• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“17 წელი ვიყავი ციხეში, ვერ შემაშინებთ, შეურაცხადი ვარ…” | ხობში, მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირი თანასოფლელებს ემუქრება

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
“17 წელი ვიყავი ციხეში, ვერ შემაშინებთ, შეურაცხადი ვარ…” | ხობში, მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი პირი თანასოფლელებს ემუქრება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხობის რაიონის სოფელ საჯიჯში, კაცი, რომელიც 17 წელი ციხეში იჯდა, ახლა სოფელს ატერორებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ადგილობრივების ცნობით, აღნიშნული პიროვნება ციხეში სასჯელს მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა, შემდეგ კი ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი მიიღო. მათივე ცნობით, ის წლებია უკვე სოფლის მოსახლეობას აშინებს, ემუქრება, თანასოფლელებს უკანონოდ ართმევს მიწებს, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში, კახა ურადმყოფელი წერს, რომ დაზარალებულია თსუ-ს პროფესორი, თამარ ქარაია და მისი დედა:

“რასაც ახლა წაიკითხავთ, საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ! ეს ყველაფერი რეალურია და ჩემი და ბევრი თქვენგანის მეგობარი, თსუ-ს პროფესორი თამარ ქარაია ძალიან დიდ განსაცდელში და საფრთხეშია.

თამარის მშობლიურ სოფელში (საჯიჯაო, ხობის რაიონი) ცხოვრობს კაცი, რომელიც 17 წელი იჯდა ციხეში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, არაერთგზის ყაჩაღობის ბრალდებით. ბოლოს სიმულიანტობით მოიპოვა ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი (90-იანი წლების შესაძლებლობებით) და ასე გამოაღწია ციხიდან.

ამ შეურაცხადის სტატუსით მოიპოვა ხელშეუხებლობა, წლებია აშინებს და ავიწროებს სოფელს: ყველას, რიგით მოქალაქეს, საჯარო მოხელეს თუ ორგანოს თანამშრომელს ემუქრება, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას! (ამის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა) შეავიწროვა მეზობლები, წაართვა მათი კუთვნილი მიწა, შემოღობა ტერიტორიები უკანონოდ!

ასევე, მეზობელ ნაკვეთებზე არ აძლევს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალებას, მისი პირუტყვი აჩანაგებს გაშენებულ ვენახს, თხილს თუ სიმინდს! არ იხდის არანაირ გადასახადს და ვერავინ უბედავს ვერც მოთხოვნას და ვერც კომუნალურების ჩაჭრას! აქვს სოციალური დახმარება! ჰყავს მანქანა და ჩვეულებრივ გადაადგილდება! მიუხედავად არაერთი ადამიანის შევიწროებისა, წლების მანძილზე ვერავინ გაბედა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, იმიტომ რომ ყველას აშინებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიებით!

მისი სტანდარტული ტექსტია – “17 წელი ვიყავი ციხეში, ვერ შემაშინებთ, შეურაცხადი ვარ, დავბრუნდები და დიდიან პატარიანად გადაგწვავთ”, “შუბლს გაგიხვრეტთ”.

თამარის ასაკოვანი დედა, მისი უშუალოდ დარჩენილი ერთ-ერთი მეზობელია. მიუხედავად წლების მანძილზე უდიდესი ზეწოლისა, რაც მისი ნაკვეთების ღობის მორღვევასა და პირუტყვის საბალახოდ შეშვებაში გამოიხატებოდა, ბოლო 10 დღეში ყველაფერმა პიკს მიაღწია და ამ კაცმა პირდაპირ გადმოანგრია ღობე, შემორეკა საქონელი. ასევე, კატეგორიულად მოსთხოვა თამარს დაეთმო მისი ეზოს ნაწილი საქონლის გადასარეკად, რეალურად კი მიზანი თამარის ასაკოვანი დედის შევიწროება და იძულებაა, რომ საბოლოოდ დათმოს სახლ-კარი.

მოვლენების პიკი 15 თებერვალი იყო, როდესაც პროვოკაციის მიზნით თამარის ჭიშკართან მიმოფანტა ნაგავი. თამარი შეეცადა შეწინააღმდეგებას, მაგრამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა რომ შუბლს გაუხვრეტს მასაც და დედამისსაც, რომ არავისი ამქვეყნად არ ეშინია (არსებობს ამის ჩანაწერი, ადასტურებენ მოწმეები, რომლებიც ამ დაპირისპირებას შეესწრნენ და მოხვდნენ ამ ვიდეოჩანაწერში). ეს ყველაფერი ადგილზე მისულ პოლიციასთანაც გაიმეორა, პოლიციას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეეცადა გაქცევას. პოლიცია ამჯერად იძულებული გახდა დაეკავებინა.

მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა იარაღი, მათ შორის პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარის და ავტომატის ნაწილები.

თამარის დედას ამ ყველაფრის ფონზე განუვითარდა ინფარქტი და ინსულტი და ახლა ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. წუხელ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. განუვითარდა პარალიზი და პარეზი. თამარს მარტოს მოუწია გაეკეთებინა ის, რაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავის დროზე არ გააკეთა და ამ უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე ტერორის ბუდის მოწყობას. ეს ტერორი ახლაც გრძელდება, ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა დამნაშავის დაბრუნების, დაპირებული შურისძიების და ამიტომ დუმილს ინარჩუნებს. თამარი ახლა უნივერსიტეტში უნდა იყოს და არა საავადმყოფოში! ! ამ კაცი გარეთ ყოფნა არ შეიძლება! თამარს არ უნდა ეშინოდეს ხვალინდელი დღის! სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს! გთხოვთ ვისაც რაიმე ზეგავლენა შეგიძლიათ ამ საქმეზე, იმოქმედეთ.” – ნათქვამია პოსტში.

კაცი ამჟამად დაკავებულია და სასამართლოს მიერ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიება მის წინააღმდეგ სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს – 151-ე და 236-ე მუხლებით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს”

12 years ago
“ჭორები გონებას მირევს… ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა” – მარიკუნა მიქატაძე მამაზე

“ჭორები გონებას მირევს… ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა” – მარიკუნა მიქატაძე მამაზე

3 years ago
დავით ზალკალიანი კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

13 years ago
ნუცა ბუზალაძე ჯგუფიდან 12 საუკეთესოში მოხვდა

ნუცა ბუზალაძე ჯგუფიდან 12 საუკეთესოში მოხვდა

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by