სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საფლავზე ნაპოვნი მორიგი ფოტოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამჯერად, მასზე გამოსახული ბავშვია.
„მეგობრის დედამ მამამისის საფლავზე იპოვა ეს ჩამარხული, ფონიჭალის სასაფლაოზე, ბავშვია სურათზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის ჩამარხულია… როგორ მივაგნოთ ამ ბავშვის მშობლებს, რომ გავაგებინოთ… არ ჩანს ბავშვი კარგად, 2-3 წლის იქნება, დაახლოებით… იქნებ ვინმემ მაინც იცნოს“, – წერს მოქალაქე.