ისრაელის თავდაცვის ძალები ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელშიც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის დღეს ღაზას სექტორის სიახლოვეს ჩატარებული სპეცოპერაციაა ასახული.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში წერს, მე-13 ფლოტილას ელიტურმა ქვედანაყოფმა იმ დღეს 250 მძევალი დაიხსნა და 60-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალა, ხოლო 26 დააკავა.






