რუსეთში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა 1 სექტემბერთან დაკავშირებით, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. სადაც ის დრო გაიხსენა, როდესაც თავად მივიდა სკოლაში.
კანდელაკის თქმით, დედასა და ბაბუას სურდათ, რომ გოგონა ქართულ სკოლაში შეეყვანათ სასწავლებლად, მაგრამ მოულოდნელად რუსულ სკოლაში ამოყო თავი.
„იმ მომენტში, როდესაც ხაზზე დადგომას ვაპირებდი, მამაჩემი გამოჩნდა. მან საზეიმოდ შემისვა მხრებზე და ერთი ხაზიდან მეორეში გადამიყვანა.
უკვე რუსულ სკოლაში. დედისა და ნათესავების აღშფოთებაზე, მან, როგორც წმინდა სისხლის, ამ ერის საუკეთესო თვისებების მქონე ქართველმა, თქვა: „არ მსურს ჩემი ქალიშვილი „კეკელკა“ გაიზარდოს, ქართულ კულტურას ავტომატურად შეითვისებს, რუსული კულტურა კი საშუალებას მისცემს, ცოდნის გაცილებით ფართო დიაპაზონი ჰქონდეს და სამყარო მთელი რუსულენოვანი მსოფლიოს პრიზმაში დაინახოს“, — წერს კანდელაკი.






