• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ”

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
2008 წლის 12 აგვისტო, ღამის 2 საათი­, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზო… ჩაბნელებულ საავადმყოფოში შემორჩენილი სამედიცინო პერსონალი, ეზოში სიგარეტის მოსაწევად გამოდის. რამდენიმე წამი და, “დაწექით!” – ისმის ყვირილი. ყველა მიწაზე წვება, მხოლოდ ერთი არ იძვრის. ჰოსპიტლის ეზო წამში კვამლში ეხვევა. გადარჩენილი მედპერსონალი ერთმანეთს ეხმიანება. მხოლოდ გოგა აბრამიშვილი არ იღებს ხმას. მისი უსულო სხეული სისხლში ცურავს… მაშინ კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე დასრულდა, მაგრამ დაიბადა აგვისტოს ომის გმირი გოგა აბრამიშვილი! ექიმი, რომელმაც არ დატოვა გორის ჰოსპიტალი და რუსული ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა. დღეს გორის ჰოსპიტალი მისი სახელობისაა.

ნანა გვერდწითელი, გოგა აბრამიშვილის მეუღლე: “გოგას ხშირად უწევდა მივლინებაში წასვლა, ამიტომაც გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წელს ველოდი, რომ დაბრუნდებოდა. ახლა აღარ ველოდები, დავუბრუნდი მწარე რეალობას. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას”.

ნათელა მირიანაშვილი, გოგა აბრამიშვილის დედა: “მხოლოდ შვიდი თვე გაატარა ჩემმა შვილმა გორში და ყველას დაამახსოვრა თავი. დღეს მისი კაბინეტი ხელუხლებელია, მისი კუთხე, კანდელი, სურათი და ის გადაჭრილი ხეც, რომელიც საჰაერო იერიშის დროს ჩემს შვილს დაეცა­ და წამში გაათავა. ვანთებ სანთელს­ და ვლოცულობ იქ, საიდანაც ჩემმა შვილმა ვერ გამოაღწია. სულ უცხო ადამიანები მოდიან და ისეთ რამეებს მიყვებიან გოგაზე, ნანამ, ჩემმა რძალმა მითხრა, რა საოცარია, გოგა სახლში არაფერს ამბობდა, თუ ამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული, არ ვიცოდიო. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ვხვდები, ჩემი შვილისთანა ადამიანები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიიწევენ სულიერი სრულყოფისკენ, რომ ამას არავის ახვევენ თავს, თავიანთი ცხოვრების წესით ახერხებენ ამას.

გოგას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად უწევდა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.­ ერთხელ ყაზბეგის რაიონიდან ბეთლემის გამოქვაბულის ხილვით აღფრთოვანებულმა მომწერა: “მე ვარ მყინვარწვერზე. შეგეწიოს უფალი ოთხი ათასი მეტრის სიმაღლიდან” – ამ წერილის გამოგზავნიდან ძალიან მალე დაიღუპა.

ბავშვები არასოდეს სხდებიან მამის მოსახსენიებელ სუფრასთან. საფლავზე რომ გავდივართ, მაშინაც არ ვსაუბრობთ გოგაზე როგორც გარდაცვლილზე.

ჩემი შვილი 1967 წელს სიღნაღში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეორე კურსიდან ჯარში გაიწვიეს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქირურგად მუშაობდა ჯერ რესპუბლიკურში, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს საველე-სამედიცინო ბატალიონის უფროსად. ერთხანს ეუთოში მუშაობდა, 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგად”.

ნანა გვერდწითელი: “სანამ ომი დაიწყებოდა, მე და ჩემი შვილები ჩემი დის ოჯახთან ერთად ვიყავით ზღვაზე. გოგა ვერ წამოგვყვა, შვებულება ვერ აიღო. 10 აგვი­სტოს რუსები ფოთშიც შემოვიდნენ და ჩვენ შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ. კოშმარი იყო, შვიდი ბავშვი გვახლდა. გზიდან გორში დავრეკეთ და გვითხრეს, გორის მაგისტრალზე, რუისთან, სამგზავრო-სამარშრუტო ტაქსი ააფეთქეს და არც იფიქროთ ჩამოსვლაზეო, ამიტომ ახლობლებთან ჩავედით ხარაგაულში. დროდადრო გოგას ვურეკავდით და სულ ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, არ გაბედოთ და არ გამოიაროთ გორზეო”.

ნათელა მირიანაშვილი: “ომის დღეებში მღვდლები იდგნენ საოპერაციოს კართან და ქირურგები გარეთ რომ გამოდიოდნენ, სანამ ახალ დაჭრილს მიიღებდნენ,­ თავიანთი ხელით აჭმევდნენ ექიმებს, რომ არ წაქცეულიყვნენ. ჩემს შვილსა და მის კოლეგებს იმის დროც არ ჰქონდათ, დაესვენათ, კედელს მიეყუდებოდნენ და 10 წუთით­ ატყუებდნენ თვალს. როგორც მითხრეს, ერთმა მოძღვარმა ჩემი შვილი წინადღეს აზიარა და მეორე დღეს დაიბომბა ჰოსპიტალი”.

