონფერენციის მიზანი იყო თურქეთის ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის გადარჩენა; მათი შემდგომი კულტურული ინტეგრაცია საქართველოს საზოგადოებასთან და საქართველოში მიმდინარე სახელმწიფოებრივი მშენებლობობის მხარდაჭერა; რელიგიური პრობლემების მიზეზების გამოკვეთა და პრობლემების გამომწვევი მიზეზების დაძლევის მექანიზმის შემუშავება.

ვინ იყვნენ საქართველოდან კონფერენციის მონაწილეები?

საქართველოდან გახლდით მე – როზეტა გუჯეჯიანი (ისტორიის დოქტორი, ეთნოლოოგი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ავტ.) მოხსენება: ქართველთა ეროვნული იდენტობის ფორმირების ეტაპები და თანამედროვე პრობლემატიკა. აგრეთვე როინ მალაყმაძე, ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი, ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის დირქტორი.

თურქეთის მხრიდან კი წარმოდგენილნი იყვნენ ბატონი ორჰან შარდაღი (ბერიძე) – მთარგმნელი, პოეტი;  ბატონი მუსტაფა იაკუთი (გურამ ხიმშიაშვილი) – პუბლიცისტი; ბატონი ეშრეფ ილმაზი (მახარაძე)  –   მთარგმნელი, მკვლევარი.

კონფერენცია მიჰყავდა ქალბატონ მანანა გურგენიძეს, დედაენის კურსის პედაგოგს სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრი.

კონფერენციაზე დასწრების მიზნით ანაკარიდან სპეციალურად ჩამობრძანდა საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონი ირაკლი კოპლატაძე მეუღლესთან, ცნობილ მკვლევართან ქალბატონ ირინე გივიაშვილთან  ერთად.

რა ღონისძიებები მიმდინარეობდა პარალელურად და ვინ იყვნენ კონფერენციის სტუმრები?

კონფერენციის ფარგლებში საკონფერენციო დარბაზში გამოფენილი იყო თურქეთში გამოცემული წიგნები საქართველოს შესახებ და ქართველ მოღვაწეთა და მწერალთა ფოტოები. გამოფენა მოაწყო ქალბატონმა სეზენ გონენჩ ოქჩანმა.

რაც შეეხება დამსწრე საზოგადოებას, კონფერენციას დაესწრნენ თურქეთის ქართული სათვისტომოების, კულტურისა და ხელოვნების სახლების წარმომადგენლები, მოღვაწე ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. კონფერენციის ორგანიზატორთა მხრიდან დაიგეგმა წარმოდგენილი საკონფერნციო მასალების კრებულად გამოცემა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა ბანკეტი, რომლის დასრულების შემდეგ, მონაწილეები  ბატონმა იბერია მელაშვილმა და ბატონმა გიორგი ირემაძემ მიგვიწვიეს  სტამბოლის ქართული  ხელოვნების სახლში. აქ გაიმართა კავკასიური მუსიკის კონცერტი. მუსიკოსებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ყაბარდოელ, ჩერქეზ, ადიღე და ოს მუჰაჯირთა შთამომავლებს, შეასრულეს კავკასიური ხალხური საკრავიერი მუსიკის ნიმუშები. კონცერტი დასრულდა ქართული ხალხური სიმღერით, რომელიც ანსამბლთან ერთად შეასრულა ახლაგაზრდა ქართველმა ისტორიული ტაოდან – ბატონმა ონურ სარიქაიამ.

ფოლკლორის საზოგადოების შენობასთანა ახლოს მდებარეობს წმიდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ამ დღეს წირავდა მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. წირვის შემდეგ უწმიდესმა  წმიდა ნიკოლოზის ხატი მაჩუქა.

,,თბილისი თაიმსი“ მხარს უჭერს ყოველგვარ სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის დაფასებისთვის და წარმოჩენისთვისაა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ მუდმივად გავაშუქოთ და მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ და სხვა თემებზე. ქალბატონ, როზეტას და მის თანამოაზრეებს ,,თბილისი თაიმსის“ სახელით წარმატებას ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმეში, რასაც ქართული კულტურის პოპულარიზაცია ჰქვია.

 26.12.13

გიორგი ჩუბინიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი დააკავა და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

7 years ago

თევზისა და თევზის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი იზრდება

11 years ago

საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

10 years ago

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

8 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by