• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ აქცია საინტერესო იდეა, წარმატებულ ბიზნესად 23 წლის სტუდენტმა

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, კატეგორიის გარეშე
A A
როგორ აქცია საინტერესო იდეა, წარმატებულ ბიზნესად 23 წლის სტუდენტმა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2016 წლის თებერვალის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 231 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ამავე თვეში, ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი 0.967 დონეზე დაფიქსირდა. 2016 წლის თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენციაა წინა წლის იმავე თვესთან შედარებითაც.

წლების განმავლობაში ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა. რომლის მიზანი ქავეყანაში მცირემეწარმეობის განვითარება იყო. განხორციელებული პროექტების წარმატებას ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობაც მეტყველებს.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ბინზესგარემოს გაუმჯობესებას და მის ღიაობას განაპირობებს ასევე ზოგადი დამოკიდებულება მცირე ბიზნესის მიმართ. ბევრს სტუდენტსა თუ ახალგაზრდას უფიქრია წამოეწყო მცირე ბიზნესი, რომლის საშუალებითაც შეძლებდა საკუთარი უნარების განვითრებას და ასევე ექნებოდა სტაბილური შემოსავლის წყარო. მიუხედავად მათი მონდომებისა, უმეტესი მათგანი თანხის არქონაზე, მკაცრ ბიუროკრატიაზე და ისეთ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ხელს უშლის მათ ბიზნესის წამოწყებაში.

თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, 23 წლის გიორგი ფოფხაძე. მას არ გასჭირვებია საინტერსო ჩანაფიქრისთვის შეესხა ფრთები და იდია რეალობად ექცია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სტუდენტია, მას მცირე ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.ჯერ კიედევ მაშინ, როდესაც მეორე კურსზე მცირემეწარმის სტატუსით წამოიწყო ბიზნესი უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, თუმცა მთელი რიგირ მიზეზეების გამო, მისი დატოვება მოუწია და ის დღეს მსხვილი ბიზნესითაა დაკავებული.

“თბილისი თაიმსს” ახალგაზრდა მეწარმე, გიორგი ფოფხაძე მის საქმიანობაზე, წამოწყებულ ბიზნესზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

15218662_1171658659616791_1086031808_nროდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მცირემეწარმე და შეგექმნათ საკუთარი ბიზნესი?

– ჩემი პირველი ბიზნესი ტკბილეულს უკავშირდება. აგრუნის კაფეტერიაში ტკბილეულის კუთხის გახსნის იდეა მეორე კურსის პირველ სემესტრში სრულიად სპონტანურად მომივიდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს კაფეტერიაში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და  გემრიელად მივირთმევდით უგემრიელეს მექსიკურ ჰოთდოგს. ვინაიდან ტკბილეულის დიდი მოყვარული ვარ  მშვიდად ვეუბნები მეგობარს სამწუხაროა, რომ ტკბილეული არ ააქვთ-თქო. მანაც მოკლედ მიპასუხა „კარგი იქნებოდა რომ ჰქონდათ“. იმ დღიდანვე გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ტკბილეულის კუთხე აგრუნის კაფეტერიაში. სულ  მალე ეს სურვილი გამოწვევად მექცა და მიმდინარე ოთხი დღის ყოველი დილა იწყებოდა თუ რა გზებისთვის მიმემართა სასურველი გამოწვევის მისაღწევად.  სულ რაღაც ოთხ-ხუთი დღე დამჭირდა, იმისთვის, რომ შემედგინა ბიზნეს გეგმა და მომეგვარებინა ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა. ასე სრულიად სპონტანურად გაჩნდა აგრუნის კაფეტერიაში ტკბილეულის კუთხე და ჩემი პირველი

როგორ შეძელით ამ იდეის განხორციელება?                                                                                    

ამ იდეის განხოეციელება დავიწყე ჩემს მეგობარ გიორგი კიტიასტან ერთად. გავუზიარე ჩემი იდეა, მოეწონა „ვცადოთ რატომაც არაო“. კარგად გავაანალიზეთ. ახალ წამოწყებაზე რისკები მინიმუმამდე დავიყვანეთ და დავიწყეთ იდეის რეალობად ქცევა. აგრარულმა უნივერსიტეტმა ყველა პირობა    შეგვიქმნა, რომ იდეა მართლა რეალობად გვექცია  ყოველგვარი დროში გაწელვის და ზედმეტი წინაღობების გარეშე იდეის დაფიქსირების შემდეგ სასურველ ფართზე გაგვიფორმეს იჯარის ხელშეკრულება.

რაც შეეხება, ფინანსურ მხარეს, პირველადი წამოწყებისთვის როგორ მოიპოვეთ თანხა ვინ დაგეხმარათ ბიზნესის დაწყებაში?