ნანა გვერდწითელი: “იმ საღამოს­ ჰოსპიტალში არ ჰყავდათ პაციენტი. გოგა­ იმიტომ დარჩა, ვინმე უცებ რომ შემოეყვანათ,­ დახვედროდა. როცა შენობაში შუქი გაითიშა, უკვე შებინდებული იყო და გოგა ორ თანამშრომელთან ერთად გარეთ მოსაწევად გამოვიდა, ხის ძირას იყო. ამ დროს ჰოსპიტლის თავზე ვერტმფრენმა­ გადაიფრინა, დააფიქსირა თეთრხალათიანი ადამიანი და მაშინვე დაიწყეს დაბომბვა!

გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ვესაუბრე. ისიც ჩემმა დამ დაიჟინა, მოდი, გოგას დავურეკოთ და ვუთხრათ, როგორ გვიყვარსო. მე სასაცილოდ არ მეყო მისი ნათქვამი, დავბერდი ქალი და გოგასთვის სიყვარული არასოდეს ამიხსნია-მეთქი, მაგრამ მაინც დავრეკეთ. ყველას ელაპარაკა, მათ შორის ბავშვებსაც. ახლა რომ მახსენდება, აბსოლუტურად სხვანაირი ხმა ჰქონდა, მაშინ ეს ვერ დავაფიქსირე. ისევ მამშვიდებდა, აქეთ სიწყნარეა, არაფერი ხდებაო. თუმცა მალე მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. სულ მჯეროდა, რომ გოგა სულ ჩემთან იქნებოდა…

როგორ მინდა აგვისტოს თვე ამოვშალო კალენდრიდან! მძულს ეს თვე. გოგას დაღუპვის წლისთავზე მამაჩემი გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაჰყვა. ბოლო ერთი წელი თითქმის აღარ ლაპარაკობდა. პირველად ჩემმა მშობლებმა გაიგეს გოგას დაღუპვის ამბავი, მათ გადმოასვენეს. მე არ მინახავს გოგას დასახიჩრებული სხეული.­ ყველაფერი ჩემმა მშობლებმა გააკეთეს”.

ნათელა მირიანაშვილი: “მეუფე ჩამობრძანდა და წირვა ჩაატარა. უთხრეს, რომ მრევლს შორის მეც ვიყავი და მაშინ მოჰყვა ამბავს, რომლითაც გამამხნევა: ერთ მორწმუნე ქალს შვილი ჰყავდა, რომე­ლიც სიგიჟემდე უყვარდა, თან სხვებსაც ეხმარებოდა, მათ შორის მოხუცს, რომ­ელიც სულ ეკლესიის კართან ხვდებოდა. ერთ დღეს ქალს მოხუცი აღარ დახვდა ეკლესიაში. არავინ იცოდა, სად გაქრა… წირვა დამთავრდა და ქალს საზარელი ამბავი შეატყობინეს – მისი შვილი ტრაგიკულად დაღუპულა. დასაფლავების ღამეს ქალმა უფალს შესჩივლა, ღმერთო, რატომ წაიყვანე ჩემი ერთადერთი შვილი, მარტო რატომ დამ­ტოვეო. იმ ღამეს კი სიზმარი ნახა: მასთან თეთრწვერა მოხუცი მივიდა, რომელსაც წინ ახალგაზრდა მოუძღოდა. ქალმა თავისი­ შვილი იცნო და გახარებული შეეგება. მოხუცმა ბიჭს უთხრა, წადი დედასთან, მას ძალიან სჭირდებიო, მაგრამ ბიჭმა დედას უთხრა, აქ ძალიან კარგად ვარ, აქ მინდა დავრჩეო”.

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალი გოგა აბრამიშვილის სახელობისაა. სიღნა­ღში ქუჩა, სადაც ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა. ამჟამად ნანა გვერდწითელიც მეუღლის სახელობის ჰოსპიტალში­ მუშაობს. სამსახურში მისულს ეზოში პირველად მისი ბიუსტი ხვდება…

რუსუდან შაიშმელაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

“ეს არის არაადამიანური დანაშაული, რომელიც მალიში ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული”

რუსეთის საგარეო უწყებაში სერგეი ლავროვის შესაძლო გადადგომას უარყოფენ

9 years ago
გეგმიური ოპერაციები პირველ მარტამდე გადაიდება – ეკატერინე ტიკარაძე

გეგმიური ოპერაციები პირველ მარტამდე გადაიდება – ეკატერინე ტიკარაძე

6 years ago
ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

ლევან ყიფიანი უნგრელ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შეხვდება

13 years ago

ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by