რუსთავში, 23-ე საჯარო სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს, – “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 23-ე საჯარო სკოლიდან, ორმა 20 წლამდე პირმა, პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს.
გამოცემა წერს, რომ ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ. სამართალდამცავებმა გამოძიების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცები რუსთავში დააკავეს.
ლეპტოპები პოლიციამ ნივთმკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.