სრულიად მიზერულ თანხად შევძელით ერთი ცარიელი კედლიდან 5 კვადრატული ობიექტის შექმნა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 1300 ლარი დაგვჭირდა. იდეაზე მეტად მონდომება მოსწონდათ და ძალიან მარტივად დაგვიფინანსეს. რამდენიმე თვეში გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი პირველი ბიზნესი მალევე დიხურა. თუმცა, ეს მცირე კაფეტერია ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, იქიდან ვისწავლე, როგორ უნდა დაგეგმო და მარტო ბიზნესი სწორად.

რაც შეეხება, ახალ წამოწყებას,რატომ გადაწყვიტეთ სრულიად განსხვავებული კუთხით გაგეგრძელებინათ თქვენი ბიზნესი?

რაც შეეხება ამჯერად ჩემს მოქმედ ბიზნეს  ამ ეტაპზე დაკავებული ვარ „ბარგალკის“ საჭრელი და სალესი ქვების შემოტანით, რომელიც შემოგვაქვს რუსეთიდან. მისი შემოტანის იდეა 2016 წლის მარტიდან გამიჩნდა, მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ ამ კუთხით შემეძლოა ახალი საქმე წამომეწყო. მთავარი პარტნიორის მოძიებაა, ადამიანის, ვინც დაინტერსდბა მსგავსი წამოწყებით. ასეთის მოძიება არ გამჭირვებია. ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით   წამოვიწყეთ ეს საქმე. მარტივია და ადვილად ვართმევ თავს-თქო ვერ ვიტყვი უბრალოდ ამ საქმის მართვა მიჯდება იმ თავისუფალი დროის ფასად რა დროც ამ საქმის დაწყებამდე  მქონდა. მთავარი საქმის დაწყების დიდი სურვილია და იმის ცოდნა, როოგო და რა საშუალებიტ მიაღწიო მიზანს, სხვა ყველაფერი ადვილად გამოვა.

სახელმწიფოსთან ხომ არ გქონიათ რაიმე სახის პრობლემა საქონლის იმპორტთან დაკავშირებით?

სახელმწიფოსთან ურთიერთობა სრულიად მარტივი გზებითაა შესაძლებელი. უბრალოდ საჭიროა დააკმაყოფილო მოთხოვნილი პირობები კერძოდ – საბაჟო საბუთები. გავიარე პროცედურები რაც ტვირთის შემოტანას სჭირდება. სხვა ქვეყნებიდან განსხვავებული წინაღობები არ შეუქმნიათ.

რამდენად კონკურენტუნარიანები ხართ ქართულ ბაზარზე?

რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას ზუსტად მაქვს შეფასებული ჩვენი შესაძლებლობები, რისკები და სისუსტეები. ამ საკითხის დახვეწისთვის პირველი დიდი პარტიის ჩამოტანამდე როდესაც შეთანხმების პროცეში ვიყავთ, სატესტოდ ჩამოვიტანე რამდენიმე ცალი ქვა რა ზომებიც ჩვენს სამშენებლო მაღაზიებში დევს. შედეგმა მართლაც, რომ კმაყოფილი დამტოვა. შედეგით კმაყოფილმა დავიწყე მარკეტინგულ მხარეებზე ფიქრი, თუ როგორ მიმეწოდებინა ჩემი არაბრენდირებული პროდუქტი მომხმარებლისთვის იმ თაროებიდან საიდანაც ბრენდირებული ქვები დევს. ფიქრიც კი არ უნდა იმას, რომ ქართულ ბაზარზე პროდუქტზე მეტად რეკლამა იყიდება. სამწუხაროდ, ჩემი შპს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე რეკლამირებაზე ფიქრი მეტის მეტი იყო. ასე, რომ ავირჩიე სხვა მიდგომა მოვიპოვე ბათუმში და ქობულეთში არსებული რკინის საამქროები და მათთან მარტივი ტესტირების შედეგად დავამყარე საქმიანი ურთიერთობები. დღეს საკმოდ ბევრ კომპანიასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ვაწვდი ჩემს პროდუქციას.

სამომავლო გეგმებზეც რომ მომიყვე, რას გეგმავ მომავალში?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება რამდენიმე საინტერესო გეგმა მაქვს თუმცა არსებული ბიზნესის გაზრდა გაფართოებაზე მაქვს ყურადღება გადატანილი  და ამ ეტაპზე სხვა გეგმებს წინ არ ვწევ.

მარიამ ლეკიაშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

გიგი უგულავას საქმე პროკურორების სემინარზე წასვლის მიზეზით გადაიდო

გიგი უგულავას საქმე პროკურორების სემინარზე წასვლის მიზეზით გადაიდო

12 years ago
სააკაშვილის სამალავის კარი რომ გასაღებით გააღეს სამართალდამცველებმა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს – ღარიბაშვილი

სააკაშვილის სამალავის კარი რომ გასაღებით გააღეს სამართალდამცველებმა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს – ღარიბაშვილი

5 years ago
გორის სამხედრო ჰოსპიტალი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

გორის სამხედრო ჰოსპიტალი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

11 years ago

საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by